ბავშვის დაბადება განსაკუთრებული, უნიკალური და ჯადოსნური მოვლენაა. ეს განსაკუთერბული კოლექცია იდეალურია იმისთვის, რომ თქვენი პატარა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან მუდამ გარშემორტყმული იყოს მშობლების სურნელით. პატარა და მსუბუქი, ეს ულამაზესი სათამაშოები ადაპტირებულია მის მორფოლოგიასა და უსაფრთხოებაზე. ბავშვი დააფასებს მათ სირბილეს, ეტაპობრივად დახვეწავს თავის მოძრაობებს, მზერას და ახალი სამყაროს აღქმას
გახადეთ ცხოვრება ოცნებად, ხოლო ოცნება რეალობად!
სათამაშოების სამყაროთი გატაცებული, რომელშიც ის გაიზარდა, ალენ ჯოლიმ მეგობართან ერთად გადაწყვიტა რევოლუცია მოეხდინა ამ სექტორში და დაეარსებინა Doudou et Compagnie. მათ იცოდნენ, როგორ შეეკრიბათ თავის გარშემო ისეთივე ნიჭიერი ადამიანები, როგორც თვითონ არიან, მათ შორის კეთილი ფერია ზორა, სტილისტი და გუნდის "დედა".
შემოქმედება, ემოცია და გაოცება, ეს არის Doudou et Compagnie ბრენდის მამოძრავებელი ძალა. ესკიზიდან დაწყებული დიზაინერების გუნდი ფიქრობს მოდელების შექმნაზე მდგრადი, გამძლე და მოდური მასალების საფუძველზე. ეს ელემენტები ხელს უწყობს ტრადიციული ფრანგულ ნოუ-ჰაუს, რომელიც აღიარებულია მთელ მსოფლიოში მისი ხარისხით, უსაფრთხოებით და ინოვაციებით.
Doudou et Compagnie არასოდეს წყვეტს ბავშვების კეთილდღეობაზე, მათ განვითარებასა და გამოღვიძებაზე ფიქრს. ჩვენი კოლექცია შედგება განსავითარებელი ხაზისგან, რათა გააღვიძოს ბავშვი და დაამშვიდოს ის სრულწლოვანებამდე!
Doudou მნიშვნელოვანია, ის შთანთქავს ბავშვის, მისი სახლის სურნელს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თანამგზავრი, დასაყრდენი, ის გახდება ოჯახის ნამდვილი წევრი, რომელსაც ბავშვს შეუძლება დაეყრდნოს მშობლებთან განშორების დროს, ღამით ან თუნდაც სიწყნარეში. სწორედ ამიტომ Doudou et Compagnie -მ შექმნა ხარისხიანი და უსაფრთხო სათამაშოების ფართო სპექტრი, რომელიც ვითარდება მის ფეხ და ფეხ, საჭიროებების შესაბამისად.
ლამაზ სასაჩუქრე ყუთში წარმოდგენილი ჩვენი Doudou გააოცებს თქვენს პატარებს თავისი სირბილით, ტექსტურების სიმდიდრით და თბილი გრძნობების გაღვიძების უნარით.
სრულად ნაკლებიNattou ბელგიური საბავშვო პროდუქციის ბრენდია, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის რბილი სათამაშოების, განმავითარებელი სათამაშოების, პრაქტიკული აქსესუარებისა და ბავშვისთვის საჭირო ნივთების წარმოებაში. საფუძვლიანი კვლევისა და განვითარების პროცესის (R&D) მეშვეობით, ჩვენ ვპასუხობთ თანამედროვე ბავშვებისა და მშობლების საჭიროებებს, ამასთან ვითვალისწინებთ მოდის უახლეს ტენდენციებსა და ევროპულ რეგულაციებს.
შევქმნათ გარემო, სადაც თქვენს პატარას შეუძლია საათობით უდარდელად ითამაშოს, თამაშის პროცესში ისწავლოს და მაქსიმალურ კომფორტში იყოს — სწორედ ეს არის Nattou-ს მთავარი მამოძრავებელი ძალა 1988 წლიდან. ჩვენ თითოეულ სივრცეს თქვენთვის და თქვენი პატარასთვის ნამდვილ სამოთხედ ვაქცევთ!
ჩვენი საყვარელი კოლექციები — შექმნილია ბელგიაში
ყოველწლიურად ჩვენ ორიდან სამ ახალ კოლექციას ვქმნით. Nattou-ს თითოეული კოლექცია ყოველთვის ორი უნიკალური პერსონაჟის გარშემო იქმნება: ერთი — დროში გამოცდილი და საყვარელი პერსონაჟი, რომელიც აუცილებლად მოეწონება თქვენს პატარას, ხოლო მეორე — თანამედროვე, გამორჩეული და მოულოდნელი პერსონაჟი, რომელიც ბავშვის სივრცეს მოდურ ელფერს სძენს და საბავშვო პროდუქციის ასორტიმენტს კიდევ უფრო ამდიდრებს.
ვეგანური რბილი სათამაშოები და აქსესუარები ბავშვებისთვის
Nattou ვეგანური ბრენდია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ცხოველური წარმოშობის მასალებს და არ ვატარებთ ტესტირებას ცხოველებზე. ამგვარად, ჩვენ ხელს ვუწყობთ არა მხოლოდ ცხოველების კეთილდღეობას, არამედ გლობალური დათბობის შემცირებასაც!
ჩვენი კოლექციების შექმნისას ყოველთვის ვეყრდნობით ოთხ ძირითად ღირებულებას
ხარისხი
Nattou-ს რბილი თუ სხვა სათამაშო თქვენი პატარასთვის შეიძლება გახდეს საუკეთესო მეგობარი ყოველი თავგადასავლის დროს და საიმედო ნუგეში რთულ მომენტებში. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ბავშვის საყვარელი რბილი სათამაშოები და აქსესუარები წლების განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს თავისი ღირებულება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევთ გამოყენებულ მასალებს, პროდუქტის დიზაინს და წარმოების მეთოდებს. Nattou-სთან ერთად შეგიძლიათ მშვიდად იყოთ თქვენი ბავშვის განვითარების მთელი პერიოდის განმავლობაში.
უსაფრთხოება და დაცულობა
თითოეული სათამაშოს დიზაინი, შერჩეული მასალები და ფორმები, დამუშავების პროცესი და შეფუთვაც კი გულდასმით მოწმდება, რათა ისინი ყოველთვის შეესაბამებოდეს ევროპულ უსაფრთხოების რეგულაციებს. ისიამოვნეთ მშობლობის ყოველი მომენტით და იმ განსაკუთრებული წუთებით, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია — თქვენი ბავშვის უსაფრთხოებაზე შიშის გარეშე.
მოსახერხებელი გამოყენება
საბავშვო პროდუქტები მხოლოდ ლამაზად არ უნდა გამოიყურებოდეს — ისინი პრაქტიკულიც უნდა იყოს! დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, ჩვენი საბავშვო სათამაშოები შექმნილია პატარას ნაზი თითებისთვის და აღჭურვილია სხვადასხვა მოსახერხებელი ადგილით დასაჭერად.
ჩვენ მუდმივად ვეძებთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რათა თქვენი ბავშვის მოვლა და ყოველდღიური გამოყენება კიდევ უფრო მარტივი გავხადოთ. ჩვენ შთაგონებას მშობლების ყოველდღიური გამოწვევებიდან ვიღებთ და ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი მომხმარებლების გამოცდილებას.
ამის ერთ-ერთი მაგალითია ჩვენი საძილე ტომრები გვერდითი ელვაშესაკრავითა და მხარზე განთავსებული ღილაკით, რაც საფენის მარტივად გამოცვლის საშუალებას იძლევა.
განვითარებაზე ორიენტირებული
ყველა მშობელს სურს საკუთარი შვილისთვის საუკეთესო შექმნას. ჩვენც გვჯერა, რომ თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საუკეთესო პირობები.
Nattou განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული საბავშვო პროდუქტის დიზაინს, რათა მას პრაქტიკულ ფუნქციასთან ერთად განმავითარებელი დანიშნულებაც ჰქონდეს.
ჩვენი სათამაშო ხალიჩები შეიცავს უამრავ დეტალსა და სხვადასხვა დასაჭერ ელემენტს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის მოტორული უნარების განვითარებას. ჩვენი პრაქტიკული სილიკონის ჭურჭლის ნაკრებები კი ბავშვს დამოუკიდებლობის ეტაპობრივად სწავლაში ეხმარება.
სრულად ნაკლებიგახადეთ ცხოვრება ოცნებად, ხოლო ოცნება რეალობად!

სრულად ნაკლები