რჩევები, თუ როგორ მოაწყოთ სათამაშო სივრცე ბავშვებისთვის

მშობლები ყოველთვის ეძებენ საუკეთესო გზებს, რომ პატარებს შეუქმნან მათზე მორგებული გარემო როგორც განვითარებისთვის, ისე – სათამაშოდ. ბავშვობის თავგადასავლების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სწორად დაორგანიზებული გასართობი სივრცეა, რომელიც არა მხოლოდ უზრუნველყოფს ბავშვისთვის შესასწავლად უსაფრთხო არეს, არამედ ხელს უწყობს მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

შვილისთვის სათამაშო ადგილის დიზაინის მოფიქრებისას უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი. შესანახი ყუთებისა და საბავშვო კარადების შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ მათი კუთხეები იყოს მომრგვალებული და ჰქონდეს კარგად დამუშავებული ზედაპირი, რათა თავიდან აირიდოთ ბავშვის ფიზიკური დაზიანება. რაც მეტი სივრცეს გამოყოფთ სათამაშოების შენახვისთვის, მით უფრო შეუწყობთ ხელს შვილს, ისწავლოს წესრიგის შენარჩუნება.

ბავშვები ძირითადად იატაკზე სხედან და ისე თამაშობენ. ამიტომ ცივმა საფარმა რომ არ შეაწუხოთ ან ფეხი არ გაუსრიალდეთ, საუკეთესო არჩევანი იქნება ხელნაქსოვი ხალიჩის დამატება საერთო ინტერიერში. რბილი ხალიჩა დაიცავს თქვენს პატარას გაციებისგან და თამაშის პროცესს უფრო სახალისოს გახდის.

სივრცის მოწყობისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვს შესთავაზოთ ასაკის შესაბამისი სათამაშოები, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა საჭირო. განმავითარებელი სათამაშოები, როგორებიცაა ასაწყობი ბლოკები, რბილი და ხის ფიგურები ხელს უწყობს უნარ-ჩვევების გამომუშავებაში: ლოგიკური აზროვნება, სოციალური ინტერაქცია, მოტორიკა, წარმოსახვა და სხვ.

ბავშვისთვის სათამაშო მოედნის მოწყობა ყოველთვის მარტივია, თუკი უშუალოდ პატარას მოუსმენთ და გაითვალისწინებთ მის სურვილებს, ინტერესებსა და საჭიროებებს. 

დაკავშირებული პროდუქტები

ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
97 ₾
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 ₾
საბავშვო კარადები
გაყიდვაშია
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
საბავშვო კარადები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

Britax Römer Kidfix Pro – 44 სმ სიგანის უსაფრთხო ავტოსავარძელი. 3.5-12 წლამდე. მოათავსეთ 3 ქარსითი ერთ რიგში და იმგზავრეთ მშვიდად!
როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისა და კიბერშანტაჟისგან? ფსიქოლოგ ხათუნა ხაჟომიას პრაქტიკული რჩევები მშობლებს პირად საზღვრებსა და უსაფრთხოებაზე.
ახალი თაობის ქარსითი ექსკლუზიურად ლაბებეში! 360°-ით მბრუნავი საბავშვო ავტოსავარძელი დაბადებიდან 7 წლამდე (40–125 სმ). აღჭურვილია AirSense™ ვენტილაციით, მზისგან დამცავი კაპიუშონითა და UN R129 (i-Size) უსაფრთხოების სტანდარტით. აღმოაჩინეთ Britax Römer Swivel Grow Max Air თქვენი შვილისთვის.