როგორ მოვაწყოთ სამეცადინო კუთხე ბავშვისთვის – მონტესორის ავეჯი

ახალ სასწავლო წელთან ახალი საზრუნავებიც ჩნდება, განსაკუთრებით პირველკლასელთა მშობლებისთვის. ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს სჭირდება სამეცადინო კუთხე, რომელიც მყუდრო საბავშვო ოთახში იქნება მოწყობილი. სწორად ორგანიზებული სასწავლო გარემო ბავშვის გუნება-განწყობაზე დადებითად მოქმედებს და უბიძგებს, შეისწავლოს და გამოიკვლიოს მისთვის ახალ-ახალი რამეები.

სამეცადინო კუთხის მოწყობა აუცილებელია, რადგან ეს ის ადგილია, სადაც ბავშვი დროის დიდ ნაწილს ატარებს და ვითარდება. ოთახში კონკრეტული წერტილის გამოყოფა კონცენტრაციის პრობლემასაც მოაგვარებს, რადგან პატარას ეცოდინება, რომ ის კუთხე სამეცადინოა და ხელის შემშლელი ფაქტორები არ შეაწუხებს.

მეცადინეობის თუ თამაშის დროს პატარას სჭირდება მაქსიმალურად კომფორტული, სასიამოვნო და მის საჭიროებებზე მორგებული სივრცე, რათა მეტი გულისყურით მიუდგეს საქმეს. ასეთი კუთხის შექმნა იწყება სწორად შერჩეული სამეცადინო მაგიდითა და სკამით. საბავშვო ავეჯი მთავარი ელემენტია და მნიშვნელოვანია ისეთის შერჩევა, რომელიც მოსწავლის ორგანიზმს მალევე არ გადაღლის.

როცა ბავშვი იაზრებს, რომ მას აქვს საკუთარი პირადი სივრცე, უფრო მოტივირებულია, რადგან შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად მოაწესრიგოს სამეცადინო მაგიდა. მონტესორის ავეჯი უალტერნატივო ინვესტიცია იქნება ბავშვის განათლებაში. 

მარია მონტესორის მიერ შემუშავებული სწავლების მეთოდით შექმნილი საბავშვო მერხი იდეალურია პირველი სამეცადინო კუთხის მოსაწყობად. აღნიშნული მეთოდი ყურადღებას ამახვილებს დამოუკიდებლობაზე, მოქმედების თავისუფლებასა და საგანმანათლებლო პროცესში ბავშვის ბუნებრივი ინტერესის გამოყენებაზე მის გარშემო არსებულ სამყაროზე.

სამეცადინო მაგიდის შემდეგ მეორე საჭირო ატრიბუტი ხის საბავშვო სკამია, რომელიც სასწავლო გარემოს უფრო სრულყოფილს გახდის. ამდაგვარი კომპლექტაციის წყალობით ბავშვს განუვითარდება კოგნიტიური უნარ-ჩვევები და უფრო საინტერესოდ წარიმართება როგორც სწავლის პროცესი, ისე – გართობის.

დაკავშირებული პროდუქტები

მარაგი ამოწურულია
ავეჯი მონტესორი
მარაგი ამოწურულია
483 
ავეჯი მონტესორი
წინასწარი შეკვეთით
725 
ავეჯი მონტესორი
წინასწარი შეკვეთით
681 
ავეჯი მონტესორი
წინასწარი შეკვეთით
1,479 
ავეჯი მონტესორი
გაყიდვაშია
703 
ავეჯი მონტესორი
გაყიდვაშია
447 
ავეჯი მონტესორი
გაყიდვაშია
578 
ავეჯი მონტესორი
გაყიდვაშია
1,340 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვის უსაფრთხო მგზავრობა მხოლოდ მანქანის ფრთხილად მართვით არ შემოიფარგლება. ის იწყება სწორად შერჩეული და დამონტაჟებული სამგზავრო სავარძლით
ქარსითი დაბადებიდან 4 წლამდე – Dualfix Pro უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხოებას, კომფორტსა და ყოველდღიურ სიმარტივეს. აღმოაჩინეთ, რატომ ირჩევენ მას მშობლები და როგორ დაგიცავთ ის ნებისმიერ სიტუაციაში მგზავრობისას.
ამ ბლოგში აღმოაჩენთ 9 მარტივ და აუცილებელ რეკომენდაციას, რომლებიც დაგეხმარებათ, უსაფრთხოდ იმგზავროთ შვილთან ერთად ისე, რომ მაქსიმალური კომფორტი გქონდეთ მთელ ოჯახს.