პირველი დღე ბაღში

შემოდგომის მოსვლა და ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის ამაღელვებელია – იწყება ახალი, საინტერესო და ემოციური ეტაპი როგორც ბავშვებისთვის, ასევე – მშობლებისთვისაც.

საბავშვო ბაღის პირველი დღე მნიშვნელოვანი მოვლენაა თქვენი შვილის ცხოვრებაში, თქვენთვის კი შეიძლება ზღვა ემოციის გამომწვევი დღეც იყოს. ახალი გარემო და ადამიანები, განსხვავებული წესები და ყოველდღიურობა – ეს ისაა, რასაც პატარები ეჩეხებიან პირველ დღეებში და უამრავი კითხვა უჩნდებათ.

დღეს საქართველოს მასშტაბით ბაღებსა და სკოლებში ახალი სასწავლო სემესტრი დაიწყო და ვნებათაღელვამ პატარებსა და დიდებში მოიმატა.

და მიუხედავად გამოწვევებისა, როგორ შეგიძლიათ თქვენ, მშობლებს ამ დღეების გამარტივება, ლაბებეს გუნდი ამ ~ საკითხზე რამდენიმე რჩევას გიზიარებთ:

  • ემოციურად მომზადება რჩევების რიგში პირველ ადგილასაა, რომელიც მეტ-ნაკლებად მარტივად მისაღწევია. იყავით პოზიტიურ ტალღაზე და ენთუზიაზმით აღსავსე, რადგან თქვენი შვილი ხშირად ირეკლავს თქვენს ემოციებს და დამოკიდებულებებს.
  • შფოთვის დასაწევად ბაღში სტუმრობა კარგი არჩევანია – გაეცანით შვილის სასწავლო გარემოს, დაათვალიერეთ ოთახები, სათამაშო მოედანი, რათა ნებისმიერი შფოთვა დამოუკიდებლად შეამსუბუქოთ.
  • ყველაფერი ახალი ხშირად ქაოსის შემქმნელია – პირველ და მომდევნო დღეებში სიჩქარე სულაც არ არის საჭირო. მშვიდად და აუღელვებლად მიჰყევით დღის წესრიგს, რათა ბავშვმაც თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და ნეგატიურად არ დაიმუხტოს ბაღის მიმართ.
  • შეეცადეთ, რომ ბავშვის ნივთებს წარწერები გაუკეთოთ, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს. შედეგად, ნაკლები არეულობა და მარკირებული ნივთები მეტ სიმშვიდეს მოგგვრით.
  • ბავშვის განათლებაში აქტიური ჩართულობა აუცილებელი რამაა, რომლის მიღწევაც შეგიძლიათ იმით, რომ დაესწროთ მშობელთა კრებას, ესაუბროთ მასწავლებლებს და აღმზრდელებს, ხშირად დაუსვათ კითხვები თქვენს შვილს, თუ როგორ ჩაიარა დღემ, რა გაიგო ახალი და ა.შ.

საბავშვო ბაღი ერთ-ერთი საფეხურია პატარების განვითარებისკენ და ნათელი მომავლისკენ. შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად აგრძნობინოთ ბავშვებს თქვენი მხარდაჭერა და მზაობა, რომ მათ გვერდით ყველგან და ყოველთვის იქნებით. 

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
მატრასის დამცავები
მარაგი ამოწურულია
135 ₾
მარაგი ამოწურულია
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
ზომა: 110 X 80
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.
აღმოაჩინეთ Peg Perego Veloce – იტალიური საბავშვო ტრასნფორმერი ეტლი კომპაქტური შასით, კომფორტული აკვნითა და მანქანის სავარძლით.
ბავშვის პირადი სივრცის მოწყობა ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას. გაეცანით რჩევებს უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული გარემოს შესაქმნელად.