როგორ ვასწავლოთ ბავშვს მეგობრობა და ურთიერთობა თანატოლებთან?

ბავშვის სოციალიზაცია მნიშვნელოვანია მისი ემოციური და ფსიქოლოგიური განვითარებისათვის. ჯანსაღი ურთიერთობები ეხმარება მას თავდაჯერებულობის ამაღლებაში, ემოციური ინტელექტის განვითარებასა და ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების შეძენაში. თუმცა ზოგიერთ ბავშვს ბუნებრივად უჭირს მეგობრების შეძენა. მშობლებს შეუძლიათ თავიანთი პატარა აქტიურად წაახალისონ და მხარი დაუჭირონ განვითარებაში.

ემპათიის განვითარება

მეგობრობა იწყება სხვების გრძნობების აღქმით. ასწავლეთ ბავშვს, როგორ შეამჩნიოს, როდესაც მეგობარს დახმარება სჭირდება. ზღაპრები, წიგნები და როლური თამაშები შესანიშნავი საშუალებაა ემპათიის გასავითარებლად.

კომუნიკაციის უნარი

მოუყვანეთ მაგალითები ბავშვს, თუ როგორ შეიძლება დაელაპარაკოს თანატოლს, როგორ სთხოვოს თამაში ან გამოხატოს თავისი გრძნობები სიტყვებით. მარტივი ფრაზები, როგორებიცაა „შეიძლება, მეც ვითამაშო შენთან ერთად?“, „მადლობა, რომ დამეხმარე“ ან „მაპატიე, არასწორად ვქენი“, ბავშვს კომუნიკაციისა და მეგობრობის უნარების დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარება.

სოციალური გამოცდილების შექმნა

ზოგიერთ ბავშვს ბუნებრივად ახასიათებს მორცხვობა და შესაძლოა, ახალი ურთიერთობების დამყარება ეძნელებოდეს. მშობლებს შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ მის სოციალიზაციას მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნით. მაგალითად, შესაძლებელია, სახლში დაპატიჟოთ მისი თანატოლი, ერთად გაერთონ პარკში ან ჩაერთონ ჯგუფურ აქტივობებში. ამგვარი გამოცდილება დაეხმარება ბავშვს ნდობისა და ურთიერთობების უნარ-ჩვევების განვითარებაში, რაც მას მომავალში უფრო თავდაჯერებულსა და გახსნილ პიროვნებად ჩამოაყალიბებს.

კონფლიქტების მართვა

ბავშვებმა უნდა ისწავლონ, რომ უთანხმოება ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა და შესაძლებელია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა. ასწავლეთ, როგორ დააფიქსიროს თავისი პოზიცია თავდაჯერებულად, მაგრამ აგრესიის გარეშე.

პირადი მაგალითი

ბავშვები მშობლების ქცევას იმეორებენ, ამიტომ აჩვენეთ, როგორ ქმნით და ინარჩუნებთ მეგობრულ ურთიერთობებს – იყავით კეთილგანწყობილი, მოუსმინეთ სხვებს და პატივი ეცით განსხვავებულ მოსაზრებებს.

მეგობრობის სწავლება გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ მოთმინება და მხარდაჭერა დაეხმარება ბავშვს, გახდეს უფრო გახსნილი, მზრუნველი და სოციალური. 

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
მატრასის დამცავები
მარაგი ამოწურულია
135 ₾
მარაგი ამოწურულია
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
ზომა: 110 X 80
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.
აღმოაჩინეთ Peg Perego Veloce – იტალიური საბავშვო ტრასნფორმერი ეტლი კომპაქტური შასით, კომფორტული აკვნითა და მანქანის სავარძლით.
ბავშვის პირადი სივრცის მოწყობა ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას. გაეცანით რჩევებს უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული გარემოს შესაქმნელად.