ბავშვს აქვს უფლება თქვას „არა“ – რა უნდა იცოდეს მშობელმა

რამდენჯერ გვინახავს ასეთი სცენა: ქუჩაში ახლობელი გვხვდება, ბავშვის გადაკოცნას ან ლოყაზე ჩქმეტას ცდილობს, პატარა კი უკან იხევს. ასეთ დროს ხშირად უფროსები ეუბნებიან: „მიდი, აკოცე, არ გრცხვენია?“ ერთი შეხედვით უწყინარი ეპიზოდი ბავშვს მნიშვნელოვან გზავნილს უტოვებს, რომ საკუთარი სურვილი შეიძლება სხვისი კომფორტის გამო დათმოს.

ფსიქოლოგი ხათუნა ხაჟომია მშობლებს ურჩევს, პატარას ადრეული ასაკიდანვე ასწავლონ, რომ სხეული მის პირად სივრცეს ეკუთვნის. თუ ჩახუტება, კოცნა ან მოფერება არ სიამოვნებს, უარის თქმა სრულიად ბუნებრივია. ახლობლებსაც მშვიდად შეიძლება ავუხსნათ, რომ ბავშვს მსგავსი ფიზიკური კონტაქტი არ მოსწონს და არ სჭირდება.

ბავშვებისთვის მარტივად დასამახსოვრებელი წესიც არსებობს: სხეულის ის ნაწილები, რომლებიც საცურაო კოსტიუმით იფარება, განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. ამ ადგილებზე შეხება დასაშვებია მხოლოდ მშობლის მხრიდან მოვლის დროს ან ექიმის მიერ გასინჯვისას.

ბავშვებს ყოველთვის არ შეუძლიათ სხვისი განზრახვის ამოცნობა, მაგრამ საკუთარ ემოციებს ძალიან კარგად გრძნობენ. უსიამოვნო, შემაშფოთებელი ან დამაბნეველი შეხება მნიშვნელოვანი სიგნალია. ამიტომ ოჯახში ხშირად უნდა ისმოდეს ერთი მარტივი წინადადება: „თუ რამე არ მოგეწონა, აუცილებლად მითხარი“.

არანაკლებ საყურადღებოა საიდუმლოს თემაც. მოძალადეები ხშირად ბავშვებს დუმილს შიშით აიძულებენ – ეუბნებიან, რომ თუ ვინმეს მოუყვებიან, ოჯახის წევრებს ავნებენ. სწორედ ამიტომ ბავშვს უნდა ესმოდეს განსხვავება სიურპრიზსა და საშიშ საიდუმლოს შორის. სიურპრიზი სიხარულს უკავშირდება, ხოლო საიდუმლო, რომელიც შფოთვას, შიშს ან დანაშაულის განცდას იწვევს, ყოველთვის გასამხელია.

ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მშობელზე მოდის. თუ ბავშვი არასათანადო შეხებაზე იწყებს ლაპარაკს, პირველ რიგში, მოუსმინეთ მას, ნუ გააწყვეტინებთ და ნუ დაადანაშაულებთ. მისი თითოეული სიტყვა ყურადღებას იმსახურებს. ნდობით სავსე ურთიერთობა ხშირად სწორედ ის დაცვაა, რომელიც ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდება.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 ₾
ზომა: 120 X 60, 160 X 80
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
წყალგაუმტარი საფენები
გაყიდვაშია
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისა და კიბერშანტაჟისგან? ფსიქოლოგ ხათუნა ხაჟომიას პრაქტიკული რჩევები მშობლებს პირად საზღვრებსა და უსაფრთხოებაზე.
ახალი თაობის ქარსითი ექსკლუზიურად ლაბებეში! 360°-ით მბრუნავი საბავშვო ავტოსავარძელი დაბადებიდან 7 წლამდე (40–125 სმ). აღჭურვილია AirSense™ ვენტილაციით, მზისგან დამცავი კაპიუშონითა და UN R129 (i-Size) უსაფრთხოების სტანდარტით. აღმოაჩინეთ Britax Römer Swivel Grow Max Air თქვენი შვილისთვის.
ენურეზი ბავშვებში – რა იწვევს ღამით უნებლიე შარდვას, როდის არის მდგომარეობა საყურადღებო და რა ასაკში უნდა მივმართოთ უროლოგს? გაეცანით უროლოგის, დავით ქოჩიაშვილის რეკომენდაციებს.