შვილთან ერთად სეირნობის ბენეფიტები

სამყაროში, რომელიც სავსეა ათასნაირი გაჯეტით, ხშირად ნაკლები ყურადღება ექცევა ბუნების სილამაზეს. ბავშვებისთვის გარე თავგადასავლები არ მოიაზრებს მხოლოდ პარკებში გასეირნებას – გარეთ სეირნობა ჯადოსნური ადგილების აღმოჩენის ტოლფასია, სადაც ყოველ ნაბიჯზე პატარებს შეუძლიათ დაინახონ მათთვის უცნობი და ახალი რამ.

რატომ არის მნიშვნელოვანი სუფთა ჰაერზე სეირნობა?

წარმოიდგინეთ, როგორ ხტუნავს პაწაწინა ფეხები მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებზე, როგორ უსმენს ბავშვი ჩიტების ჟღურტულს და უმალვე ეფლობა ბუნების ზღაპარში. გარეთ სეირნობა პატარებისთვის ვარჯიშია და ამ დროს შეუძლიათ როგორც თავისი უზღვავი ენერგიის დახარჯვაც, ისე – ახალი ძალით დამუხტვაც.

სუფთა ჰაერზე სეირნობა ბავშვის ფანტაზიას ორმაგად ააქტიურებს. ჩვეულებრივი ქვიშიანი ბილიკები საგანძურისკენ მიმავალ გზად გადაიქცევა და ყოველ ქვაზე შემოდგმული ფეხი წინ გადადგმული ნაბიჯია შორეული ქვეყნებისკენ. უბრალო სეირნობა დიდ თავგადასავლად იქცევა, თუ მას შემოქმედების ობიექტივიდან შევხედავთ.

როცა მზე დასავლეთის მხარეს ეფარება, სეირნობისთვის იდეალური დრო დგება. ღამის ცის ნახვა, რომელიც ვარსკვლავებითაა მოჭედილი, ბავშვისთვის ერთგვარი შემეცნების წყაროა. მთვარით აკიაფებულ საღამოს სკვერში ჩასვლა ბავშვებისთვის იმის შესაძლებლობაა, რომ გამოხატონ ინტერესი ციური სხეულების მიმართ, დასვან კითხვები და განსაკუთრებული სურვილებიც ჩაიფიქრონ.

სახლს მიღმა არსებული გარემო სხვადასხვა გზით ასტიმულირებს ბავშვის კოგნიტიურ განვითარებას. ბავშვები სწავლობენ სხვადასხვა მცენარის, ცხოველის და ეკოსისტემის შესახებ, რაც ხელს უწყობს მათ გარშემო არსებული სამყაროს უკეთესად შეცნობას.

თანამედროვე ცხოვრების აურზაურში ღია ცის ქვეშ გასეირნებამ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ კეთილდღეობაზე. სეირნობისგან მიღებული სარგებელი სცილდება უშუალო ჯანმრთელობის უპირატესობებს; ის აყალიბებს ბავშვის პიროვნებას, ხელს უწყობს ბუნებისადმი სიყვარულის გაჩენას და ამავდროულად ქმნის ოჯახურ კავშირს.

დაკავშირებული პროდუქტები

ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
990 ₾
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

ენურეზი ბავშვებში – რა იწვევს ღამით უნებლიე შარდვას, როდის არის მდგომარეობა საყურადღებო და რა ასაკში უნდა მივმართოთ უროლოგს? გაეცანით უროლოგის, დავით ქოჩიაშვილის რეკომენდაციებს.
ეძებთ მოზარდისთვის საუკეთესო საწოლს? Labebe Boutique-ში დაგხვდებათ Interbeds-ის მრავალფეროვანი კოლექცია – ხის, უჯრებიანი, ორსართულიანი და გამორჩეული დიზაინის საწოლები.
როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.