ერთადგილიანი საწოლები

ბავშვის განვითარებისთვის კომფორტული და უსაფრთხო საწოლი აუცილებელია დაბადებიდანვე. ჩვილობის პერიოდში პატარა თავისსავე ციცქნა საწოლში იძინებს, რაც მისთვის მაქსიმალურად დაცულ და მყუდრო გარემოს ქმნის. თუმცა, როგორც კი ბავშვი იზრდება, მისი ძილის ჩვევები და საჭიროებები იცვლება. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს პირადი სივრცე,რომელიც დაეხმარება მას დამოუკიდებლობის განვითარებაში და კომფორტული ძილის უზრუნველყოფაში.



თინეიჯერის პერიოდში ბავშვებს მეტი სივრცე და მოხერხებულობა სჭირდებათ, ამიტომ მშობლებმა უნდა შეარჩიონ მოზარდის საწოლი, რომელიც არა მხოლოდ კომფორტული და უსაფრთხო იქნება, არამედ მოერგება მათი შვილის საჭიროებებს და ოთახის დიზაინს. ამასთანავე, სწორი საწოლის არჩევა გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე და განვითარებაზე, განსაკუთრებით – ხერხემლის სწორ ფორმირებაზე და ჯანსაღ ძილზე.



ლაბებე ბუტიკის მოზრდის საწოლების კატეგორიაში პოლონური მაღალი ხარისხის ერთადგილიანი საწოლები დაგხვდებათ, რომლებიც კომფორტისა და ფუნქციურობის იდეალურ კომბინაციას წარმოადგენს.



რატომ უნდა შეიძინოთ მოზარდის ერთადგილიანი საწოლი?



  • თავისუფლება და დამოუკიდებლობა – ბავშვს დამოუკიდებლად ძილის უნარს უვითარებს და აჩვევს საკუთარი სივრცის მართვას. ეს ეხმარება მას უფრო თავდაჯერებული და ორგანიზებული გახდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში;
  • უსაფრთხოება – სპეციალური კონსტრუქცია, მტკიცე ჩარჩო და ეკოლოგიურად სუფთა მასალები უზრუნველყოფს ბავშვის ჯანმრთელობის დაცვას. ასევე, საწოლის ბევრ მოდელს აქვს დამატებითი გვერდითა ბარიერები, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა პატარა ასაკის ბავშვებისთვის.
  • ძილის სწორი პოზიცია – ერთადგილიანი საწოლი ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზიციას და ხერხემლის ჯანმრთელობას. კარგი ხარისხის ორთოპედიული მატრასი ბავშვის ძილს კიდევ უფრო კომფორტულს და ჯანსაღს ხდის;
  • მყუდრო და პერსონალური სივრცე – ბავშვს შეუძლია თავისი საწოლი მოაწყოს ინდივიდუალური გემოვნების მიხედვით, დაამატოს რბილი ბალიშები, საყვარელი სათამაშოები ან დეკორატიული განათება, რაც მას უფრო მყუდროდ აგრძნობინებს თავს და ხელს შეუწყობს მშვიდი გარემოს შექმნას.
  • ფუნქციურობა და პრაქტიკულობა – ზოგიერთ მოდელს დამატებითი სათავსოები აქვს, რომლებიც მშობლებს ეხმარება სივრცის უკეთ ორგანიზებაში. საწოლის ქვეშ არსებული უჯრები იდეალურია თეთრეულისა და სხვა საჭირო ნივთების შესანახად
  • ხანგრძლივი გამოყენება – პრემიუმ ხარისხის მასალების გამოყენების გამო ეს საწოლები გამძლეა და დიდხანს ძლებს, რაც მას გონივრულ ინვესტიციად აქცევს ბავშვის კომფორტული და ჯანმრთელი ძილისთვის.


ლაბებე ბუტიკში შეგიძლიათ შეარჩიოთ მოზარდის საუკეთესო ერთადგილიანი საწოლი, რომელიც თქვენი შვილის სურვილებს და სტილს სრულად მოერგება.



როგორ შევარჩიოთ მოზარდისთვის იდეალური ერთადგილიანი საწოლი?



  • მასალა და ხარისხი – მნიშვნელოვანია, რომ საწოლი დამზადებული იყოს მტკიცე და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. ლაბებე წარმოგიდგენთ ხის საწოლებს, რომლებიც გამძლე და ეკო-მეგობრულია. ამასთანავე, ხის მასალა ალერგიის რისკსაც ამცირებს;
  • ზომები და კომფორტი – მოზარდის საწოლის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ზომა. სტანდარტული ვარიანტებია 80x160, 80x190 სმ ან 90x200 სმ, რაც იდეალურია მოზრდილი ბავშვისთვის.  სწორი ზომის საწოლი ხელს უწყობს ხარისხიან ძილს და სივრცის ოპტიმალურ გამოყენებას ოთახში;
  • დიზაინი და ფუნქციურობა – თანამედროვე მინიმალისტური, კლასიკური და სკანდინავიური სტილის საწოლები ჰარმონიულად ერგება ინტერიერს. ზოგიერთი მოდელი დამატებით შესანახ უჯრასაც მოიცავს, რაც სივრცეს ზოგავს;
  • უსაფრთხოება და სტაბილურობა – მნიშვნელოვანია, რომ საწოლი იყოს მყარი, სტაბილური და ჰქონდეს გვერდითა მოაჯირები, განსაკუთრებით პატარა ბავშვების შემთხვევაში. Interbeds-ის საწოლები უსაფრთხოების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც მშობლებს დამატებით სიმშვიდეს აძლევს;
  • მატრასი და კომფორტი – სწორად შერჩეული ბავშვის მატრასი ძილის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს. შეარჩიეთ ორთოპედიული ან/და ანატომიური მატრასი, რომელიც მხარს უჭერს ბავშვის ხერხემალს სწორ განვითარებას.


საუკეთესო ერთადგილიანი საწოლები Labebe Boutique-ში



თუ ეძებთ მოზარდის ერთადგილიან საწოლს, რომელიც იქნება მყარი, ფუნქციური და ესთეტიკურად მიმზიდველი, აუცილებლად დაათვალიერეთ ჩვენი საბავშვო მაღაზიის ეს კატეგორია. ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ Interbeds-ის პრემიუმ ხარისხის საწოლები, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვის კომფორტულ და უსაფრთხო ძილს.



ლაბებეს საწოლები არა მხოლოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა, არამედ გააჩნია მრავალფეროვანი დიზაინი, რომელიც იდეალურად ერგება თანამედროვე ბავშვის ოთახის ინტერიერს. ჩვენ გთავაზობთ საწოლებს დამატებითი ფუნქციებით, როგორებიცაა საწოლის ქვეშ სათავსოები, უსაფრთხოების მოაჯირები და ტრანსფორმირებადი მოდელები, რომლებიც ბავშვის ზრდასთან ერთად შეიძლება ადაპტირდეს. Labebe Boutique – მოარგეთ ბავშვის საჭიროებებს საუკეთესო ხარისხი. შეარჩიეთ საწოლი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი შვილის უზრუნველ და ბედნიერ ბავშვობას.

კატეგორია ერთადგილიანი საწოლები
ფასი

 – 

  • 539
  • 1475
ბრენდი
    • SKV Company 1999 წლიდან აწარმოებს საბავშვო საწოლებს. წლების გამნავლობაში კომპანიამ დააგროვა დიდი გამოცდილება, რაც აძლევთ მათ საშუალებას აწარმოონ უსაფრთხო, საიმედო და ლამაზი ავეჯი.

      საწოლების დასამზადებლად გამოყენებულია მხოლოდ ადგილობრივი ჩრდილოეთის არყის ხე. კომპანია ასევე იყენებს უჯრების და კომოდების დასამზადებლად გამოიყენება ავსტრიული Kronospan წარემოების LDSP ფილები.

      ავეჯი შეღებილია უსაფრთხო, ეკოლოგიური, წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავით, რომლებსაც აწარმოებენ ისეთი ცნობილი მწარმოებლები, როგორებიც არიან Tikkurila, Hesse Lignal და Renner.

      SKV Company ავეჯი ეკონომ სეგმენტზეა გათვლილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თითოეული ნივთი ხარისხის, ეკოლოგიურობის და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. 

      სრულად ნაკლები
    • Interbeds არის გამორჩეული მოზარდების საწოლების პოლონური მწარმოებელი, რომელსაც ენდობიან მომხმარებლები არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის არიან ჩეხეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი და ა.შ. ამის მრავალი მიზეზი არსებობს და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხი და უზარმაზარი არჩევანი. 

      Interbeds გთავაზობთ 400 -ზე მეტ საწოლის მოდელს ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, თითოეული მათგანი მზადდება მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებით ჯანსაღი და კომფორტული ძილის უზრუნველსაყოფად.

      Interbeds თითოეული საწოლი დაფუძნებულია პირველი ხარისხის ფიჭვის მყარ ჩარჩოზე, ხოლო ესთეტიური დეკორის ელემენტები ადაპტირებულია ბავშვებისა და მოზარდების გემოვნებაზე. ქაფიანი ლეიბები უზრუნველყობს კომფორტის უმაღლეს დონეს - ერთის მხრივ, ის უზრუნველყობს საჭირო სიმყარეს ძილის დროს, ხოლო მეორეს მხრივ, საშუალებას აძლევს კომფორტულად იჯდეს დღის განმავლობაში. Interbeds პროდუქციის უმაღლესი ხარისხი დასტურდება მრავალი სერთიფიკატებით და ატესტატებით. 

      გსურთ რომ თქვენ შვილს მშვიდად ეძინოს?

      სრულად ნაკლები
კოლექცია
მატრასის ზომა
უჯრა
ფერი
ქვეყანა
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,318 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,150 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,150 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,318 
დანაზოგი 25%
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
715  539 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
990 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,368 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,368 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,040 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,040 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,255 
ერთადგილიანი საწოლები
გაყიდვაშია
1,040 

სასარგებლო სტატიები

ჩვენი ბლოგი არის ცოდნის ბაზა ორსული ქალებისა და ახალგაზრდა დედების დასახმარებლად.
ჩვენ გვსურს გაგრძნობინოთ ზრუნვა თქვენზე და თქვენ პატარებზე.
გაეცანით Britax Römer-ის საბავშვო ავტოსავარძლების სრულ კოლექციას ლაბებე ბუტიკში – ნომერ პირველ ბრენდს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, კომფორტსა და სანდოობას. შეარჩიეთ ასაკის მიხედვით და ისარგებლეთ სწრაფი ონლაინ შეძენით მთელი საქართველოს მასშტაბით.
სათამაშოს არჩევის პროცესში ვიზუალური ეფექტი არ უნდა გახდეს მთავარი კრიტერიუმი. გაიგეთ, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები და როგორ ავირჩიოთ სათამაშო, რომელიც ბავშვის რეალურ განვითარებას ემსახურება