საბავშვო კარადები

საბავშვო კარადა არ არის საბავშვო ავეჯის უბრალო ნაწილი, ის გაცილებით მეტს -  ნამდვილ ასისტენტობას გთავაზობთ თქვენი შვილის ნივთების ორგანიზების საკითხში. იმისთვის, რომ კარადა დიდხანს გამოიყენოთ, მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციური მოდელი შეარჩიოთ.



იდეალური საბავშვო კარადა მოიცავს სხვადასხვა განყოფილებას, მაგალითად, ტანსაცმლის თაროებს, სათამაშოების უჯრებს, წიგნებისა და აქსესუარების თაროებს. ასეთი კონსტრუქციის კარადა დაეხმარება თქვენს შვილს, შეინარჩუნოს წესრიგი და როცა დასჭირდება, სწრაფად მოძებნოს მისთვის საჭირო ნივთები.



აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი შვილის სიმაღლე და შესაძლებლობები. ამ ფაქტორების მიხედვით შერჩეული კარადა კომფორტული იქნება პატარასთვის. მაგალითად, პრაქტიკულ გადაწყვეტილებად ჩაითვლება ისეთი მოდელი, რომლის კარი და უჯრები ადვილად იღება, სახელურები კი ხელმისაწვდომ სიმაღლეზეა დამონტაჟებული. ასევე, აღჭურვილი უნდა იყოს რეგულირებადი თაროებით და საკიდებით, რათა საჭიროებისამებრ მოერგოთ ბავშვის ზრდას.



ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან და ყოველ ნაბიჯზე იკვლევენ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობენ. შესაბამისად, არსებობს იმის ალბათობაც, რომ კარადა გაჭუჭყიანდეს, როცა თქვენი შვილი ექსპერიმენტების ჩატარებას დაიწყებს. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია აირჩიოთ ისეთი საბავშვო კარადის მოდელი, რომლის ზედაპირი მარტივად იწმინდება ლაქებისგან და არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას.



იმედია ჩვენი რეკომენდაციები დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ იდეალური კარადა, რომლის დახმარებითაც შექმნით კომფორტულ სივრცეს თქვენი შვილის განვითარებისა და დასვენებისთვის.

კატეგორია საბავშვო კარადები
ფასი

 – 

  • 1035
  • 2100
ბრენდი
    • Erbesi -ს საქმიანობა მთელი თავისი 55 წლიანზე მეტი ისტორიის მანძილზე დაკავშირებულია უნიკალური დიზაინის და მახასიათებლების მქონე საბავშვო ავეჯის წარმოებასთან. არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვაზე განსაკუთრებული ყურადღებით. 

      კომპანია, რომელიც დაარსდა 1966 წელს კანტარუტის ოჯახის მიერ, 2021 წელს აღნიშნავს ბიზნეს საქმიანობის 55 წელს. ამდენი წელი მიეძღვნა ბავშვებისთვის განსაკუთრებული, თბილი და კომფორტული გარემოს შექმნას, ოთახების საწოლებითა და ავეჯით, ელეგანტური და თანამედროვე. კრეატიულობით და ტექნიკური კომპეტენციით გამდიდრებული პიონერული სული და ხედვა არის ის საფუძველი, რომელსაც კომპანია ეყრდნობა.

      დღეს დავიდ და ენრიკო აგრძელებენ თავიანთი მშობლების საქმეს იმავე მოტივაციით და ერთგულებით. ძველი ლოზუნგების ერთგული: "Erbesi პატარასთვის დღეს... ხვალინდელი V.I.P"

      Erbesi -ს ავეჯი ხასიათდება ნაზი დეკორაციებით, შექმნილი ბავშვების ჯადოსნური სამყაროს შთაგონებით. ზღაპრული ისტორიები და თბილი პერსონაჟები, რომლებიც ათასობით ბავშვს ახლავს მათ ყველაზე ტკბილ ოცნებებში. დროთა განმავლობაში სტილი განვითარდა ტენდენციების შესაბამისად, მაგრამ ხარისხი, უსაფრთხოება და საიმედოობა ყოველთვის უცვლელი რჩება.

      სრულად ნაკლები
კოლექცია
ქვეყანა
საბავშვო კარადები
გაყიდვაშია
1,155 
საბავშვო კარადები
გაყიდვაშია
1,085 
საბავშვო კარადები
გაყიდვაშია
2,100 
საბავშვო კარადები
გაყიდვაშია
1,035 

სასარგებლო სტატიები

ჩვენი ბლოგი არის ცოდნის ბაზა ორსული ქალებისა და ახალგაზრდა დედების დასახმარებლად.
ჩვენ გვსურს გაგრძნობინოთ ზრუნვა თქვენზე და თქვენ პატარებზე.
იცით, რომ ძაღლის ტკიპა ბორელიოზს არ გადასცემს? გაიგეთ, როგორ აიცილოთ თავიდან ტკიპას  კბენის საშიშროება და სწორად დაიცვათ ბავშვები ზაფხულში.
ეძებთ საწოლს, რომელიც ახალშობილის აკვნიდან სრულფასოვან საწოლად გარდაიქმნება? აღმოაჩინეთ Erbesi Evolution ლაბებეში და დაზოგეთ ოჯახის ბიუჯეტი წლობით.