საბავშვო ეტლების საუკეთესო და წამყვანი ბრენდები ლაბებეში


მშობლები შვილებისთვის ყოველთვის საუკეთესო საბავშვო პროდუქციას არჩევენ, რადგან მაღალი ხარისხი, გამძლეობა და წამყვანი ბრენდები უპირველესი პრიორიტეტებია. შეძენილ ნივთებს უფროსებისთვისაც დიდი შვება მოაქვს და ყოველდღიურობას ამსუბუქებს.

თუ რუტინის გამრავალფეროვნება და ბავშვის კომფორტულად, უსაფრთხოდ ტარება გსურთ, საბავშვო ეტლი თქვენთვის შეუდარებელი დამხმარე გახდება, რომელიც ტვირთის დიდ ნაწილს მოგაშორებთ.

საუკეთესოდ შერჩეული ბავშვის ეტლი არა მხოლოდ გადაადგილების ერთ-ერთი საშუალებაა, არამედ ერთგული და უკონკურენტო მეგობარიც, რომელიც წლებს გაგიფერადებთ.

ერთი შეხედვით, მარტივი ჩანს შვილისთვის იდეალური ეტლის შერჩევა, თუმცა მის შეძენამდე უნდა გაარკვიოთ რიგი დეტალები: ეტლის ტიპები, ბრენდის სანდოობა, უსაფრთხოების სტანდარტები და ა.შ.

Labebe Boutique-ის ამ ბლოგით გაარკვევთ, რომელი საბავშვო კომპანიები ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და რით არის მათი ეტლები გამორჩეული სხვებისგან.

ევროპული ბრენდები ლაბებეში

ლაბებეს ონლაინ მაღაზიაში საბავშვო ეტლებზე მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ, რომელთა მწარმოებლები მსოფლიო დონის ბრენდები არიან. მათი ექსკლუზიური პარტნიორი კი Labebe Boutique-ია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მშობლებისთვის პრემიუმ ხარისხის შეთავაზებაა.

ბავშვის ეტლების კატეგორიის თვალიერებისას აღმოაჩენთ საერთაშორისო, ევროპულ ბრენდებს, რომლებიც გთავაზობთ შეუდარებელ ხარისხს, იტალიური ოსტატობით შექმნილ პროდუქციას.

Inglesina

ცნობილი იტალიური ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია ბავშვთა პროდუქტების წარმოებაზე, განთქმულია ხარისხი, სტილია და ინოვაციების დანერგვით ბავშვთა სამყაროში.

Inglesina-ს საბავშვო ეტლები მრავალფუნქციურობით გამოირჩევა და მათში ინვესტიციის ჩადება პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ შვილის ზრდასთან ერთად არ მოგიწევთ ეტლის ხელახლა შეძენა.

ბრენდის ეტლები გამოირჩევა დახვეწილი დეტალებით, გამძლე მასალებითა და პრაქტიკული მახასიათებლებით, რომლებიც მორგებულია მშობლებისა და შვილების საჭიროებებზე.

ლაბებე ბუტიკში Inglesina-ის საბავშვო ეტლის 5 სახეობას იპოვით: 4x1. 3x1, 2x1, მსუბუქი სასეირნო და ტყუპების ეტლი. იმის გარკვევისთვის, თუ რომელი ტიპი გჭირდებათ, თავდაპირველად უნდა განსაზღვროთ თქვენი მოთხოვნები და საჭიროებები.

მაგალითად, ბრენდის მოდულური ეტლებიდან ყველაზე მოცულობითი და მრავალფეროვანი მოდელი ოთხეული ეტლია, რომლის კომპლექტაციაში შედის: ეტლის აკვანი, ეტლის შასი, მანქანის სავარძელი, ეტლის სავარძელი და აკვნის სადგამი.

4x1 ეტლი უკომპრომისო არჩევანია, რადგან მასში შედის ის ყველა აუცილებელი და საჭირო აქსესუარი, რომელიც ბავშვის სიცოცხლის პირველ წლებში გჭირდებათ.

ხარისხსა და დიზაინზე ფოკუსირების გარდა, Inglesina ერთგულია უსაფრთხოებისა და მდგრადობის მიმართაც; კომპანიის პროდუქცია დამტკიცებულია უსაფრთხოების უმკაცრესი სტანდარტებით, ხოლო გამოყენებული მასალა ეკოლოგიურად სუფთაა.

Peg Perego

მორიგი იტალიური საბავშვო ბრენდი ლაბებეში Peg Perego არის, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ბავშვების ზოგად კეთილდღეობაზე. მისი საბავშვო ეტლები გამოირჩევა ავანგარდისტული სტილით, რომელსაც თან ემატება უზადო ფუნქციები. ბრენდი ზრუნავს მშობლებისა და ბავშვების ბედნიერებაზე და მისთვის არსებული მოლოდინების გადაჭარბება მთავარი პრიორიტეტია.

მწარმოებელი მსოფლიოს ყველა კუთხეში ცნობილია და მისი რეპუტაცია იმდენად მყარია, რომ მშობლების დიდი ნაწილი არჩევანს მასზე აჩერებს. პეგ პერეგოს ეტლები მყარი კონსტრუქციისგანაა დამზადებული და წლები მოგემსახურებათ, რაც კიდევ ერთი მიზეზია დაფიქრებისთვის.

ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი საბავშვო სამეული ეტლია. 3x1 მოდულური ეტლი ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ მეტ ფუნქციას ასრულებს და მაქსიმალურად მორგებულია მშობლისა და ბავშვის საჭიროებებზე. მის გამოყენებას არ სჭირდება ბევრი ფიქრი, რადგან ხელის მარტივი მოძრაობით იკეცება და იმდენად კომპაქტურია, რომ ლიფტშიც თავსდება.

Peg Perego-ს სამეული ეტლი აღჭურვილია როგორც თვით ეტლის სავარძლით, ისე აკვნითა და ქარსითით (ავტომანქანის სავარძელი), რაც გაგიადვილებთ ბავშვთან ერთად სეირნობას და მოგზაურობას.

მისი ეტლები გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, გასეირნებისთვის მოსახერხებელი ბორბლებით, მზისგან დამცავი საჩრდილობლით, ტევადი სათავსოთი, უსაფრთხოების ევროპული სტანდარტებითა და მარტივი მანევრირებით.

Doona

გარდა ევროპული ბრენდებისა, ლაბებე ბუტიკში კიდევ 2 განსაკუთრებულ ბრენდს იპოვით, რომელთაგან ერთ-ერთია ამერიკული (აშშ) Doona. კომპაქტური, თანამედროვე დიზაინის და მგზავრობისთვის სრულად ინტეგრირებული საბავშვო ეტლები ამ ბრენდის ნიშაა.

თუ თქვენს გეგმებში ხშირი მოგზაურობაა, მაშინ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ეს ეტლი შესანიშნავად გაუმკლავდება თქვენს სამოგზაურო მარშრუტს და მაქსიმალურად შეგიმცირებთ დისკომფორტს.

Doona -ს ჭრელ-ჭრელი ეტლები საშუალებას გაძლევთ, რომ აირჩიოთ თქვენთვის საყვარელი ფერი, რომლითაც, სადაც არ უნდა იყოთ, ყოველთვის შეძლებთ ყურადღების მოპყრობას.

ბავშვის ეტლის გაბარიტული ზომებიდან გამომდინარე, მისი შენახვა-ტარება მარტივი საქმეა და სახლში დიდ სივრცეს არ წაგართმევთ. გარდა ამისა, თუ აქამდე უარს ამბობდით მოგზაურობაზე, ახლა ეს შეგიძლიათ, რადგან TUV და FAA დაშვებულია თვითმფრინავით მგზავრობისთვის.

Happy Baby

და ბოლოს, სიის უკანასკნელი ბრენდი წარმოშობით ბრიტანული Happy Baby -ია, რომლის მსუბუქ სასეირნო ეტლებსაც ლაბებეში იპოვით. თუ გავითვალისწინებთ, რომ გაზაფხული თითქმის კარს მოგვადგა, დროა, მზადებაც დავიწყოთ.

საზურგის სამი პოზიციით, ორდონიანი ფეხის დასადგამით, რეცხვისადმი მდგრადი შალითათი, მზისგან დამცავი ქუდითა და შესანახი კალათით სასეირნოდ გასვლა უფრო სასიამოვნო გახდება თქვენთვის, რადგან ეს ყველაფერი ძირითადი ფუნქციებია, რომლებსაც მსუბუქი ეტლი უნდა აკმაყოფილებდეს.

Happy Baby იმ მხრივადაცაა უნიკალური, რომ მისი საბავშვო ეტლები სულ რაღაც 6,9 კილოგრამს იწონის და მარტივად იკეცება.

ლაბებეში შოპინგით დროის დაზოგვა შეგიძლიათ, ხოლო გზამკვლევად ამ და სხვა ბლოგების გამოყენება, რითაც ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ და ზედმეტი ორჭოფობის გარეშე გადაწყვეტთ, არჩევანი რომელი ტიპის ეტლსა და რომელ ბრენდზე შეაჩეროთ. შეძენილ პროდუქტს 24 საათის განმავლობაში სასურველ მისამართზე მიიღებთ.

დაკავშირებული პროდუქტები

მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,650 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,650 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
285 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
3,405 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
3,405 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
226 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
226 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
წინასწარ შეკვეთით
1,095 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
910 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
2,675 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,835 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,418 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,787 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
3,305 
საბავშვო ორეული ეტლები
წინასწარ შეკვეთით
3,120 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,650 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,650 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
285 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
226 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
226 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
წინასწარ შეკვეთით
1,095 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
910 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
2,675 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,835 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,418 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,787 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
3,305 
საბავშვო ორეული ეტლები
წინასწარ შეკვეთით
3,120 

მეტი სასარგებლო სტატიები

ამ ბლოგში სწორედ გოგორას პროდუქციას აღმოაჩენთ, რომელიც დამზადებულია ფუნქციონალურობის, ესთეტიკისა და მონტესორის ფილოსოფიის შერწყმით.
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია, ხოლო მშობლობა სავსეა გადაწყვეტილებებით და თითოეული მათგანი ბავშვის სამყაროს აყალიბებს.
ბლოგში გაიგებთ, რა უპირატესობები აქვს საბავშვო საქანელა სკამს, როგორ შევარჩიოთ სწორად საუკეთესო ვარიანტი ბავშვისთვის და რატომ უყვართ მშობლებს ეს პროდუქტი.