მომაჯადოებელი საღამოები ბავშვებისთვის

როდესაც მზე დასავლეთის ფრონტისკენ ჩადის და სამუშაო დღე იწურება, ჯადოსნური ამბების დრო დგება იმისათვის, რომ ბავშვებთან ერთად დაუვიწყარი მოგონებები შექმნათ. საღამო ხანი იდეალურ გარემოს ქმნის თამაშებისთვის, შემეცნებისა და გართობისთვის.

სათამაშო ხალიჩები

თამაშის დაწყება უფრო მარტივი ხდება, როცა ხელთ სათამაშო მოედანი გაქვთ, რომელიც დაცულობის, კომფორტისა და ორგანიზებულობის განცდას ქმნის როგორც მშობლებში, ისე – ბავშვებში.

საბავშვო განმავითარებელი ხალიჩა იკეცება და მისი გადატანა სახლის სხვა კუთხეში ან ტრანსპორტირება დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს. მეტიც, ხალიჩა მშობლის ჩანთადაც იქცევა, თუ სტუმრად ხართ და შვილის სათამაშოების აკრეფა და შენახვა გჭირდებათ.

Labebe-ს ვებგვერდზე სათამაშო ხალიჩების კატეგორიაში სხვადასხვა ფერის მოედანს აღმოაჩენთ. თითოეულს 2 თაღი და ჩამოსაკიდებელი სათამაშოები აქვს, რაც ასტიმულირებს ბავშვის კოორდინაციულ და მოტორულ უნარებს.

ანბანის სწავლა

ბავშვები ხშირად თავს არიდებენ რუტინულ ამოცანებს, მაგრამ მათზე ცნობისმოყვარე და გამჭრიახი ცოტა ვინმეა სამყაროში. უფროსებთან შედარებით, პატარები სწრაფად ისრუტავენ მათთვის ახალ ინფორმაციას.

ბავშვი იზრდება და ენის შესწავლა ნელ-ნელა აუცილებელი ელემენტი ხდება. ამ საქმის შესასრულებლად ასოების მატარებელი ზედგამოჭრილი სათამაშოა. მაგნიტური მატარებელი მარტივად ასაწყობი და დასაშლელია; ასოებით ამოტვიფრული კუბიკებით ნებისმიერი სახელის თუ სიტყვის აწყობა შეუძლია თქვენს შვილს.

საღამოობით, როცა ერთად მოკალათდებით, შეგიძლიათ, რომ შეასწავლოთ ახალ-ახალი სიტყვები ანდაც ერთობლივად გამოიგონოთ კიდეც.

რბილი სათამაშოების ჩრდილთა თეატრი

მთვარით განათებული საღამოების დანაკლისის შეგრძნება რომ გაიქროთ, მხოლოდ ფარანი და რბილი სათამაშოები დაგჭირდებათ. მერე კი თეატრის მოწყობა წამების საქმე გახდება. შვილთან ერთად აირჩიეთ DouDou-ის სათამაშო ცხოველი, მოიფიქრეთ ისტორია და ფარნის გამოყენებით ააჩახჩახეთ კედელი მხტუნავი ჩრდილებით.

როლური თამაშები

ბავშვებისთვის გართობის საყვარელი ტიპი როლური თამაშებია, რა დროსაც ისინი ყველანაირ ფანტაზიას რეალობად აქცევენ. პატარებისთვის არ არსებობს საზღვრები – თამაშობენ საკუთარი წესებით და ივითარებენ წარმოსახვის უნარს.

როლური თამაშების მოწყობა სხვადასხვა სათამაშო ნაკრებით შეგიძლიათ: სამზარეულოს, მუსიკალური ინსტრუმენტის, ხის კუბიკების და ა.შ. თუ თქვენს შვილს რთული კონსტრუქციების აწყობა უყვარს, მისთვის ხის კუბიკების კომპლექტის ჩუქებით ყოველ საღამოს მხიარულად და ზღაპრულად გაატარებთ, რადგან ყოველ ჯერზე დაინახავთ, როგორ ვითარდება პატარას თვალისა და ხელის კოორდინაცია, ლოგიკური აზროვნება

დაკავშირებული პროდუქტები

ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
155 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
109 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
51 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
57 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
11 
მარაგი ამოწურულია
სათამაშო ხალიჩები
მარაგი ამოწურულია
147 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
84 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
76 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
155 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
109 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
57 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
11 
Tryco Lovely Park Baby Playmat - საბავშვო განსავითარებელი ხალიჩა - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
სათამაშო ხალიჩები
მარაგი ამოწურულია
147 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
84 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
76 

მეტი სასარგებლო სტატიები

Labebe Boutique-ში პრემიუმ ხარისხის, მსოფლიო წამყვანი ბრენდების საწოლებს აღმოაჩენთ. ამ ბლოგში კი მათზე მოგიყვებით ყველაფერს, რაც არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ.
რბილი ფაჩუჩები თუ თბილი წინდები თქვენი შვილის პაწაწინა ფეხებს დაიცავს ზამთრის სიცივისგან, გაართობს ჩხარუნათი და ხელს შეუწყობს უსაფრთხო ხოხვა-სიარულში.
Labebe Boutique-ის ამ ბლოგში გაეცნობით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ FoppaPedretti-ის ბავშვთა აკვნების შესახებ, რა მახასიათებლები უნდა გაითვალისწინოთ არჩევისას და რატომ არის ეს ბრენდი სანდო არჩევანი მშობლებისთვის მთელ მსოფლიოში.