სიმყუდროვის შექმნა ბავშვის ოთახში

ოჯახის ახალი წევრის მიღება დღესასწაულია და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტია ბავშვისთვის მყუდრო და კომფორტული სივრცის შექმნა. შვილისთვის ოთახის დიზაინი მოიცავს არა მხოლოდ ესთეტიკას; ოთახი უნდა იყოს დასვენებისა და თამაშისათვის ხელსაყრელი გარემო.

ამ ბლოგში აღმოაჩენთ პრაქტიკულ რჩევებსა და კრეატიულ იდეებს, რომლებიც დაგეხმარებათ შექმნათ ყველაზე იდილიური სივრცე, რომელიც თქვენი პატარასთვის სიხარულის თავშესაფარი იქნება.

ინვესტიცია ხარისხიან ავეჯში

აირჩიეთ გამძლე, ხარისხიანი ავეჯი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს უსაფრთხოებას. კომფორტული საბავშვო საწოლი უზამბარო მატრასით აუცილებელი სიის სათავეშია. მხედველობაში მოიაზრეთ ისეთი საწოლი, რომელიც თქვენს შვილთან ერთად გაიზრდება და ტრანსფორმირდება.

ბავშვის საწოლი კომოდის თუ კარადის გარეშე არც ისე ეფექტურია. ყველა მშობლისთვის პატარების აუარება ნივთის საგულდაგულოდ შენახვა ყოველთვის მნიშვნელოვანი საზრუნავია. ტანსაცმელი და თავის მოვლის საშუალებები რომ არ იყოს მიმოფანტული და ერთ სივრცეში გეგულებოდეთ, საბავშვო კომოდი რამდენიმე უჯრით ან/და ტევადი კარადა ოთახში წესრიგის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ლაბებეში ავეჯის ფართო ასორტიმენტს აღმოაჩენთ. სხვადასხვა დიზაინის და მასალის ავეჯეულობა საშუალებას მოგცემთ, თავისუფლად აირჩიოთ სასურველი მოდელი და მოარგოთ ბავშვის ოთახის ინტერიერს.

საბავშვო თეთრეული

აირჩიეთ რბილი, ჰაერგამტარი საბავშვო თეთრეული, რომელიც ბავშვის კანს არ გააღიზიანებს. თეთრეულის კომპლექტები, რომლებიც დამზადებული ბუნებრივი მასალისგან, მაგალითად, როგორიცაა ბამბა, ყველაზე უსაფრთხო და დელიკატურია.

როცა თეთრეულის  ნაკრებსაც აირჩევთ, არც საბნები და არც პლედები უნდა გამოგრჩეთ – ცივ ამინდებში დამატებითი სითბოს შესაქმნელად ყველაზე გამოსადეგი ნაკეთობაა.

ხალიჩები და საწოლის ფარდები

ოთახის საერთო სიმყუდროვის შექმნაში წვლილი ხელნაქსოვ ხალიჩებსდა დეკორატიულ ფარდებსაცშეაქვს. ამიტომ, როცა საქმე ამ მარტივ, თუმცა ფასეულ დეტალებამდე მივა, ლაბებე ბუტიკის მრავალფეროვან არჩევანში შეძლებთ იპოვოთ ისეთი მოდელი, რომელიც უფრო მეტად მოუხდება ოთახის ფერთა პალიტრას და სტილს.

დაკავშირებული პროდუქტები

საწოლის ფარდები
გაყიდვაშია
135 
საბავშვო კარადები
გაყიდვაშია
2,290  1,946 
საწოლის ფარდები
გაყიდვაშია
135 
საბავშვო კარადები
გაყიდვაშია
1,946 

მეტი სასარგებლო სტატიები

დაიცავით ბავშვი სიცხეში დისკომფორტისგან. გაიგეთ, რატომ არის მუსლინის საფენი, ბამბის ტანსაცმელი და ოთახის სწორი ტემპერატურა მშვიდი ძილის მთავარი საიდუმლო.
ეძებთ ყველაზე კომფორტულ და უსაფრთხო ეტლს? აღმოაჩინეთ რევერსული ეტლების ტოპ 4 მოდელი ლაბებე ბუტიკში. გაეცანით Peg Perego-ს და Britax Römer-ის პრემიუმ კოლექციებს.
უზრუნველყავით პატარას დაცულობა 360°-ით მბრუნავი საბავშვო ავტოსავარძლებით. შეარჩიეთ პრემიუმ ბრენდების უსაფრთხო ქარსითები ლაბებე ბუტიკის კოლექციიდან.