წესები და პირობები

ვებ გვერდის მოხმარების წესები და პირობები

როდესაც ჩვენი ვებ-გვერდით და მომსახურებით სარგებლობთ, ინფორმაციის მიმოცვლა ხდება საიტსა და მომხმარებელს შორის. ეს გვერდი განკუთვნილია იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ ვებ-გვერდის გამოყენების წესები, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, პროდუქციის შეძენის პირობები. გვერდზე დარეგისტრირებით და კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ უჯრის (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე. აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა. თქვენს მიერ გაცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან, არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ვებ-გვერდზე განთავსებულ შესაბამის საინფორმაციო გევრდებს. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები ამ წესების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.

ტერმინების განმარტება

ვებ-გვერდი - www.labebe.ge

მმართველი კომპანია - ვებ გვერდის www.labebe.ge მფლობელი კომპანია, შპს „ბეიბი ლენდი“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ს/კ: 405037017).

მყიდველი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის შეძენას ვებ-გვერდის მეშვეობით.

პროდუქცია - საიტის მეშვეობით გასაყიდად შეთავაზებული ნებისმიერი ნივთი.