როგორ უნდა შეარჩიოთ მანქანის ბავშვის სავარძელი?

საგზაო მოძრაობის წესების სამყაროში, მანქანის სავარძლის არჩევა მშობელთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ქარსითი ყოველ მოგზაურობაში პატარების უსაფრთხოებას და კომფორტს უზრუნველყოფს.

ბავშვის დაბადებისთანავე ამ დამხმარე და საჭირო პროდუქტის ქონა ყველა მშობელს უმსუბუქებს საქმეს და ნერვიულობის დონეც იწევა, რადგან ბავშვი დაცულად მგზავრობს – ეს კი ყველაზე მთავარია.

საბავშვო პროდუქციის წინასწარ შეძენა და მოახლოებული სიხარულისთვის მზადება სასიამოვნო და ჟრიამულით სავსე პროცესია. თუ უკვე დაიწყეთ ფიქრი და ძებნა თქვენთვის სასურველი ნივთებისა, მაშინ, Labebe Boutique-ის ვებგვერდზე არაერთ სასარგებლო საბავშვო პროდუქტს აღმოაჩენთ, მათ შორის ქარსითების მრავალფეროვან არჩევანსაც.

სწორად შერჩეულ მანქანის სავარძელში ინვესტიციის ჩადებამდე, გარკვეული ნიუანსები და რჩევები უნდა გაითვალისწინოთ, რასაც ამ ბლოგში აღმოაჩენთ.

ქარსითის ზომები

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, შეიძინოთ ის საბავშვო სავარძელი, რომელიც მოერგება თქვენს მანქანას და შესაფერისია ახალშობილის საჭიროებებს. სამშობიაროდან გამოსვლისთანავე, მანქანით გადაადგილება და ქარსითი დაგჭირდებათ, რათა თქვენმა შვილმა უსაფრთხოდ იმგზავროს.

ლაბებეში მანქანის სავარძლების 3 ძირითად ტიპს ნახავთ. თითოეული მათგანი განკუთვნილია შესაბამისი წონისა და ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

ჯგუფი 0-ის ქარსითი გამოიყენება მოძრაობის საპირისპიროდ და განკუთვნილია 0-იდან 13 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის.

ჯგუფი 1უნივერსალური კატეგორიის კლასია, რომელიც მონტაჟდება Isofix-ისა და Top Tether-ის სამაგრებით. ამ ტიპის ქარსითი გამოიყენება სკამზე ინტეგრირებული ხუთ წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედებით. მოძრაობის მიმართულებით ან მის საპირისპიროდ დამონტაჟებული სავარძელი განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომელთა წონა 9-18 კგ-ია (1-დან 4 წლამდე).

ჯგუფი 2-3სიმაღლეში რეგულირებადი საზურგიანი სავარძლები განკუთვნილია პატარებისთვის, რომელთა წონა 15-იდან 36 კილოგრამამდე მერყეობს, ანუ დაახლოებით 3-იდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

აქედან გამომდინარე, უნდა შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური ვერსია, რომელიც ერთგულად მოგემსახურებათ ნებისმიერი მანძილის დაფარვაში.

უსაფრთხოების ფაქტორი

ლოგიკურია, რომ მანქანის სავარძლის უმთავრესი მიზანი ბავშვის დაცვაა ნებისმიერი შემთხვევითი შეჯახებისგან. სწორედ ამიტომ, მისი შეძენისას, უნდა გაითვალისწინოთ, გავლილი აქვს თუ არა ქარსითის ქრაშ (უსაფრთხოების) ტესტები.

ამ ტესტების წარმატებით გავლისა და მინიჭებული სერტიფიკატების დახმარებით, მშობელთათვის შერჩევის პროცესი გამარტივებულია.

ლაბებე ბუტიკში წარმოდგენილ საბავშვო ავტოსავარძლებს მინიჭებული აქვთ ევროპული სერტიფიკატი, როგორიცაა ECE R44/04. მაგალითად, Peg Perego-ს Primo Viaggio Lounge-მა ჯილდო მოიპოვა „საუკეთესო მანქანის სავარძელი ახალშობილებისთვის“ კატეგორიაში.

მანქანისა და ქარსითის თავსებადობა

მანამ, სანამ საბოლოოდ შეიძენთ ქარსითის, უნდა გაარკვიოთ, რამდენად ერგება თქვენი მანქანა კონკრეტულ სავარძელს. თუკი თქვენს ავტომობილს არ აქვს Isofix, მაშინ დაგჭირდებათ სპეციალური ბაზა – i-Size, რომელიც იდეალურად დაამაგრებს მანქანის სავარძელს და დისკომფორტს მთლიანად გაგიქრობთ.

ინსტალაციის ფაქტორი

თუკი ვსაუბრობთ მანქანისა და სავარძლის თავსებადობაზე, არ უნდა გამოგვრჩეს ინსტალაციის ფაქტორიც, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია, როცა მშობელი ქარსითის აქტიურად იყენებს ყოველდღიურობაში.

სწორად დამონტაჟებული სავარძელი უსაფრთხო მგზავრობას ნიშნავს. მისი გამოყენებისას აუცილებელია, რომ მშობელმა ყურადღება არ მოადუნოს და წესისამებრ დააყენოს. ერთი დეტალის გამორჩენამაც კი შესაძლოა არც თუ ისეთი კარგი შედეგი გამოიღოს.

ასე რომ, ქარსითის შეძენისას, ინსტრუქციის წაკითხვა რეკომენდებულიც და და სავალდებულოცაა, რადგან სხვადასხვა ბრენდის მოდელებს განსხვავებული ინსტალაციის წესები აქვს.

Isofic სისტემა მანქანის სავარძელს პირდაპირ ამაგრებს ავტომანქანის საყრდენ წერტილებზე, რაც ერთმნიშვნელოვნად მეტად უსაფრთხო და სტაბილური ინსტალაციაა.

რომელი ქარსითია თქვენთვის ყველაზე იდეალური?

ამ კითხვაზე პასუხი ერთგვაროვანი არ არის, რადგან ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. თუ ფიქრობთ, რომ ერთჯერადი ინვესტიციით უზრუნველყოთ თქვენი შვილის უსაფრთხოება, მაშინ, გადახედეთ ქარსითის ჯგუფს 1-2-3-ს. ბავშვის ეს ავტოსავარძელი ეტაპობრივად გაიზრდება თქვენს შვილთან ერთად.

ყიდვამდე უნდა დარწმუნდეთ, მაქსიმალურად ერგება თუ არა მანქანის სავარძელი ბავშვის საჭიროებებს; ქარსითიმ, მისი გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში პატარას უნდა შეუქმნას სრული კომფორტის განცდა და უსაფრთხოება.

ყველაზე საყურადღებო დეტალები მაინც შემდეგია: სიმაღლის რეგულირება სიტუაციისამებრ, ფეხების დასადებად საკმარისი სივრცე, სხვადასხვა პოზიციის რეგულირება და ბავშვისთვის უსაფრთხო მასალები.

ამ კრიტერიუმების, თქვენი სურვილისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, შეძლებთ აირჩიოთ ის მოდელი, რომელიც გჭირდებათ.

ბრენდის სანდოობის ფაქტორი

ყველა ვთანხმდებით, რომ სასურველი პროდუქტის შეძენამდე არა მხოლოდ მის მახასიათებლებს ვეცნობით, არამედ ბრენდის რეპუტაციასაც. და ამის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღება იოლიც ხდება, რადგან ხელთ ყველა საჭირო ინფორმაცია გვაქვს.

ლაბებეს ვებგვერდზე მანქანის სავარძლების კატეგორიაში 4 ბრენდს აღმოაჩენთ. თითოეული საბავშვო კომპანია ფოკუსირებულია უმაღლესის ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე და მათთვის პრიორიტეტი ბავშვის ჯანსაღი განვითარებაა.

ბრენდის რეპუტაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც უთუოდ გასათვალისწინებელია, როცა თქვენი ბავშვისთვის მანქანის სავარძელს არჩევთ. ქარსითი საკმაოდ თავისებური, სპეციფიკური პროდუქტია, რომელსაც დიდი რუდუნებით არჩევა სჭირდება.

საბოლოო ნაბიჯის გადადგმამდე, უნდა გაეცნოთ ბრენდს და მის პროდუქტს, რომელსაც ყიდულობთ – არის თუ არა იგი საფუძვლიანად დატესტილი და აკმაყოფილებს თუ არა უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს.

უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ მხოლოდ ბრენდის სანდოობის ფაქტორი არ არის ერთადერთი ინდიკატორი საბავშვო ნივთის არჩევისას.


ქარსითის დიზაინი

დიზაინის საკითხი მეტად პერსონალურია; ყველა მშობელს განსხვავებული მოთხოვნა და ინტერესი აქვს, რაც ქარსითის დიზაინსაც ეხება. თუ რომელი ფერი, რა მასალა გირჩევნიათ, თავად უნდა გადაწყვიტოთ.

თუმცა, ორი აზრი არ არსებობს, რომ ქარსითი უნდა იყოს გამძლე და ხარისხიანი; შეიძლებოდეს მისი ნაწილების მარტივად გაწმენდა ან/და გარეცხვა (მაგალითად, შალითასი). ლაბებეს პროდუქციის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი ისაა, რომ საბავშვო ეტლებისა თუ ქარსითების ჩარჩო მეტალის მასალისგანაა.

ყველა ზემო ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, მარტივად და თქვენთვის მოხერხებულად შეძლებთ აირჩიოთ საუკეთესო მანქანის საბავშვო სავარძელი, რომელიც წლების განმავლობაში შეუცვლელი დამხმარე იქნება და სიმშვიდის განცდას გაჩუქებთ.

თქვენი შვილისთვის მანქანის სავარძლის შეძენას ლაბებეს ვებგვერდზე შეძლებთ, სადაც ყველა ინფორმაცია დეტალურადაა აღწერილი ან მაღაზიაში, რომელიც ალ. ყაზბეგის #25-ში გელოდებათ ნაირნაირი არჩევანით.

დაკავშირებული პროდუქტები

მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,129 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,143 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
776 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
776 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,129 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,143 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
776 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
776 

მეტი სასარგებლო სტატიები

ამ ბლოგში ტოპ ბრენდების პროდუქციას აღმოაჩენთ, რომლის ხარისხი იმდენად გამორჩეულია, რომ ნივთის გამოყენება შესაძლებელია წლების განმავლობაში. 
მშობლები ყოველთვის ეძებენ საუკეთესო გზებს, რომ პატარებს შეუქმნან მათზე მორგებული გარემო როგორც განვითარებისთვის, ისე – სათამაშოდ. 
ლაბებეში დაგხვდებათ როგორც სტანდარტული სასეირნო ეტლები, ისე ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური ვარიანტებიც, რომელთა მწარმოებელი Peg Perego-ია, ერთ-ერთი წამყვანი იტალიური ბრენდი მსოფლიო მასშტაბით.