ბავშვის პირველი ნაბიჯები

ბავშვის სამყარო ნებისმიერ დროს სავსეა სიახლეებით და ხალისით. თუ საქმე ეხება ბავშვის ყველაფერ „პირველს“ – სიტყვას, ნაბიჯის გადადგმას, დამოუკიდებლად ჭამას, ეს მომენტები ორჯერ მეტად დასამახსოვრებელია, რადგან სწორედ მაშინ იწყება ახალ-ახალი ისტორიები.

მაშინ, როდესაც პატარა სიარულის სწავლას იწყებს, ახალი გამოწვევების წინაშე დგებიან მშობლები და მაქსიმალურად ცდილობენ, ხელი შეუწყონ თავიანთ პატარას, რათა ნაკლები დაზიანება მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ღიმილის მომგვრელია ბავშვის მიერ ბაჯბაჯი და ხშირი დაცემა.

საბავშვო ჭოჭინები, მიუხედავად იმისა, რომ კამათის საგანია, მნიშვნელოვნად შეუძლია დაეხმაროს ბავშვს ზრდასა და განვითარებაში. ჭოჭინის უმთავრესი პრიორიტეტიც ისაა, რომ ის მაქსიმალურად აუმჯობესებს ფიზიკურ განვითარებას (აძლიერებს ფეხის კუნთებს), კოგნიტიურ უნარებს და, გარდა ამისა, გართობასაც უზრუნველყოფს.

რატომაა საბავშვო ჭოჭინა ღირებული ინსტრუმენტი თქვენი ბავშვის საერთო განვითარებისთვის?

საბავშვო ჭოჭინა ხელს უწყობს წონასწორობის შენარჩუნებას, კოორდინაციას და მოტორულ უნარებს, რითაც მხარს უჭერს ბავშვებს, რომლებიც სიარულის სწავლას ახლა იწყებენ.

ბავშვები, დამოუკიდებლობის შეგრძნების დახმარებით, რომელსაც ჭოჭინა სთავაზობს მათ, იწყებენ ძიებას, ავლენენ ცნობისმოყვარეობას გარემოს მიმართ და უვითარდებათ სენსორული უნარები.

თავისი ფუნქციურობის პარალელურად, ჭოჭინა გართობასაც უზრუნველყოფს – ფერადი სათამაშოებით, განათებითა და მუსიკით, რითაც პატარები ერთობიან და იცინიან. ეს სასიამოვნო გარემო კი ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას და პოზიტიურ დამოკიდებულებას მოძრაობის მიმართ.

ფერად ჭოჭინებთან ერთად, ვფიქრობთ, არავინ მოიწყენს – არც პატარები და არც მშობლები. მისი უნიკალურობის საიდუმლოც სწორედ ესაა, რომ შექმნას მყუდრო და თბილი გარემო. 

მეტი სასარგებლო სტატიები

ენურეზი ბავშვებში – რა იწვევს ღამით უნებლიე შარდვას, როდის არის მდგომარეობა საყურადღებო და რა ასაკში უნდა მივმართოთ უროლოგს? გაეცანით უროლოგის, დავით ქოჩიაშვილის რეკომენდაციებს.
ეძებთ მოზარდისთვის საუკეთესო საწოლს? Labebe Boutique-ში დაგხვდებათ Interbeds-ის მრავალფეროვანი კოლექცია – ხის, უჯრებიანი, ორსართულიანი და გამორჩეული დიზაინის საწოლები.
როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.