რატომ არ შეიძლება ბავშვის კვება მოძრავ ავტომობილში?

ბავშვის უსაფრთხოება მგზავრობისას ხშირად გვგონია, რომ მხოლოდ სწორად დამაგრებულ სამგზავრო სავარძლებსა და შეკრულ ღვედებზეა დამოკიდებული. თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც მშობლები ხშირად ნაკლებ ყურადღებას აქცევენ – ბავშვის კვებას მოძრავ ავტომობილში.

ერთი შეხედვით, უწყინარი ქმედებაა, სინამდვილეში კი შეიძლება სერიოზული საფრთხის გამომწვევი მიზეზი გახდეს. სწორედ ამიტომ პედიატრი, სოფიკო ფარულავა გვიზიარებს რჩევებს, თუ როგორ აიცილოთ თავიდან საფრთხეები და დაიცვათ პატარების უსაფრთხოება მაშინ, როცა ისინი ავტოსავარძლებში სხედან.

რატომაა საშიში ბავშვის კვება ქარსითში?

მოძრავ მანქანაში ბავშვის ძუძუთი ან ბოთლით კვება ნიშნავს, რომ ის უნდა ამოვიყვანოთ სამგზავრო სავარძლიდან, რაც გულისხმობს, რომ იმ დროს არსებობს შეჯახების ან მკვეთრი დამუხრუჭების რისკი, რომლებმაც შესაძლოა სერიოზულ ტრავმამდე მიიყვანოს თითოეული მგზავრი, მათ შორის – ჩვილიც. გარდა ამისა, ამ დროს ასფიქსიისა და დახრჩობის საფრთხე იზრდება; ბავშვს შეიძლება გადასცდეს საკვები, ხოლო გზაში სწრაფი რეაგირება და დახმარების გაწევა რთული აღმოჩნდეს მშობლისთვის.

როგორ მოვიქცეთ სწორად?

  • პირველი ნაბიჯი მანქანის გაჩერებაა

თუ ბავშვს შია ან წყალი უნდა, გააჩერეთ მანქანა უსაფრთხო ადგილას. მხოლოდ ამის შემდეგ ამოიყვანეთ ავტოსავარძლიდან და მიაწოდეთ მისთვის საჭირო საკვები.

  • შექმენი მშვიდი გარემო კვებისთვის

საჭმლის მიცემა მშვიდ გარემოში არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ ბავშვს ეხმარება შეისწავლოს ჯანსაღი კვების რიტუალიც წყნარ სივრცეში.

  • წყლის მიცემაც იმავე წესით

ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ წყალი უვნებელია, მაგრამ გადაცდენის რისკი სითხის მიღების დროსაც არსებობს, განსაკუთრებით – მცირეწლოვანებში.

შეიძლება თუ არა ხემსის მიცემა მოძრაობისას?

სოფიკო ფარულავას გვიზიარებს, რომ:

  • 0–3 წლის ასაკის ბავშვებისთვის მგზავრობისას ხემსი საერთოდ არ არის რეკომენდებული;
  • 4 წლიდან კი უკვე შეგვიძლია მივცეთ, მაგრამ მხოლოდ უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთანავე, ასეთ დროს დაუშვებელია მარცვლოვანი და ძალიან წვრილი საკვების მიცემა, რადგან ისინი ყველაზე ხშირად იწვევს დახრჩობის შემთხვევებს.

ბავშვის კვება მოძრავ ავტომობილში შეიძლება მომენტალურად მოსახერხებელი ჩანდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შორ მანძილზე მგზავრობთ და გინდათ, რომ პატარა სწრაფად დამშვიდდეს. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს რამდენიმე წუთიანი კომფორტი შეიძლება გაცილებით დიდ საფრთხედ იქცეს. მოძრაობისას ბავშვი უფრო დაუცველია, რადგან ერთდროულად ირღვევა როგორც მისი ფიზიკური უსაფრთხოება (ქარსითიდან ამოყვანის გამო), ისე – კვების უსაფრთხოება (გადაცდენის და დახრჩობის რისკი).

მშობლის პასუხისმგებლობაა, იმოქმედოს არა იმპულსურად, არამედ გააზრებულად. რამდენიმე წუთით გაჩერება შეიძლება მოგვეჩვენოს გეგმების არევად, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს.

გაითვალისწინეთ, მგზავრობისას პატარების უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს უპირველესი პრიორიტეტი. სერტიფიცირებული საბავშვო სავარძელი, სწორად დამაგრებული ღვედები და მხოლოდ გაჩერებულ მდგომარეობაში კვება – ეს სამი მარტივი წესი შეამცირებს რისკების წარმოშობას და მოგცემთ გარანტიას, რომ გზაზე თქვენი შვილი მაქსიმალურად დაცულია.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
ზომა: 120 X 60, 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,950 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,950 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,950 
ტრანსფორმერი ეტლები 2x1
გაყიდვაშია
2,925 
ტრანსფორმერი ეტლები 2x1
გაყიდვაშია
2,925 
ტრანსფორმერი ეტლები 2x1
გაყიდვაშია
2,925 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,925 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,925 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,925 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
2,550 

მეტი სასარგებლო სტატიები

დაიცავით ბავშვი სიცხეში დისკომფორტისგან. გაიგეთ, რატომ არის მუსლინის საფენი, ბამბის ტანსაცმელი და ოთახის სწორი ტემპერატურა მშვიდი ძილის მთავარი საიდუმლო.
ეძებთ ყველაზე კომფორტულ და უსაფრთხო ეტლს? აღმოაჩინეთ რევერსული ეტლების ტოპ 4 მოდელი ლაბებე ბუტიკში. გაეცანით Peg Perego-ს და Britax Römer-ის პრემიუმ კოლექციებს.
უზრუნველყავით პატარას დაცულობა 360°-ით მბრუნავი საბავშვო ავტოსავარძლებით. შეარჩიეთ პრემიუმ ბრენდების უსაფრთხო ქარსითები ლაბებე ბუტიკის კოლექციიდან.