როგორ გავახაროთ ბავშვები საახალწლოდ?

არდადეგების პერიოდი ახლოვდება და მშობლებისთვის, ბებია-ბაბუისთვის არაფერია იმაზე მეტად გულთბილი, ვიდრე პატარას თვალებში სიხარულის ნაპერწკლების დანახვა, როცა ისინი განსაკუთრებულ საჩუქარს ხსნიან.

ამ ცნობისმოყვარე და ენერგიული პატარებისთვის იდეალური საჩუქრის გადაცემა ზოგჯერ გამოწვევას უდრის. თქვენი საახალწლო შოპინგი რომ ნამდვილი განტვირთვა იყოს და არ მოგიწიოთ დროის კარგვა რიგებსა და საცობებში, ამ საახალწლოდ Labebe Boutique სანტა კლაუსის ელფად გადაიქცა, რათა საჩუქრების შერჩევაში დაგეხმაროთ.

ხელნაქსოვი ხალიჩები

თუ თქვენი შვილი უკვე იმ ასაკშია, რომ ყველგან დაცოცავს და დროის დიდ ნაწილს იატაკზე ატარებს, მაშინ, ხელნაქსოვი ხალიჩა ამ სიტუაციისთვის ყველაზე მეტად მორგებული საჭიროებაა.

ესპანეთში დამზადებული ხალიჩების გარეცხვა სარეცხი მანქანითაც შეიძლება, რაც დროსაც დაგიზოგავთ და სრულ კომფორტსაც შეგიქმნით. სანამ ხალიჩა გასარეცხად იქნება, მანამდე პატარასთან თამაშსაც მოასწრებთ.

ხელნაქსოვი ხალიჩა თან ბავშვის ოთახის დეკორაციაა, თან – დაცულობის გარანტია. პატარა მცოცავისთვის ხალიჩის ფაფუკ ზედაპირზე კოტრიალი საყვარელი საქმიანობა გახდება.

წინსაფრები გემრიელად ჭამისთვის

ჭამის დროს თხუპნიაობაზე ლეგენდები რომ დადის, სრული ჭეშმარიტებაა. პატარებისა და უსასრულო რაოდენობის ნამცეცის სახალისო ურთიერთობა მშობლებისთვის კარგად ნაცნობი რუტინაა. ეს პროცესი რომ მაქსიმალურად მოსახერხებელი გახდეს, რბილი სილიკონისგან დამზადებული წინსაფრები აუცილებლად დაგეხმარებათ.

წინსაფრის რეგულირებადი შესაკრავი საშუალებას მოგცემთ, რომ ის დიდ ხანს გამოიყენოთ, მიუხედავად ასაკის მატებისა. მარტივად გასაწმენდი და გასარეცხი მასალისგან დამზადებული წინსაფარი დამჭერი ჯიბით ყველა სიტუაციაში ჭამას ერგება – სახლში ყოფნისას, სეირნობისას თუ მანქანაში.

ველო-ეტლი მეტი ბედნიერებისთვის

ზამთრის მზიან ამინდებში იმაზე უკეთესი არაფერი გვეგულება, ვიდრე საბავშვო ველო-ეტლით სეირნობაა. სამბორბლიანი ეტლი ბავშვის და მშობლის ყველა სურვილს აკმაყოფილებს; ფუნქციური, მსუბუქი, კომპაქტური ველოსიპედი არასდროსაა ზედმეტი ნივთი სახლში.

რეკომენდებული ველო-ეტლი გათვლილია 9 თვიდან 3 წლამდე, რითაც თქვენი პატარა ადრეულ ასაკშივე დაეუფლება ველოსიპედის მართვის ხელოვნებას და მომავალში მარტივად შეძლებს სტანდარტული ველოსიპედისთვის ალღოს აღებას.

თქვენი შვილის გახარება Labebe-სთან ერთად ყოველთვის მარტივია, რადგან ნებისმიერი სურვილი და ოცნება რეალობად გადაიქცევა. საუკეთესო საჩუქრები პატარებისთვის ისაა, რაც მათ ცნობისმოყვარე გონებას ააქტიურებს და მათ სახეზე ღიმილის ჰფენს.

დაკავშირებული პროდუქტები

ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
990 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
990 
ხელნაკეთი ხალიჩები
წინასწარი შეკვეთით
254 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
990 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
990 
ხელნაკეთი ხალიჩები
წინასწარი შეკვეთით
254 

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ ამოიცნოთ გაუწყლოების ნიშნები, რა უნდა ასვათ სიცხეში ბავშვს და როგორ აიცილოთ თავიდან დეჰიდრატაცია ზაფხულში.
როგორ ამოვიცნოთ ბორელიოზი ტკიპის ნაკბენის შემდეგ? გაიგეთ ექიმ გიორგი კამკამიძის რჩევები ლაიმის დაავადების სიმპტომებზე, სისხლის ტესტის ჩატარების წესსა და მკურნალობაზე.
იზრუნეთ პატარას უსაფრთხოებაზე დღესვე – დაათვალიერეთ უსაფრთხო ავტოსავარძლების კოლექცია Labebe Boutique-ის ვებგვერდზე.