ბავშვის პირველი ნაბიჯები

ბავშვის სამყარო ნებისმიერ დროს სავსეა სიახლეებით და ხალისით. თუ საქმე ეხება ბავშვის ყველაფერ „პირველს“ – სიტყვას, ნაბიჯის გადადგმას, დამოუკიდებლად ჭამას, ეს მომენტები ორჯერ მეტად დასამახსოვრებელია, რადგან სწორედ მაშინ იწყება ახალ-ახალი ისტორიები.

მაშინ, როდესაც პატარა სიარულის სწავლას იწყებს, ახალი გამოწვევების წინაშე დგებიან მშობლები და მაქსიმალურად ცდილობენ, ხელი შეუწყონ თავიანთ პატარას, რათა ნაკლები დაზიანება მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ღიმილის მომგვრელია ბავშვის მიერ ბაჯბაჯი და ხშირი დაცემა.

საბავშვო ჭოჭინები, მიუხედავად იმისა, რომ კამათის საგანია, მნიშვნელოვნად შეუძლია დაეხმაროს ბავშვს ზრდასა და განვითარებაში. ჭოჭინის უმთავრესი პრიორიტეტიც ისაა, რომ ის მაქსიმალურად აუმჯობესებს ფიზიკურ განვითარებას (აძლიერებს ფეხის კუნთებს), კოგნიტიურ უნარებს და, გარდა ამისა, გართობასაც უზრუნველყოფს.

რატომაა საბავშვო ჭოჭინა ღირებული ინსტრუმენტი თქვენი ბავშვის საერთო განვითარებისთვის?

საბავშვო ჭოჭინა ხელს უწყობს წონასწორობის შენარჩუნებას, კოორდინაციას და მოტორულ უნარებს, რითაც მხარს უჭერს ბავშვებს, რომლებიც სიარულის სწავლას ახლა იწყებენ.

ბავშვები, დამოუკიდებლობის შეგრძნების დახმარებით, რომელსაც ჭოჭინა სთავაზობს მათ, იწყებენ ძიებას, ავლენენ ცნობისმოყვარეობას გარემოს მიმართ და უვითარდებათ სენსორული უნარები.

თავისი ფუნქციურობის პარალელურად, ჭოჭინა გართობასაც უზრუნველყოფს – ფერადი სათამაშოებით, განათებითა და მუსიკით, რითაც პატარები ერთობიან და იცინიან. ეს სასიამოვნო გარემო კი ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას და პოზიტიურ დამოკიდებულებას მოძრაობის მიმართ.

ფერად ჭოჭინებთან ერთად, ვფიქრობთ, არავინ მოიწყენს – არც პატარები და არც მშობლები. მისი უნიკალურობის საიდუმლოც სწორედ ესაა, რომ შექმნას მყუდრო და თბილი გარემო. 

მეტი სასარგებლო სტატიები

რა გავლენას ახდენს ზურგჩანთა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე? პოდიატრი თამარ ჭიჭინაძე განმარტავს, როგორ ავირჩიოთ ერგონომიული ჩანთა და როგორ დავიცვათ ხერხემალი ზრდის პერიოდში.
ბავშვები სულ უფრო ხშირად იყენებენ სოციალურ ქსელებს, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ეს მათთვის? ადვოკატი, ანა თავხელიძე საუბრობს ონლაინ ძალადობის საფრთხეებზე, მშობლის როლსა და იმაზე, რატომ არის ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ბავშვის დაცვისას ციფრულ სამყაროში.
დღეს ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია – მათ ვიყენებთ სწავლისთვის, მოგზაურობისთვის, გართობისთვის.