საგარანტიო პირობები

ხარისხი, საიმედოობა და ზრუნვა წლების განმავლობაში

ლაბებე ბუტიკი -ში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ იძენთ მხოლოდ ხარისხიან, უსაფრთხო და საიმედო პროდუქციას. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევთ მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების პროდუქციას და პრიორიტეტს ვანიჭებთ მასალების ხარისხს, უსაფრთხოებას, ფუნქციურობასა და გამძლეობას.

ჩვენ იმდენად დარწმუნებული ვართ წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხში, რომ ჩვენს მომხმარებლებს შეძენილ პროდუქციაზე უვადო გარანტიას ვთავაზობთ.

გამონაკლისს წარმოადგენს ელექტრომოწყობილობები, რომლებზეც ვრცელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი საგარანტიო პირობები და ვადები.

საგარანტიო მომსახურების პირობები

  • შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. საგარანტიო მომსახურების მისაღებად საჭიროა წარმოადგინოთ ქვითარი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პროდუქციის შეძენას ლაბებე ბუტიკი -ში.
  • ექსპლუატაციის წესების დაცვა. გარანტია ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია გამოიყენება მწარმოებლის ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების შესაბამისად.
  • უფასო შეკეთება. საგარანტიო მომსახურება ითვალისწინებს საწარმოო წუნით გამოწვეული დაზიანებებისა და გაუმართაობების უფასო აღმოფხვრას. აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების ძირითად ფორმას წარმოადგენს შეკეთება და არა პროდუქციის ავტომატური ჩანაცვლება.
  • გარეგნული დეფექტები მიღებისას. პროდუქტის გახსნისთანავე ხილული დაზიანების ან დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ ლაბებე ბუტიკი -ს წარმომადგენელს. პროდუქტის შეცვლის საკითხი განიხილება დეფექტის ხასიათისა და მოქმედი საგარანტიო ვალდებულებების გათვალისწინებით.
  • პროდუქტის შემოწმება მიღებისას. ჩვენი რჩევაა, პროდუქტის მიღებისთანავე, გამყიდველის წარმომადგენლის თანდასწრებით, ყურადღებით შეამოწმოთ მისი გარეგნული მდგომარეობა და კომპლექტაცია, რათა შესაძლო დაზიანება ან დანაკლისი დროულად დაფიქსირდეს.
  • კომპონენტებისა და მექანიზმების გარანტია. საგარანტიო მომსახურება ასევე ვრცელდება პროდუქტის შემადგენელ ნაწილებსა და მექანიზმებზე, მათ შორის გორგოლაჭებსა და ბორბლებზე, გასაწევ მექანიზმებზე, უჯრების მექანიზმებსა და სხვა ფუნქციურ ელემენტებზე, იმ შემთხვევაში, თუ გაუმართაობა გამოწვეულია საწარმოო წუნით.
  • შეკეთების ვადები. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, საგარანტიო შეკეთება მაქსიმალურად მოკლე ვადაში ვუზრუნველვყოთ. თუ საჭირო სათადარიგო ნაწილი ადგილზე არ არის ხელმისაწვდომი, შეკეთების ვადა შესაძლოა შეადგენდეს 45 კალენდარულ დღემდე.
  • პროდუქტის ჩანაცვლება. თუ საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა დადგენილ ვადაში შეუძლებელია, შემოგთავაზებთ პროდუქტის ჩანაცვლებას ანალოგიური მოდელით ან მსგავსი თუ უფრო მაღალი ღირებულების სხვა მოდელით, მხარეთა შეთანხმებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • მომხმარებლის კომფორტზე ზრუნვა. თუ პროდუქტის ადგილზე შეკეთება შეუძლებელია, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ხარჯით უზრუნველვყოფთ მის გატანას, შეკეთებასა და უკან დაბრუნებას.

შემთხვევები, რომლებზეც გარანტია არ ვრცელდება

საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება იმ დაზიანებებსა და გაუმართაობებზე, რომლებიც გამოწვეულია:

  • მექანიკური დაზიანებით, მათ შორის დარტყმით, ვარდნით, დეფორმაციით, გაჭრით ან სხვა გარეგანი ფიზიკური ზემოქმედებით.
  • ექსპლუატაციის წესების დარღვევით ან პროდუქტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებით.
  • ტენიანობის, ზედმეტად მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით ან შენახვის პირობების დარღვევით.
  • არაკვალიფიციური აწყობით, თვითნებური შეკეთებით ან მწარმოებლის ან გამყიდველის მიერ არაუფლებამოსილი პირების ჩარევით.
  • პროდუქტის გამოყენების პროცესში დეტალებისა და კომპონენტების ბუნებრივი ცვეთით, თუ აღნიშნული ცვეთა არ არის გამოწვეული საწარმოო წუნით.

მნიშვნელოვანია: თუ გაუმართაობა გამოწვეულია საწარმოო წუნით, პროდუქტის ჩვეულებრივი გამოყენების კვალი თავისთავად არ წარმოადგენს საგარანტიო მომსახურებაზე უარის თქმის საფუძველს.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სამართლიანი გადაწყვეტილებების პოვნას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ლაბებე ბუტიკი -ში შეძენილმა პროდუქტმა წლების განმავლობაში მოგანიჭოთ სიმშვიდე, ნდობა და კმაყოფილება.

ლაბებე ბუტიკი — ზრუნვა ცხოვრების ყველაზე ძვირფას მომენტებზე.