რა უნდა იცოდეთ მოზარდის საწოლის ყიდვამდე


მოზარდის საწოლი საძინებლის ყველაზე მთავარი ელემენტია, რომლის გარეშეც ოთახი არც ისეთი ფუნქციურია. ბავშვები თვალსა და ხელს შუა იზრდებიან და თინეიჯერულ ასაკთან ერთად მათი სურვილებიც და საჭიროებებიც იცვლება. თუ თქვენი შვილი უკვე ამ ცვლილებების ეტაპზეა, მაშინ, მოზარდის საწოლი დაგჭირდებათ.

ლაბებე ბუტიკის ვებგვერდზე მოზარდთა საწოლების კატეგორიაში წამყვანი საბავშვო ბრენდების  საწოლებს აღმოაჩენთ, რომელთაგან ბავშვი თავის რჩეულს მარტივად იპოვის.

მოზარდისთვის განკუთვნილი საწოლი ავეჯის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც თქვენს შვილს წლების განმავლობაში გაუწევს შეუცვლელ ადგილს ჯანსაღი ძილისთვის თუ უბრალოდ დასვენებისთვის. ახალშობილთა საწოლებისგან განსხვავებით, მოზარდების საწოლები უფრო მეტ ხანს გამოიყენება.

თინეიჯერული ცხოვრება არც ისეთი მარტივი გადასაგორებელია. ამიტომაც საჭიროა, რომ ბავშვს მაღალი ხარისხის და პრემიუმ კლასის საწოლი ჰქონდეს, რათა მოწყენილობისას თავი შეაფაროს და თავისთვის შეიყუჟოს.

თუ პირველად უნდა შეიძინოთ მოზარდის საწოლი ან ბავშვის ოთახის განახლებას აპირებთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, შეარჩიოთ და იპოვოთ განსაკუთრებული მოდელი შვილისთვის.


მოზარდის საწოლის ტიპები

ნივთის შეძენამდე ყველა ნიუანსია გასათვალისწინებელი, რათა შეირჩეს იდეალურად მორგებული საწოლი, რომელიც თავგადასავლების კორიანტელში გაახვევს ნამდვილ თინეიჯერს. ლაბებეში მოზარდის საწოლის 4 ტიპს ნახავთ, რომლებსაც თავ-თავისი ფუნქცია აქვს.

ერთადგილიანი საწოლები

ერთადგილიანი საწოლების სექციაში სხვადასხვა დიზაინის საწოლს ნახავთ – კლასიკურიდან დაწყებული ბავშვების საყვარელი გმირების გამოსახულებით დამთავრებული. ის, რაც ყველა მათგანს აერთიანებს, გამძლეობა და ბავშვის საჭიროებებზე მაქსიმალური მორგებულობაა.

ლაბებეში ერთადგილიანი საწოლების ორნაირი არჩევანი დაგხვდებათ: უჯრით და მის გარეშე. თუ საძინებელი ოთახი აღჭურვილია სხვა დამატებითი ავეჯით, როგორიცაა საბავშვო კარადით და კომოდით, მაშინ მოზარდის საწოლი უჯრის გარეშე იდეალური გადაწყვეტილება იქნება.

და თუ მაინც ხშირად აწყდებით არასაკმარისი შემნახველი სივრცის პრობლემას, მაშინ, არჩევანი უთუოდ უჯრიან საწოლზე უნდა შეაჩეროთ. მასში აუცილებელი ნივთების შენახვა მარტივია და ბავშვს თუ უცებ რამე დასჭირდა, ხელის ერთი გაწვდენითაც იპოვის.

მშობლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი Interbeds Emie-იაპოლონური ბრენდის საწოლი კლასიკური სტილისაა; ორივე მხრიდან მოაჯირი აქვს – ცუდი სიზმრების ნახვისას წამოხტომა ყველას გვჩვევია და ეს მომენტი ბავშვებსაც აქვთ. ამიტომ მოაჯირი მაქსიმალურად იცავს გადავარდნისგან და წამოდგომაშიც ეხმარება მოზარდს.

ორსართულიანი საწოლები

ოჯახში 2 მოზარდი სახუმარო ამბავი არ არის. დედმამიშვილებს შეიძლება განსხვავებული გემოვნება ჰქონდეთ, მაგრამ ლაბებეს ვებგვერდსა ან მაღაზიაში სტუმრობისას, ბავშვებს შორის დავა მალევე შეწყდება და საოცნებო საწოლზეც მყისიერად შეაჩერებენ არჩევანს.

Interbed-ის ორსართულიან მოზარდის საწოლებს ის გამოარჩევს, რომ ყველა კოლექციის მოდელს ტევადი უჯრა აქვს. და, გარდა ამისა, ასასვლელი კიბეც – ეს კი ნიშნავს, რომ თუ რომელიმე ბავშვი უფრო მეტად უშიშარია, ზედა საწოლის მფლობელიც ისაა.

განსაკუთრებული მოდელის ძიებისას არ უნდა გამოგვრჩეს Interbeds Max 4, რომელიც მულტიფუნქციური კომპლექტია: საწოლი, კარადა, სამეცადინო მაგიდა და უჯრებიანი კიბე. ასეთი ნაკრებით ფინანსების დაზოგვაც გამოგივათ და თქვენი შვილიც ერთ სივრცეში იფუსფუსებს. გასათვალისწინებელია კომპლექტის გაბარიტული ზომები 258X151X1800H, რათა ოთახის საერთო ფართობს იდეალურად მოერგოს.

საწოლი – სახლი

მოზარდის საწოლის ეს ტიპი ყველა ბავშვისთვისაა, რომელსაც გაუთავებლად თამაში უყვარს და უშრეტი ფანტაზია აქვს. საწოლი-სახლი უშფოთველი ძილისა და თავგადასავლების მოწყობის ბუნაგია. აქ ბავშვები თავს ხან მეკობრეებად, ხან მეზღვაურებად იგრძნობენ – ნებისმიერ შემთხვევაში, ოცნებებს ფრთებს შეასხამენ.

საწოლს სახლის ფორმა აქვს, რაც საშუალებას იძლევა, რომ დამატებითად გააფორმოთ სხვადასხვა აქსესუარით. მაგალითად, ლამაზი ფარდით ან ბრჭყვიალა ნათურებით. ასეთი გარემო ნამდვილად ზღაპრულია და პატარა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

ლაბებეს ვებგვერდზე SKV Company-ის Giovanni Dommy 25%-იანი ფასდაკლებით დაგხვდებათ. საბავშვო ბრენდის ეს მოდელი არყის ხის მასალისგანაა დამზადებული და სრულიად ეკო-მეგობრული პროდუქტია.


საწოლი – მანქანა

ოდესმე გიფიქრიათ, როგორია ისეთი საწოლის ქონა, რომელსაც ღამღამობით რბოლა უყვარს? ასეთ საწოლს ლაბებეში აღმოაჩენთ, რომელიც გულგრილს ვერცერთ ბავშვს დატოვებს, რომელსაც მანქანები უყვარს.

იქამდე, სანამ ნამდვილი მანქანის ტარების დრო დადგება, საწოლ-მანქანა თქვენს შვილს გაახალისებს თავისი სტილით, ხასხასა ფერებით და დიდი გამოწვევებისთვისაც მოამზადებს.

რა უნდა გაითვალისწინოთ მოზარდის საწოლის შეძენისას?

ორი აზრი არ არსებობს, რომ მოზარდის თანამედროვე საწოლი აუცილებლად უნდა იყოს ადაპტირებული როგორც ბავშვის ზომაზე, ასევე – მის გემოვნებაზე. ბავშვები დიდ დროს ატარებენ საწოლში და მეტი კომფორტი სჭირდებათ.

აქედან გამომდინარე, პრიორიტეტული უნდა იყოს გამძლე, პრემიუმ ხარისხისა და ესთეტიკური საწოლის არჩევა. ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით შერჩეული მოზარდის საწოლი დიდ ხანს მოგემსახურებათ და ხშირადაც არ მოგიწევთ მისი ცვლა.

ლაბებეში წარმოდგენილ მოზარდის საწოლებს მოჰყვება მატრასი, რაც კიდევ აიოლებს შერჩევის პროცესს; აღარ გიწევთ დამატებით ფიქრი და რესურსის დახარჯვა. თუმცა უმაღლესი ხარისხის და ორთოპედიული მატრასები მაინც რჩება შეუცვლელ პროდუქტებად.

თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ცალკე უნდა შეიძინოთ მატრასი, მაშინ, საბავშვო ორთოპედიული და ანატომიური უზამბარო მატრასების დიდ არჩევანს ნახავთ ლაბებეში. ასეთი მატრასები აგავასა და ლატექსის მასალებისგანაა დამზადებული, რაც ბავშვის ჯანსაღ განვითარებას ხელს უწყობს. ასე რომ, მეორე გასათვალისწინებელი ფაქტორი სწორი მატრასის არჩევაა.

სანამ შეძენას დააპირებთ, თქვენ შვილთან ერთად იმსჯელეთ, როგორი დიზაინის საწოლი გამოგადგებათ ყველაზე მეტად. ამ დროს, კარგი იქნება, თუ სამომავლო პერსპექტივასაც გაითვალისწინებთ.

ლაბებეს ვებსაიტზე უმარტივესად ნახავთ სასურველ მოდელებს მოზარდის საწოლების კატეგორიაში, სადაც ფილტრის ფუნქციის გამოყენებით შეძლებთ მოძებნოთ ნივთი ფერის, მატრასის ზომის, ბრენდისა თუ კოლექციის მიხედვით. ონლაინ შოპინგი დროს დაგიზოგავთ და სხვა დამატებითი პროდუქტების დათვალიერებასაც შეძლებთ სხვადასხვა კატეგორიაში.

დაკავშირებული პროდუქტები

ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,185 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,306 
ერთადგილიანი საწოლები
წინასწარ შეკვეთით
1,050 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,306 
საწოლი - სახლი
გაყიდვაშია
1,320 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,475 
ორსართულიანი საწოლები
გაყიდვაშია
2,529 
დანაზოგი 20%
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,750  1,400 
ერთადგილიანი საწოლები
წინასწარ შეკვეთით
1,150 
ერთადგილიანი საწოლები
წინასწარ შეკვეთით
1,318 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,040 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,040 
ერთადგილიანი საწოლები
წინასწარ შეკვეთით
1,318  1,255 
ერთადგილიანი საწოლები
მარაგი ამოწურულია
990 
დანაზოგი 25%
საწოლი - სახლი
გაყიდვაშია
987  739 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,185 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,306 
ერთადგილიანი საწოლები
წინასწარ შეკვეთით
1,050 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,306 
საწოლი - სახლი
გაყიდვაშია
1,320 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,475 
ორსართულიანი საწოლები
გაყიდვაშია
2,529 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,400 
ერთადგილიანი საწოლები
წინასწარ შეკვეთით
1,150 
ერთადგილიანი საწოლები
წინასწარ შეკვეთით
1,318 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,040 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,040 
ერთადგილიანი საწოლები
წინასწარ შეკვეთით
1,255 
ერთადგილიანი საწოლები
მარაგი ამოწურულია
990 
საწოლი - სახლი
გაყიდვაშია
739 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია ემოციების აღრევა, გაურკვევლობა და დაბნეულობა, რაც იმით აიხსნება, რომ პატარები სწორედ ადრეულ ასაკში იწყებენ ემოციურ თვითკონტროლს, შემეცნებასა და ინტელექტის განვითარებას.
ამ ბლოგში აღმოაჩენთ იტალიური ბრენდის Peg Perego-ის ბავშვის საკვებ სკამებს, რომლებიც ელეგანტური დიზაინით, კონცეფციით, გამოყენებული მასალებითა და ფუნქციურობით გამოირჩევა.
მშობლები მუდმივად ცდილობენ შექმნან მხიარული გარემო შვილებისთვის, უზრუნველყონ მათი ბედნიერება და კეთილდღეობა.