წიგნების სამყარო ბავშვებისთვის

მცირეწლოვან ბავშვებში კითხვის სიყვარულის წახალისება გადამწყვეტია მათი აკადემიური წარმატებისა და საერთო განვითარებისთვის. მშობლებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ შვილებში კითხვის სიყვარულის გაღვივებით, მათ ყოველდღიურ რუტინაში მარტივი სტრატეგიების ჩართვით.

ერთი შეხვედით რთული, მაგრამ თავგადასავლებით სავსე ამოცანის შესრულება შეიძლება დაიწყოს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქალი ორსულადაა. ორსულობის მე-16 კვირიდან მუცლადმყოფ ბავშვს შეუძლია ჟღერადობის მოსმენა, რაც თავის ტვინის განვითარების სტიმულირებისა და ენისა და წიგნიერების უნარების საფუძველს ქმნის. გარდა ამისა, ადრეული კითხვა ხელს უწყობს დედასა და ბავშვს შორის კავშირის დამყარებას, რაც უზრუნველყოფს კომფორტს და დედის გაცნობას ხმის საშუალებით, რომელიც, მეორე მხრივ, ამშვიდებს მომავალ დედას და მის სტრესის დონესაც ამცირებს.

მეორე ნაბიჯი ბავშვის დაბადების შემდეგ იწყება, როცა მშობლებს შეუძლიათ მას წაუკითხონ წიგნები იქამდე, სანამ ბავშვი გაიზრდება და დამოუკიდებლად შეძლებს კითხვას, რაც ხელს შეუწყობს პოზიტიური კავშირის დამყარებას წიგნთან და კითხვასთან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კითხვის ქცევა ბავშვის რუტინის რეგულარულ ნაწილად – ყოველდღე კითხვისთვის კონკრეტული დროის დანიშვნა, მაგალითად, ძილის წინ ან ჭამის შემდეგ. მსგავსი რუტინა მშობლებს დაეხმარება კითხვა თანმიმდევრულ და სასიამოვნო საქმიანობად აქციონ. ამასთანავე, კითხვა გაახალისონ ინტერაქციული ელემენტების ჩართვით, როგორებიცაა ამბის შესახებ კითხვების დასმა, იმპროვიზაციული გათამაშება და სხვ.

აუცილებელია ბავშვის ასაკისა და ინტერესების შესაბამისი წიგნების შერჩევა. ბავშვები უფრო მეტი სიამოვნებით კითხულობენ, როცა შეუძლიათ პერსონაჟებთან და ამბავთან ურთიერთობა (ილუსტრირებული წიგნები). მშობლებს შეუძლიათ თავიანთი შვილების ჩართვა წიგნის შერჩევის პროცესში, რათა მათ თავად აირჩიონ წიგნები.

ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვები ხშირად ცდილობენ მშობლებს მიბაძონ სხვადასხვა საქმეში, ამიტომ ამ მოცემულობის გამოყენებაც შეიძლება სწორად –მშობლებს შეუძლიათ მაგალითი მისცენ კითხვისადმი სიყვარულის გამოვლენით. როდესაც პატარები ხედავენ, რომ მშობლები კითხულობენ სიამოვნებისთვის, ისინი უფრო მეტად აღიქვამენ კითხვას, როგორც ბუნებრივ და პოზიტიურ საქმიანობას.

ლაბებეს გუნდმა კი ის რამდენიმე წიგნი შევარჩიეთ, რომლებიც შეგიძლიათ ჩვენთან შეარჩიოთ, წაუკითხოთ თქვენს პატარებს და იმოგზაუროთ წიგნების გალაქტიკაში.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 110 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
615 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
895 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
895 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
ორსართულიანი საწოლები
გაყიდვაშია
2,124 ₾

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ შევხვდეთ ბავშვის დაბადებას მშვიდად? სანდრა რულოვსის რჩევები ფსიქოლოგიურ მზაობაზე, სტრესის მართვასა და წყვილის ურთიერთობის ჰარმონიაზე.
ბავშვის პირადი საზღვრები ადრეული ასაკიდან ყალიბდება. გაიგეთ, როგორ ესაუბროთ შვილს უსაფრთხო შეხებაზე, საიდუმლოებზე და რატომ უნდა იყოს მისი „არა“ ყოველთვის გათვალისწინებული.
აღმოაჩინეთ Inglesina Electa Duo – მსუბუქი და კომპაქტური პრემიუმ ეტლი ქალაქური ცხოვრებისთვის, კომფორტული აკვნითა და პრაქტიკული ელემენტებით.