რჩევები, თუ როგორ მოაწყოთ სათამაშო სივრცე ბავშვებისთვის

მშობლები ყოველთვის ეძებენ საუკეთესო გზებს, რომ პატარებს შეუქმნან მათზე მორგებული გარემო როგორც განვითარებისთვის, ისე – სათამაშოდ. ბავშვობის თავგადასავლების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სწორად დაორგანიზებული გასართობი სივრცეა, რომელიც არა მხოლოდ უზრუნველყოფს ბავშვისთვის შესასწავლად უსაფრთხო არეს, არამედ ხელს უწყობს მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

შვილისთვის სათამაშო ადგილის დიზაინის მოფიქრებისას უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი. შესანახი ყუთებისა და საბავშვო კარადების შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ მათი კუთხეები იყოს მომრგვალებული და ჰქონდეს კარგად დამუშავებული ზედაპირი, რათა თავიდან აირიდოთ ბავშვის ფიზიკური დაზიანება. რაც მეტი სივრცეს გამოყოფთ სათამაშოების შენახვისთვის, მით უფრო შეუწყობთ ხელს შვილს, ისწავლოს წესრიგის შენარჩუნება.

ბავშვები ძირითადად იატაკზე სხედან და ისე თამაშობენ. ამიტომ ცივმა საფარმა რომ არ შეაწუხოთ ან ფეხი არ გაუსრიალდეთ, საუკეთესო არჩევანი იქნება ხელნაქსოვი ხალიჩის დამატება საერთო ინტერიერში. რბილი ხალიჩა დაიცავს თქვენს პატარას გაციებისგან და თამაშის პროცესს უფრო სახალისოს გახდის.

სივრცის მოწყობისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვს შესთავაზოთ ასაკის შესაბამისი სათამაშოები, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა საჭირო. განმავითარებელი სათამაშოები, როგორებიცაა ასაწყობი ბლოკები, რბილი და ხის ფიგურები ხელს უწყობს უნარ-ჩვევების გამომუშავებაში: ლოგიკური აზროვნება, სოციალური ინტერაქცია, მოტორიკა, წარმოსახვა და სხვ.

ბავშვისთვის სათამაშო მოედნის მოწყობა ყოველთვის მარტივია, თუკი უშუალოდ პატარას მოუსმენთ და გაითვალისწინებთ მის სურვილებს, ინტერესებსა და საჭიროებებს. 

დაკავშირებული პროდუქტები

Baby Mix Bunny Pink - საბავშვო განსავითარებელი ხალიჩა - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
განმავითარებელი სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
238 
საბავშვო კარადები
გაყიდვაშია
2,290  1,946 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
ხელნაკეთი ხალიჩები
გაყიდვაშია
1,197 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
საბავშვო კარადები
გაყიდვაშია
2,100 
Baby Mix Bunny Pink - საბავშვო განსავითარებელი ხალიჩა - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
განმავითარებელი სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
238 
საბავშვო კარადები
გაყიდვაშია
1,946 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
ხელნაკეთი ხალიჩები
გაყიდვაშია
1,197 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
საბავშვო კარადები
გაყიდვაშია
2,100 

მეტი სასარგებლო სტატიები

გაიგეთ, როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილებთან ერთად შემოდგომა გადაიქციონ შემოქმედებით და განმავითარებელ პერიოდად. ფოთლების შეგროვება, ხელნაკეთი ნივთები, ზღაპრების კუთხე და მონტესორის ავეჯი დაეხმარება ბავშვებს დამოუკიდებლობისა და ფანტაზიის განვითარებაში.
თბილისში და სხვა ქალაქებში ბევრი ოჯახი ყოველდღიურად გადაადგილდება ტაქსით. ამ დროს მშობლების უმეტესობა ერთ დიდ პრობლემას აწყდება – ბავშვების უსაფრთხოების ფაქტორს მგზავრობისას.
ბავშვთან ერთად მოგზაურობა ყოველთვის მოითხოვს განსაკუთრებულ მზადებას – მით უფრო, როცა საქმე ფრენას ეხება.