ძილის რეგრესია

წინა პოსტში ძილის რეგრესიაზე ვისაუბრეთ, რომელიც ბავშვის განვითარების გარკვეულ ეტაპებს ემთხვევა და რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება
✔ თუმცა რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის შემსუბუქება არ შეიძლება როგორც ბავშვის (რომელიც წუხს და ჭირვეულობს), ისე მშობლებისთვის
❓ როგორ მივხვდეთ, რომ საქმე ძილის რეგრესიას ეხება?
✔ უჭირს დაძინება ჩვეულ დროს მაშინ, როცა აქამდე უპრობლემოდ იძინებდა
✔ ხშირად იღვიძებს და უჭირს მშვიდად ძილი
✔ მოულოდნელად აცხადებს უარს დღისით ძილზე ან თუ დაიძინებს, მალევე ეღვიძება
✔ ძილის რეჟიმი უფრო არარეგულარული ხდება
✔ ბავშვი ჩვეულებრივზე უფრო მეტად გაღიზიანებულია

✔ პირველ რიგში ესაუბრეთ პედიატრს და დარწმუნდით, რომ ჯანმრთელობის პრობლემა გამორიცხულია
✔ შემდეგ კი შეგიძლიათ ამ დროებით ცვლილებასთან გასამკლავებლად აღიჭურვოთ:
✔ პირველ რიგში, მოფერების და ჩახუტების დამატებითი დოზებია საჭირო. ბავშვის ორგანიზმი და ფსიქიკა ახლა მნიშვნელოვანი ცვლილებების ეტაპზეა, ხშირად ღიზიანდება და ჭირვეულობს, ამიტომ ძილთან არაასოცირებული პოზიტიური გავლენა მნიშვნელოვანია
✔ ღამით გაღვიძებისას აცადეთ რამდენიმე წუთი - შეიძლება აღმოაჩინოთ რომ დამოუკიდებლად ჩაძინებას სწავლობს
✔ თუ მაინც უჭირს, ღამით ისევ ჩაძინებაში დაეხმარეთ ისე, რომ ეს არ ასოცირდებოდეს დამატებით რწევასთან (შედარებით დიდ ასაკში კი საკვებთან), რადგან რეგრესიის ფაზის გავლის შემდეგ შეიძლება ჩვევაში გადაიზარდოს.
✔ ძილისწინა რიტუალები შეინარჩუნეთ - ახლა ისედაც ცვლილებების პერიოდია, ამიტომ არსებული რუტინების შენარჩუნება მნიშვნელოვანია და უარს ნუ იტყვით. დამატებით შეგიძლიათ პატარას შესთავაზოთ მსუბუქი დამამშვიდებელი მასაჟიც.
✔ არ შეცვალოთ დასაძინებელი გარემო რეგრესიის პერიოდში.
ისევე, როგორც ძილისწინა რუტინა - თუ ყოველთვის მშობლების ოთახში სძინავს, ნუ გადაიყვანთ ცალკე ოთახში, თუ ძილისას თეთრი ხმაური იყო ჩართული, შეინარჩუნეთ და ა.შ
✔ მოქნილი გრაფიკი დღისით: განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ბავშვის ძილის ნიშნებს - თვალების სრესვას, მთქნარებას, და დღის განმავლობაში დააძინეთ მაშინ, როცა ეძინება. ასე თავიდან აირიდებთ გადაღლას, რომელიც როგორც წესი, ჩაძინებაში უშლით ხელს

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
მატრასის დამცავები
მარაგი ამოწურულია
135 ₾
მარაგი ამოწურულია
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
ზომა: 110 X 80
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.
აღმოაჩინეთ Peg Perego Veloce – იტალიური საბავშვო ტრასნფორმერი ეტლი კომპაქტური შასით, კომფორტული აკვნითა და მანქანის სავარძლით.
ბავშვის პირადი სივრცის მოწყობა ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას. გაეცანით რჩევებს უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული გარემოს შესაქმნელად.