დამცავი ბამპერები

საბავშვო საწოლის ბამპერები - რბილი დამცავი ბალიშებია, რომლებიც მიმაგრებულია საწოლის შიდა კედლებზე. ისინი უზრუნველყოფენ ბავშვის დაცვას ძილისა და თამაშის დროს, იცავენ ბავშვს შემთხვევით ტრავმებისგან და ასევე იცავენ ორპირისგან. მოდელისა და დიზაინის მიხედვით, ბავშვის საწოლის ბამპერები გამოირჩევა სხვადასხვა ფორმების, ზომებისა და გამოყენებული მასალების მიხედვით.



საბავშვო ბამპერების გამოყენების უპირატესობები 



უსაფრთხოება: დაცვა დარტყმებისგან და ბავშვის კიდურების გაჭედვისგან საწოლის გისოსებს შორის.

 

კომფორტი: ქმნის ბავშვისთვის მყუდრო სივრცეს და იცავენ მას ორპირისგან.

 

ესთეტიკა: ალამაზებენ საბავშვო საწოლს და საბავშვო ოთახის ზოგად ინტერიერს.


რამოდენიმე რჩევათუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება საბავშვო საწოლის ბამპერების შერჩევისას



მასალა: აარჩიეთ ბუნებრივი და ჰიპოალერგიული მასალები, როგორიცაა ბამბა ან სატინა.

 

მყარი თასმები: დარწმუნდით, რომ ბამპერებს საიმედო თასმები აქვთ, რათა თავიდან აიცილოთ მათი შემთხვევით მოწყვეტა.

 

მოსახსნელი და რეცხვადი ზედაპირები: სასურველია ბამპერებს მოხსნადი ზედაპირები ჰქონდეთ, რათა მარტივი იყოს მათი მოხსნა და გარეცხვა.

 

სისქე: ბამპერები უნდა იყოს საკმარისად რბილი, მაგრამ არა ძალიან სქელი, რათა არ შეაფერხოს ბავშვისთვის ჰაერის მიწოდება.

 

სერთიფიკაცია: ყურადღება მიაქციეთ უსაფრთხოების სერთიფიკატების არსებობას და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობას.



საბავშვო საწოლისთვის ბამპერების არჩევისას მნიშვნელოვანია ყველა ასპექტის გათვალისწინება, რათა შექმნათ კომფორტული და უსაფრთხო სივრცე თქვენი შვილისთვის.

კატეგორია დამცავი ბამპერები
ფასი

 – 

  • 215
  • 235
ბრენდი
    • საწოლის თეთრეულის არჩევისას ჩვენ ვეძებთ მხოლოდ საუკეთესოს - ყველაფერში, ყველა დეტალში. ჩვენ გვინდა, რომ ბავშვი გარშემორტყმული იყოს სინაზით, მზრუნველობით, სიყვარულით. შექმენით მყუდრო ატმოსფერო, რომელიც ღამე სასიამოვნო სიზმრებს მოიტანს, დილა კი მხიარულ აღმოჩენებს.

      15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბრენდი Perina ასრულებს ამ სურვილებს ექსკლუზიურ ბავშვთა კომპლექტებში, რომლებიც აერთიანებენ განსაკუთრებულ დიზაინს, კომფორტს და უმაღლეს ხარისხს.

      საბავშვო თეთრეული Perina - ეს არის უნაკლო შეკერვა და დეტალებში გააზრებული დიზაინი. Perina მხოლოდ პრემიუმ ხარისხის ორგანულ ქსოვილებს იყენებს, დახვეწილ და გამძლე უმაღლესი ხარისხის ეგვიპტურ სატინს TC300 აბრეშუმის ეფექტით. დახვეწილი ბზინვარება და განსაკუთრებული სირბილე - ეს სატინის მხოლოდ ზოგიერთი თვისებაა, ხოლო რეაქტიული შეღებვის მეთოდი იძლევა საშუალებას შეინარჩუნოთ ფერის სიკაშკაშე 500 -დე რეცხვის შემდეგაც კი.
      პერინა არის ზღაპრული პრინტები და აპლიკაციები, აბრეშუმის ლენტები და ტექსტურირებული ნაქარგები. მეგობრული პერსონაჟები ბავშვს დღის განმავლობაში კარგ განწყობას შეუქმნიან, სატინის სინაზე კი ყოველი შეხებისას სასიამოვნო შეგრძნებას მოგანიჭებთ. ელეგანტური დიზაინი გარდაქმნის ბავშვის საძინებელს, შემოაქვს განსაკუთრებული, ჯადოსნური ატმოსფერო.

      Perina არის კომფორტი და პრაქტიკულობა, რომელსაც მშობლები აუცილებლად დააფასებენ. მოსახსნელი ელემენტები ელვა შესაკრავებით, ზეწრები რეზინზე, რეცხვადი ბამპერები, კომპლექტის მოვლას მარტივს და მოსახერხებელს გახდის. ყველა დეტალზეა ნაფიქრი, რათა არაფერმა შეგიქმნათ დისკომფორტი თქვენ და თქვენ პატარას. ლამაზი შეფუთვა კი ჩვენ კომპლექტებს შესანიშნავ საჩუქრად აქცევს.

      თქვენ ბავშვს ცხოვრებაში უამრავი თავგადასავალი, საინტერესო წიგნები, საყვარელი სათამაშოები ექნება, მაგრამ ეს ყველაფერი წინ არის. ახლა კი მისი სამყარო მისი საწოლია, და Perina -ს თეთრეული.

      სრულად ნაკლები
კოლექცია
ზომა
ქვეყანა
ფერი
დამცავი ბამპერები
გაყიდვაშია
215 
დამცავი ბამპერები
გაყიდვაშია
215 
დამცავი ბამპერები
გაყიდვაშია
215 
დამცავი ბამპერები
გაყიდვაშია
215 
დამცავი ბამპერები
გაყიდვაშია
215 
დამცავი ბამპერები
გაყიდვაშია
215 
დამცავი ბამპერები
გაყიდვაშია
235 
დამცავი ბამპერები
გაყიდვაშია
235 
დამცავი ბამპერები
გაყიდვაშია
235 
დამცავი ბამპერები
გაყიდვაშია
235 
დამცავი ბამპერები
გაყიდვაშია
235 
დამცავი ბამპერები
გაყიდვაშია
235 

სასარგებლო სტატიები

ჩვენი ბლოგი არის ცოდნის ბაზა ორსული ქალებისა და ახალგაზრდა დედების დასახმარებლად.
ჩვენ გვსურს გაგრძნობინოთ ზრუნვა თქვენზე და თქვენ პატარებზე.
ამ ბლოგში ტოპ ბრენდების პროდუქციას აღმოაჩენთ, რომლის ხარისხი იმდენად გამორჩეულია, რომ ნივთის გამოყენება შესაძლებელია წლების განმავლობაში. 
მშობლები ყოველთვის ეძებენ საუკეთესო გზებს, რომ პატარებს შეუქმნან მათზე მორგებული გარემო როგორც განვითარებისთვის, ისე – სათამაშოდ.