Gogora

ლაბებე მხარს უჭერს ადგილობრივ მწარმოებლებს, რომლებიც ხარისხიან, უსაფრთხო და პატარებისთვის სასარგებლო პროდუქციას აწარმოებენ. გოგორასთან თანამშრომლობა ამის კარგი მაგალითია.



კომპანია „გოგორა“ 2021 წელს დაარსდა და ქართულ ფოლკლორულ ხის სათამაშოებსა და მონტესორის საბავშვო ავეჯს აწარმოებს. ჩვენი ღირებულებები ჰუმანიზმის, ინტელექტუალური სიღრმის, ხარისხის შეგრძნებისა და გარემოზე ორიენტაციის პრინციპებს ეფუძნება. გოგორას საქმიანობის ცენტრშია ადამიანი და ბუნება. ჩვენი მისიაა ბავშვების პოზიტიური აღზრდით დაინტერესებულ უფროსებს მხარი დავუჭიროთ ბავშვების ჰუმანურ, გონიერ, თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანებად ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბავშვებისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო და განმავითარებელი გარემოს შექმნას და ამ პროცესში ძველი, ნაცადი იდეები და თანამედროვე მიდგომები გავაერთიანოთ. ჩვენი საქმიანობით გვინდა, აღზრდის პროცესში დავაბრუნოთ მისტიკური, მაგრამ ახლობელი იდეები, შევქმნათ ახალი, უნიკალური გამოცდილებები. 



უსაფრთხოება


სათამაშოებისა და საბავშვო ავეჯის შექმნისას, საკვები პროდუქტების მსგავსად, ყველაზე მნიშვნელოვანი მათი უსაფრთხოება და ყველა იმ წესის, კანონის, სტანდარტის შესწავლა-გათვალისწინებაა, რომელიც ამ ინდუსტრიას არეგულირებს. სხვადასხვა


განვითარებულ ქვეყანას განსხვავებული სტანდარტი აქვს, რომელთა საერთო მიზანი ბავშვთა უსაფრთხოების დაცვაა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით საქართველოში 2021 წლის ივნისიდან სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, რომელიც ევროპულ დირექტივას (2009/48/EC) ეყრდნობა. იცოდით, რომ იგივე რეგლამენტი საბავშვო ავეჯის უსაფრთხოების საკითხსაც არეგულირებს?


დირექტივის სწორად წაკითხვის და სტანდარტების (DIN EN71, ASTM და სხვ.) დანერგვის გამოცდილების არარსებობის პირობებში, ქართველი მწარმოებლები საკუთარი გზებით ვცდილობთ ცოდნის მიღებას. ამ პროცესში გვეხმარებიან „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, და სხვა ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციები. განსაკუთრებით ფასეულია ამ პროცესებში უცხოელ მწარმოებელთა გამოცდილების გაზიარება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას და სტანდარტების სიღრმისეულად შესწავლას. ასევე, ვზრუნავთ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვისაც მუდმივად მზად ვართ.


ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტები აკმაყოფილებს ევროპული დირექტივისა (2009/48/EC) და DIN EN71 სტანდარტებს. ბავშვების უსაფრთხოება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა და არა მხოლოდ საკანონმდებლო მოთხოვნა. ასევე, ვზრუნავთ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზეც. მნიშვნელოვანია მომხმარებელი ფლობდეს საბაზისო ცოდნას, შეეძლოს მწარმოებლისთვის სწორი კითხვების დასმა და საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი დოკუმენტების მოთხოვნა. მწარმოებლებისთვის გამოცდილების გაზიარებისთვისაც მუდმივად მზად ვართ, რადგან ბავშვების უსაფრთხოება უპირატესია და აღემატება ვიწრო ბიზენსინტერესებს.



ხარისხი, გამოყენებული ნედლეული


აღსანიშნავია, რომ „უსაფრთხო“ ყოველთვის „ხარისხიანს“ არ ნიშნავს. უსაფრთხოების მიღწევის შემდეგ მთავარი ამოცანა ხარისხის უზრუნველყოფაა. ჩვენი ღირებულებებიდან და მისიიდან გამომდინარე, „გოგორაში“ ბავშვებისთვის მხოლოდ იდეალურად დამუშავებულ პროდუქტს ვქმნით და ხარისხის გაუმჯობესების გზებს მუდამ ვეძებთ. ხარისხიანი პროდუქტი ხარისხიანი ნედლეულით იწყება. გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ საუკეთესო ხარისხის სერტიფიცირებულ ნედლეულს, რაც უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.



დიზაინი, საავტორო უფლებები, ინტელექტუალური საკუთრება


„გოგორას“ სათამაშოებისა და ავეჯის დიზაინის მიმართულება ეყრდნობა Open-ended play (ღია თამაშის) პრინციპებს, სადაც ყველაფერი არის მრავალფუნქციური, განმავითარებელი, შემოქმედებითობაზე ორიენტირებული. ჩვენი პროდუქტები ინსპირირებული და თავსებადია მონტესორის, პიკლერის, ვალდორფის ბავშვთა აღზრდის ჰუმანისტურ მეთოდებთან.


„გოგორა“ პატივს სცემს სხვა ადამიანების იდეებს და ინტელექტუალურ შრომას. ამიტომ, ყველა პროდუქტის დიზაინზე თავად ვმუშაობთ ან ვყიდულობთ ცალკეული პროდუქტის კომერციულად წარმოების ლიცენზიას. ჩვენი პროდუქტის დიზაინის ძირითადი ხაზი ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას ემყარება. გვჯერა, რომ უმდიდრეს ქართულ ტრადიციულ კულტურაში ამოუწურავი თემა და მიმართულებაა, რომლის ბაზაზეც თანამედროვე დიზაინის უსაფრთხო სათამაშოებისა და საბავშვო ავეჯის გაკეთებაა შესაძლებელი. ვმუშაობთ ტრადიციული ქართული სათამაშოების თანამედროვე მოდელებზეც, რომლითაც პოპულარიზებას გავუწევთ ქართული ხალხური სათამაშოების ოსტატებსაც.



სოციალური პასუხისმგებლობა, წარმოება და მდგრადი განვითარება


საკუთარი იდეების განსახორციელებლად ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი საწარმოს შექმნა, რომელიც ჩვენი ღირებულებების მიხედვით იქნებოდა მოწყობილი და იფუნქციონირებდა იქ, სადაც ყოფნა ძალიან გვიყვარს, სადაც ჯადოსნური ამბების დასატრიალებლად საუკეთესო გარემოა – აჭარის მთაში. ამ ინდუსტრიაში მდგრადი განვითარება საკუთარი წარმოების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ორწლიანი რთული და საინტერესო გზის გავლის შემდეგ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP-Georgia) მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ გუნდაურში პირველი ენერგოეფექტული და მწვანე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო გავაკეთეთ. გვჯერა, რომ საერთაშორისო სტანდარტებით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით წარმოება საქართველოს მთაშიც შესაძლებელია. მოგვიანებით, „აწარმოე საქართველოში“, შემდეგ კი - USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საწარმოს თბილისის მცირე ზომის ფილიალიც ავამოქმედეთ (2023 წ.).


ჩვენი საწარმოო პროცესი გაზიარებულ ფასიეულობებს ეფუძნება. დაცულია შრომის უსაფრთხოება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთაში მცხოვრებთა, განსაკუთრებით, ქალებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება. საწარმო შშმ ადაპტირებულია, რაც აუცილებელია სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნისთვის. ასევე, ვმუშაობთ მთის ხალხის ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე მოსახერხებელი შინ დასაქმების პრინციპით.


დისტანციურად დასაქმებულები არიან ახალგაზრდა დედები, რომლებსაც პატარებზე ზრუნვის გამო ფიზიკურ რეჟიმში მუშაობა არ შეუძლიათ. პროდუქციას ეკომეგობრულად ვფუთავთ. ვიყენებთ მეორადი გადამუშავების ქაღალდსა და ნაჭრის ტომრებს. პერიოდულად ვაწყობთ მეორადი ნარჩენების ვორკშოპებს, რითაც მეორადი ნარჩენების მართვის საუკეთესო პრაქტიკას ვუწევთ პოპულარიზებას. გვჯერა, რომ წარმოების პროცესის გამართულობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საბოლოო პროდუქტის ხარისხი.

Brand Gogora
ფასი

 – 

  • 160
  • 580
ქვეყანა
Gogora - Made in Georgia - თაღის ოვალური სკამი (მრგვალი ჭრით) - image 1 | Labebe
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
160 
Gogora - Made in Georgia - მონტესორის წიგნების კარადა (S) - image 1 | Labebe
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
190 
Gogora - Made in Georgia - ორადგილიანი სასწავლო კოშკი (მრგვალი ჭრით) - image 1 | Labebe
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
420 
Gogora - Made in Georgia - ორადგილიანი სასწავლო კოშკი (ოთხკუთხედი ჭრით) - image 1 | Labebe
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
420 
Gogora - Made in Georgia - ორადგილიანი სასწავლო კოშკი (სამკუთხედი ჭრით) - image 1 | Labebe
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
420 
Gogora - Made in Georgia - სათამაშოების თარო ზედა სათავსოთი - image 1 | Labebe
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
580 
Gogora - Made in Georgia - სასწავლო კოშკი (მრგვალი ჭრით) - image 1 | Labebe
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
360 
Gogora - Made in Georgia - სასწავლო კოშკი (ოთხკუთხედი ჭრით) - image 1 | Labebe
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
360 
Gogora - Made in Georgia - სასწავლო კოშკი (სამკუთხედი ჭრით) - image 1 | Labebe
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
360 
Gogora - Made in Georgia - საცოცი თაღი - image 1 | Labebe
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
420 
Gogora - Made in Georgia - საცოცი თაღი მაგიდის ზედაპირით - image 1 | Labebe
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
420 
Gogora - Made in Georgia - საცოცი სამკუთხედი (კეცვადი) - image 1 | Labebe
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი
გაყიდვაშია
420 
1 2
მეტის ნახვა

სასარგებლო სტატიები

ჩვენი ბლოგი არის ცოდნის ბაზა ორსული ქალებისა და ახალგაზრდა დედების დასახმარებლად.
ჩვენ გვსურს გაგრძნობინოთ ზრუნვა თქვენზე და თქვენ პატარებზე.
პატარას მოლოდინში დაწყებული სამზადისი ყველაზე ნაყოფიერია, რადგან საკმარისი დრო აქვთ მშობლებს, ყველაფერი საგულდაგულოდ და აუჩქარებლად შეარჩიონ.
ამ ბლოგში აღმოაჩენთ Labebe Boutique-ის მიერ შედგენილ საახალწლო საჩუქრების იდეებს, რომლებიც ამ ზღაპრულ დღეებს ნამდვილად დასამახსოვრებელს გახდის პატარებისთვის.