როგორი უნდა იყოს იდეალური სამეული ეტლი?

საბავშვო პროდუქცია ოდითგანვე არ ყოფილა მრავალფუნქციური და კომფორტული. ათწლეულების განმავლობაში ბაზარზე არსებულმა ბრენდებმა განვითარების დიდი ეტაპები გაიარეს იქამდე, სანამ საბოლოოდ შემოგვთავაზეს საბავშვო ეტლი, რომელიც მხოლოდ გასეირნებისთვის აღარ არის.

საბავშვო ეტლების თანამედროვე მოდელების დიდი არჩევანის აღმოჩენა ლაბებე ბუტიკში შეგიძლიათ, რომელიც სხვადასხვა ავტორიტეტული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია. ეტლების კატეგორიაში განსხვავებული სტილის, დიზაინისა და დანიშნულების მოდელის არჩევა შეგიძლიათ.

საბავშვო ეტლის არჩევა მარტივი საქმე არ არის. ყველა მშობელს სხვადასხვა მოთხოვნა აქვს; ზოგი მხოლოდ ეტლს ირჩევს, ზოგი კი – მთელ კომპლექტს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ოჯახის პირველი დამხმარეა. სანამ შეძენას გადაწყვეტთ, უნდა შეარჩიოთ, როგორი ტიპის მოდელი გჭირდებათ.

სიახლეებისკენ სწრაფვამ მრავალფუნქციური ეტლების გამოჩენა განაპირობა. ახლა უკვე მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ ორეული, სამეული ან ოთხეული ეტლი, რომელიც სხვებისგან უპირველესად ერთჯერადი ინვესტიციით გამოირჩევა.

სამეული ეტლის უპირატესობები

სამეული ეტლი კომბინირებული მოდელია, რომლის გამოყენება ქუჩაში, სახლსა და მანქანაში შეუდარებელი და კომფორტულია. სხვა მოდელებისგან განსხვავებით, სამეული ეტლი გამოირჩევა:

  • რევერსული სავარძლით — იდეალური სამეული ეტლი რევერსული სავარძლით უნდა იყოს, რითაც მისი გამოყენება მაქსიმალურად კომფორტული იქნება. ამ ტიპის სავარძელს რამდენიმე პოზიცია აქვს და მშობელი ყოველი სიტუაციისთვის ხელსაყრელს იპოვის.
  • კომფორტით — 3x1 ეტლმა უნდა უზრუნველყოს თქვენი შვილისთვის კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა. სამეულ ეტლს უსაფრთხოების 5 წერტილოვანი ღვედები აქვს, ხოლო სავარძლებს – რბილი ბალიში, რაც ჯამში სრულ ჰარმონიას უქმნის ბავშვს, როცა გზაშია.
  • გამძლეობით — ალუმინის ჩარჩო მთავარი ღერძია, რომელზეც როგორც თვითონ ეტლის სკამი, ისე უსაფრთხოების სავარძელიც (ქარსითი) მაგრდება. სამეულმა ეტლმა უნდა გაუძლოს ყოველდღიურ გამოყენებას და ამაზე პასუხისმგებელი სწორედ ის მასალებია, რისგანაც შექმნილია – ალუმინი, ეკო-ტყავი და უმაღლესი ხარისხის ტექსტილი.
  • უსაფრთხოებით — გეცნობათ ის მომენტი, როდესაც შუა სეირნობისას უეცრად ძაღლი გამოჩნდება და ფეხებში აიბლანდება? ასეთი მოულოდნელობებისთვის საიმედო სამუხრუჭე სისტემა საშუალებას იძლევა, რომ დროულად გააჩეროთ ეტლი და აცანცარებულ ძაღლსაც გვერდი აუაროთ.
  • მანევრირებით — სამუხრუჭეებთან ერთად აუცილებელია, რომ სამეულ ეტლს მარტივად ბრუნვანი საბურავები და რეგულირებადი სახელური ჰქონდეს. ამ დეტალებით გარეთ გასეირნება ყოველთვის სიმშვიდის მომგვრელი იქნება.
  • დაკეცვის მარტივი მექანიზმით — თითქოს რთული შესასრულებელი ჩანს ეტლის გაშლა-დაკეცვა, მაშინ, როცა ერთ ხელში ბავშვი გიჭირავთ. ეტლის დაკეცვის მარტივი მექანიზმის დახმარებით, წამებში და ხელის ერთი შეხებით შეძლებთ გაშალოთ ან/და შეინახოთ პროდუქტი.
  • ღირებულებით — მხოლოდ ერთჯერადი ინვესტიციაა საჭირო, რომ ყველა მნიშვნელოვანი საბავშვო პროდუქტი გქონდეთ. სამეული ეტლი ხარჯთეფექტურია, რადგან რამდენიმე წელს გემსახურებათ და თავიდან გარიდებთ სხვადასხვა მიზნისთვის ეტლის შეძენის საჭიროებას.

რა შედის სამეული ეტლის ნაკრებში?

სამეული ეტლის ნაკრები შეიძლება განსხვავდებოდეს ბრენდის და მოდელის მიხედვით, თუმცა ტიპური 3x1 ეტლის ნაკრებში შედის: ეტლის ჩარჩო, ეტლის სკამი, აკვანი და ბავშვის უსაფრთხოების სავარძელი (ქარსითი).

ეტლის ჩარჩო ბორბლებით და სახელურით მთავარი კონსტრუქციაა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი ეტლი. მისი ფუნქციაა, რომ სავარძლები მოირგოს სხვადასხვა პოზიციით, ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე.

ეტლის სკამი და ქარსითი ერთმანეთის მონაცვლეობით გამოიყენება და მაგრდება ალუმინის ღერძზე. ამ სამი კომპონენტით მშობლებს თამამად შეუძლიათ შორ მანძილზე გამგზავრება და თავგადასავლით ტკბობა.

ნაკრების ბოლო პროდუქტი, აკვანი ბავშვის მშვიდი ძილისთვისაა შექმნილი, რომელიც სითბოს და სიმყუდროვეს ასხივებს. თუკი სახლიდან მუშაობთ ან საქმეებს აკეთებთ, ოთახებში სირბილი აღარ მოგიწევთ, რათა ჩვილს ყურადღება მიაქციოთ. აკვნის ბენეფიტი ზუსტად ესაა – თქვენი შვილი მუდმივად გვერდით გყავდეთ და თვალი ადევნოთ, როგორ უშფოთველად სძინავს.

რა განასხვავებს სამეულ ეტლს ჩვეულებრივისგან?

3x1 ეტლი, რომელსაც ტრანფორმერ ეტლსაც უწოდებენ, რამდენიმე მხრივ განსხვავდება ჩვეულებრივი ეტლისაგან. უპირველესად, სამომავლო პერსპექტივაა ის, რითაც განსხვავდება ეტლის ეს ორი ტიპი. თუ სამეული ეტლის გამოიყენება 3-4 წელი, ჩვეულებრივის, კლასიკური ეტლის შემთხვევაში, დროის დიაპაზონი უფრო შეზღუდულია.

  • სამეული ეტლი შექმნილია სამ სხვადასხვა რეჟიმში ფუნქციონირებისთვის და ის სამოგზაურო სისტემისთვის განკუთვნილი პროდუქტია. ეტლის მრავალფეროვნება მშობელს საშუალებას აძლევს მოერგოს სხვადასხვა ვითარებას – ეს კი ხაზს უსვამს, თუ რაოდენ იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს ერთი ეტლი, რომელიც დააკმაყოფილებს სხვადასხვა საჭიროებას.
  • 3x1 ეტლები სივრცის დაზოგვაში ეფექტურია. ერთ ეტლს შეუძლია მრავალი ფუნქციის შესრულება, რაც ამცირებს თქვენს სახლში ან მანქანაში რამდენიმე ეტლის შენახვის საჭიროებას.
  • ხშირია, როცა კლასიკურ ეტლს მხოლოდ ერთი პოზიცია აქვს – ბავშვის სახე მშობლისკენაა მიმართული. სამეულის შემთხვევაში, ეს საკითხი სრულად არის აღმოფხვრილი და სავარძლის ისე დაყენებაა შესაძლებელი, როგორც მშობელს აწყობს.
  • გადაადგილებისთვის ზოგჯერ მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ეტლს ჰქონდეს ტევადი სათავსო. თუ ბავშვმა სათამაშო თან წაიყოლა, მაგრამ ცოტა ხანში მოსწყინდა, მის შესანახად სათავსო დაგჭირდებათ, რომელიც სამეული ეტლების განუყოფელი ნაწილია.

ჩვეულებრივი ეტლი კი, როგორც წესი, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ბავშვის ტრანსპორტირებას. მას არ აქვს მოქნილობა და ფორმაცვალებადობა.

დამატებითი უპირატესობები

თანამედროვე დროში მეტი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულობას, განსაკუთრებით ბავშვთა სამყაროში. მშობლობა დატვირთულია სპონტანურობით, მხიარული ამბებითა და ფორსმაჟორული სიტუაციებით. იმისათვის, რომ მშობლებმაც იგრძნონ თავი კომფორტულად, საბავშვო ეტლი უმცირესი დეტალებითაც უნდა იყოს აღჭურვილი.

დილას ან საღამოს, როცა ჩქარ-ჩქარა გადიხართ სახლიდან სასეირნოდ, შეიძლება დაგავიწყდეთ თქვენთვის ყავის და ბავშვისთვის წყლის თან წაყოლება. ნამდვილად არც ისეთი სასიამოვნო მომენტია, მაგრამ სამეულ ეტლს თუ აქვს მიმაგრებული ჭიქის დამჭერები, მაშინ ყველაფერი ისევ კარგადაა. ჭიქის დამჭერები საშუალებას მოგცემთ, მუდმივად დეჰიდრატირებული იყოთ თქვენ და თქვენი პატარა.

სპეციალურ ბადე, რომლითაც ეტლის უკანა ნაწილია შექმნილი, ბავშვს თავს არ მოაბეზრებს მწერებით და მზის მწველი სხივებით. ჰაერგამტარი ბადე იმაშიც გამოგადგებათ, რომ ხანდახან ჩაიჭყვიტოთ, როცა შვილს სძინავს.

ლაბებე ბუტიკში იტალიური პრემიუმ ბრენდისგან – Peg Perego და Inglesina (Made in Italy) იდეალურ სამეულ ეტლებს და თქვენთვის შესაფერის მოდელს აღმოაჩენთ, რომელიც გრძელვადიანად მოგემსახურებათ. 

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,675 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,675 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
3,099 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,787 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,675 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,675 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
3,099 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,787 

მეტი სასარგებლო სტატიები

პატარას მოლოდინში დაწყებული სამზადისი ყველაზე ნაყოფიერია, რადგან საკმარისი დრო აქვთ მშობლებს, ყველაფერი საგულდაგულოდ და აუჩქარებლად შეარჩიონ.
ამ ბლოგში აღმოაჩენთ Labebe Boutique-ის მიერ შედგენილ საახალწლო საჩუქრების იდეებს, რომლებიც ამ ზღაპრულ დღეებს ნამდვილად დასამახსოვრებელს გახდის პატარებისთვის.
Labebe Boutique-ის ვებგვერდსა თუ მაღაზიაში მუდმივად ჩნდება ახალ-ახალი და პრემიუმ კლასის საერთაშორისო საბავშვო ბრენდები, რომლებიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთ