ჩვენ შესახებ

ლაბებე არის საქართველოში ყველაზე გამორჩეული, ხარისხზე და მომსახურების მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული საბავშვო ავეჯის, თეთრეულის და აქსესუარების მაღაზია.

ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია დავეხმაროთ მშობლებს ჯანმრთელი და ბავშვობიდანვე პოზიტიური ენერგიით დამუხტული თაობის აღზრდაში - თაობის, რომელიც შეცვლის ჩვენ ქვეყანას უკეთესობისკენ. დღევანდელი გარემო, ჰაერი, საკვები პროდუქტები ისედაც სავსეა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცვლელი და გამაღიზიანებელი ფაქტორებით. ყოველდღიურობაში, ყოველი ჩვენთაგანი, გარშემოსილია გაურკვეველი წარმომავლობის და ხარისხის ნივთებით. ეს ყოველივე კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის პატარა ორგანიზმს, რომელიც ვერ ასწრებს ახალ სამყაროსთან სწრაფ ადაპტირებას, არ გააჩნია საკმარისად ძლიერი იმუნიტეტი, შესაბამისად განსაკუთრებულად სათუთი ზრუნვა ესაჭიროება.

საბავშვო პროდუქციაში ხომ არ არსებობს კომპრომისები, უმნიშვნელოვანესია გამოყენებული მასალების ბუნებრიობა, ხარისხი და უსაფრთხოება. ჩვენი პროდუქციის დამზადებისას გათვალისწინებულია ექიმი-ორთოპედების რეკომენდაციები, ერგონომიულობა, პრაქტიკულობა და კომფორტი. გამოყენებულია ნატურალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, პრემიუმ ხარისხის მასალები, ხოლო შეუდარებელი დიზაინები თქვენ პატარას განსაკუთრებულ, თბილ, ზღაპრულ გარემოს შეუქმნის.

შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ - ჩვენთან შეძენილ საწოლებზე, მატრასებზე, თეთრეულზე, ძილი და დასვენება იქნება სრულფასოვანი და სასარგებლო თქვენი პატარის ჯანმრთელობისთვის.

ჩვენი შვილები ხომ საუკეთესოს იმსახურებენ!