სახალისო საგაზაფხულო აქტივობები პატარებისთვის

დღეების გახანგრძლივებასთან და ამინდის დათბობასთან ერთად, გაზაფხული შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ, რომ პატარებისთვის დაგეგმოთ გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობები. ამ დროს უამრავი საინტერესო გამოცდილება ჩნდება, რომ შვილთან ერთად ისიამოვნოთ.

ბუნებაში სეირნობა

ჩვენი ბლოგის სათავეს. რა თქმა უნდა, ბუნებაში სეირნობა იკავებს და სრულიად სამართლიანადაც, რადგან ყველაზე საამური, სასარგებლო და შეუცვლელი აქტივობაა. ისარგებლეთ გაზაფხულის მზიანი ამინდებით – ხშირად გაისეირნეთ ბუნებაში თქვენს პატარასთან ერთად, რათა სეზონის ცვლილებას აქტიურად ადევნოს თვალყური.

სენსორული თამაში

გაზაფხული, გარდა ჭყეტელა მზის ნათებისა, ყვავილობასთანაცაა დაკავშირებული; მარტის თვიდან ყველაფერი ნელ-ნელა მწვანდება, იფურჩქნება ყვავილები, ჩიტები უდარდელად ჟღურტულებენ და ჩვენ ირგვლივ გამაბრუებელი სურნელი ტრიალებს.

ბავშვებისთვის სენსორული ტიპის თამაშებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ დროს ვითარდება მოტორიკა, თვალის და ხელის კოორდინაციის უნარები. როდესაც პატარები სენსორული თამაშებით არიან დაკავებულნი, მათ დაცულობის შეგრძნებაც აქვთ, რადგან მსგავს თამაშში არ არსებობს ჩარჩოები და პროცესის მართვა დამოუკიდებლად შეუძლიათ.

გაზაფხულზე კი იმდენი ყვავილი ხარობს, რომ შეგიძლიათ მათი გამოყენება, როგორც სათამაშო რესურსად. მაგალითად, წყლით აავსეთ კონტეინერი და მოათავსეთ მასში ყვავილის ფურცლები ან პატარა ზომის ყვავილები. მიეცით თავისუფლება თქვენს პატარას, შეისწავლოს ყვავილების სხვადასხვა ტექსტურა, ფერი და სურნელი, რითაც წაახალისებთ მის წარმოსახვის უნარსაც.

ითამაშეთ ბუშტებით

ბუშტები ნებისმიერ დროს ახარებს ბავშვებს და მათ გულებს უსაზღვრო ბედნიერებით ავსებს. მოაწყვეთ ფერადი ბუშტულების დღე სახლის ეზოში ან პარკში და უყურეთ თქვენს პატარას, რომელიც ჭყლოპინით დასდევს მფრინავ ბუშტებს და მათ დაჭერას ცდილობს. ეს აქტივობა უზრუნველყოფს ბავშვის როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად დატვირთვას.

წვიმიანი დღის გახალისება

მაშინაც კი, თუ ციდან გაზაფხულის წვიმის წინწკლები წამოვა, ნუ მისცემთ შვილს მოღუშულობის საბაბს. ასეთ დროს ყველაზე აპრობირებული მეთოდი თოჯინებით ან სხვა ნებისმიერი სათამაშოთი გართობაა. შიდა აქტივობებს თავისი წონა აქვს და ბავშვები ამ გზით ივითარებენ კრეატიულობას, რომელსაც თამაშისას გამოხატავენ.

გაზაფხული ჯადოსნური დროა პატარებისთვის, რათა შეისწავლონ სამყაროს ბუნებრიობა და ჩაერთონ სახალისო აქტივობებში, რაც ხელს უწყობს მათ უწყვეტ განვითარებას და სწავლას.

დაკავშირებული პროდუქტები

Baby Mix Bunny Pink - საბავშვო განსავითარებელი ხალიჩა - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
განმავითარებელი სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
238 
დანაზოგი 15%
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
183  156 
დანაზოგი 20%
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
240  192 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
დანაზოგი 20%
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
247  198 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
45 
Baby Mix Bunny Pink - საბავშვო განსავითარებელი ხალიჩა - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
განმავითარებელი სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
238 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
156 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
192 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
198 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
45 

მეტი სასარგებლო სტატიები

საბავშვო ეტლის ბორბლები განსაზღვრავს მის სტაბილურობას, კომფორტსა და პრაქტიკულობას. გაეცანით საბურავების ტიპებს და გაიგეთ, როგორ შეარჩიოთ სწორად.
აღმოაჩინეთ UPPAbaby Vista V3 პრემიუმ საბავშვო ეტლი ექსკლუზიურად Labebe Boutique-ში – 30 კონფიგურაცია, ოთხივე სეზონზე მორგებული კომფორტი, მაღალი უსაფრთხოება.
საახალწლო ასაფეთქებლების გავლენა ბავშვებზე, ჯანმრთელობასა და გარემოზე – პედიატრის შეფასება ხმაურის, ჰაერის დაბინძურებისა და უსაფრთხო არჩევანის შესახებ.