როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან?

შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლით, რომ ქუჩაში უცნობებს არ გამოელაპარაკონ, მათ ტკბილეული არ გამოართვან და არსად გაჰყვნენ. გვგონია, ამ მარტივი წესით მათ მთავარ საფრთხეს ვარიდებთ, თუმცა რეალობა სხვაგვარ სურათს გვიჩვენებს: სექსუალური ძალადობის რისკი ხშირად სრულიად ნაცნობი გარემოდან მოდის. მოძალადე შესაძლოა ბავშვისთვის კარგად ნაცნობი და ახლობელი ადამიანიც აღმოჩნდეს – ოჯახის მეგობარი, მეზობელი ან ნათესავი.

როგორ ვასწავლოთ პატარებს საფრთხის ამოცნობა ისე, რომ სამყაროს მიმართ მუდმივი შიში და უნდობლობა არ გავუჩინოთ? ამ მგრძნობიარე და საპასუხისმგებლო თემაზე Labebe-სთან ფსიქოლოგი ხათუნა ხაჟომია საუბრობს და მშობლებს პრაქტიკულ რჩევებს უზიარებს.

საკუთარი სხეულის საზღვრები ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდეს

ბავშვს პატარაობიდანვე მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რომ საკუთარი სხეული მხოლოდ მას ეკუთვნის. მას სრული უფლება აქვს, უარი თქვას ჩახუტებაზე, კოცნასა და ნებისმიერ არასასურველ შეხებაზე მაშინაც კი, როცა სითბოს გამოხატვას ოჯახის ახლობელი სთხოვს.

მშობელმა ასაკის შესაბამისი, ბუნებრივი და გასაგები სიტყვებით უნდა აუხსნას შვილს, რომ სხეულის ინტიმური ნაწილები ხელშეუხებელია. თუ ვინმეს ქცევა ან შეხება ბავშვს აბნევს, აშინებს და უხერხულობას უქმნის, მან ამის შესახებ მაშინვე მისთვის სანდო ზრდასრულს უნდა უამბოს.

ცალკე ყურადღებას მოითხოვს „საიდუმლოებების“ თემაც. აუხსენით პატარას, რომ არავის აქვს უფლება, მუქარით, დაშინებით ან თუნდაც „თამაშით“ რაიმეს დამალვა აიძულოს მშობლებისგან.

რა საფრთხეებს მალავს ინტერნეტსივრცე?

დღეს საფრთხემ რეალური გარემოდან ეკრანებთანაც გადაინაცვლა. სოციალურ ქსელებში, ონლაინ თამაშებსა თუ პირად მიმოწერებში მოძალადეები მარტივად შედიან ბავშვებთან კონტაქტში – ჯერ მეგობრული ტონითა და მოტყუებით იპყრობენ ნდობას, შემდეგ კი ფოტოებს სთხოვენ ან პირადი ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებიან.

ხათუნა ხაჟომია მშობლებს ურჩევს, გულწრფელად დაელაპარაკონ შვილებს ციფრულ უსაფრთხოებაზე. მოზარდმა უნდა გააცნობიეროს, რომ ინტერნეტში გაგზავნილ ფოტოზე კონტროლს წამებში კარგავს – ფაილის წაშლის შემდეგაც კი, მიმღებს მისი ასლის შენახვა და გავრცელება თავისუფლად შეუძლია.

ბავშვთან წინასწარ უნდა განიხილოთ პირადი სივრცისა და მონაცემების დაცვის წესები, რათა საეჭვო შეტყობინების მიღებისას სწორად იმოქმედოს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მოზარდი უკვე აღმოჩნდა შანტაჟის მსხვერპლი, მშობლის უპირველესი ამოცანა მისთვის ემოციური უსაფრთხოების განცდის დაბრუნებაა. ნებისმიერი სახის კრიტიკული შეფასება ან მომხდარში ბავშვის დადანაშაულება დაუშვებელია – მსგავსი რეაქცია მეორეულ ტრავმირებას იწვევს და მოზარდს საკუთარ თავში კეტავს. კრიზისულ მომენტში აუცილებელია ემპათიის გამოვლენა, ვითარების მშვიდი გაანალიზება და ბავშვისთვის სირცხვილის განცდის შემსუბუქება. ამასთანავე, მშობელმა უნდა დააფიქსიროს მუქარის დამადასტურებელი მტკიცებულებები და საქმეში პოლიცია ჩართოს.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ძალადობის შესახებ გვიყვება?

კრიტიკულ მომენტში ბავშვის მთავარი საყრდენი მშობლის რეაქციაა. შვილს მუდმივად უნდა ჰქონდეს განცდა, რომ, რაც უნდა მოხდეს, მოუსმენთ, დაუჯერებთ და მომხდარში არასდროს დაადანაშაულებთ.

თუ ბავშვმა გაბედა და არასათანადო შეხების ან ძალადობის შესახებ გიამბოთ:

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე – თქვენმა მძაფრმა ემოციამ შესაძლოა ბავშვი შეაშინოს და საკუთარ თავში ჩაკეტოს;
  • ნუ მოსთხოვთ ამბის მრავალჯერ მოყოლას – მძიმე დეტალების გამეორება მისთვის დამატებითი სტრესია;
  • აგრძნობინეთ დაცულობა – დაარწმუნეთ, რომ ამბის გამხელით სწორი ნაბიჯი გადადგა და მის დასაცავად ყველაფერს გააკეთებთ;
  • დროულად მიმართეთ შესაბამის უწყებებს – ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოების, სოციალური სამსახურისა და ფსიქოლოგის დაუყოვნებლივი ჩართვა.

ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ყოველდღიურ ურთიერთობაში იბადება. ხშირად ესაუბრეთ შვილს პირად საზღვრებზე, მოუსმინეთ მის ემოციებს და შეუქმენით გარემო, სადაც რთულ თუ უხერხულ თემებზე საუბრის არ შეეშინდება. ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, ვის მიმართოს დახმარებისთვის, ზრდასრულმა კი – როგორ დაიცვას იგი.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
მარაგი ამოწურულია
595 ₾
მარაგი ამოწურულია
მატრასის დამცავები
მარაგი ამოწურულია
135 ₾
მარაგი ამოწურულია
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
ზომა: 110 X 80
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
მუსიკალური მობაილები
გაყიდვაშია
მუსიკალური მობაილები
გაყიდვაშია
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
გამოსაცვლელი დაფები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

ახალი თაობის ქარსითი ექსკლუზიურად ლაბებეში! 360°-ით მბრუნავი საბავშვო ავტოსავარძელი დაბადებიდან 7 წლამდე (40–125 სმ). აღჭურვილია AirSense™ ვენტილაციით, მზისგან დამცავი კაპიუშონითა და UN R129 (i-Size) უსაფრთხოების სტანდარტით. აღმოაჩინეთ Britax Römer Swivel Grow Max Air თქვენი შვილისთვის.
ენურეზი ბავშვებში – რა იწვევს ღამით უნებლიე შარდვას, როდის არის მდგომარეობა საყურადღებო და რა ასაკში უნდა მივმართოთ უროლოგს? გაეცანით უროლოგის, დავით ქოჩიაშვილის რეკომენდაციებს.
ეძებთ მოზარდისთვის საუკეთესო საწოლს? Labebe Boutique-ში დაგხვდებათ Interbeds-ის მრავალფეროვანი კოლექცია – ხის, უჯრებიანი, ორსართულიანი და გამორჩეული დიზაინის საწოლები.