რატომ უნდა შეიძინოთ საბავშვო მატრასი ლაბებეში?
ზაფხული ცვლილებებისთვის, გადაწყვეტილების მისაღებად და სიახლეებისთვის იდეალური დროა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე შვილს ეხება – ყველაზე სათუთ, ნაზ და პატარა არსებას, რომელიც ძალიან გიყვართ. ბავშვზე ზრუნვა ჯერ კიდევ იმ დროს იწყება, როცა ქალი ორსულადაა – საჭირო პროდუქტების შერჩევა და შეძენა, ოთახის მოწყობა და ათასი წვრილმანი.
შვილის ყოლა დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს, რომელიც მრავალ ასპექტს მოიცავს – ეს იქნება ბავშვის აღზრდა თუ მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა ჯანსაღი განვითარებისთვის, მშობლებს საკმაოდ ბევრი რამ მოეთხოვებათ.
თანამედროვეობაში საბავშვო ბრენდების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მშობლების დახმარება და მათთვის საზრუნავების შემსუბუქებაა. მათ შორისაა Plitex, ლეიბების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი მსოფლიოში 25 წელზე მეტხნიანი გამოცდილებით.
მატრასი ის დამატებითი საჭიროებაა, რომელიც საბავშვო საწოლს აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს. ავეჯთან შედარებით პატარებისთვის შექმნილი მატრასის არჩევა მარტივია. მთავარია, რომ გარკვეული კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.
ლაბებე ბუტიკი მუდმივად სთავაზობს მშობლებს წამყვანი ბრენდების ახალ-ახალ, ინოვაციურ პროდუქტებს, რომელთა აღმოჩენაც ექსკლუზიურად მხოლოდ აქ შეგიძლიათ.
თუ პატარას მოლოდინში ხართ ან შვილის ოთახის განახლებას იწყებთ, ამ ბლოგში Plitex-ის საბავშვო მატრასებზე მოგიყვებით და რჩევებს გაგიზიარებთ, რათა იპოვოთ ბავშვის საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო მატრასი.
რატომ ირჩევენ Plitex-ს?
როცა მშობელი ხარ, სამყაროს სხვანაირად უყურებ – აკვირდები დეტალებს, არკვევ ამა თუ იმ საკითხს და მხოლოდ დარწმუნების შემდეგ დგამ საბოლოო ნაბიჯს. ბავშვებს სჭირდებათ ჩვენი მზრუნველობა, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს გამოხატული. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი ის მოცემულობაა, როდესაც ეძებთ მსოფლიო დონის ბრენდს, რაც ცალსახად იმას ნიშნავს, რომ შვილისთვის მხოლოდ საუკეთესოს ირჩევთ.
იდეალური მატრასის აღმოჩენა Labebe-ში ძალიან მარტივია, რადგან აქ აღმოაჩენთ ბრენდის ყველანაირი ტიპის და საფასო კატეგორიის მატრასს. სასურველი მოდელის არჩევამდე უნდა დაფიქრდეთ რამდენიმე ფაქტორზე: რა ზომის და ფორმის ლეიბი გჭირდებათ, რომელი მასალებით უნდა იყოს დამზადებული.
Plitex გამორჩეული კომპანიაა, რომელიც ოჯახებს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის მატრასებს. ბრენდის შეუცვლელი ხარისხი და ერთგულება იმსახურებს მომხმარებლების ნდობას, რომელიც გამოიხატება მათ პროდუქციაზე არჩევანის გაკეთებით.
ბრენდი გარანტიას იძლევა, რომ მათ მიერ წარმოებულ მატრასებზე ძილი და დასვენება იქნება სრულფასოვანი და სასარგებლო თქვენი პატარის ჯანმრთელობისთვის.ამასთანავე, საბავშვო მატრასების წარმოებისთვის გამოყენებულ მასალებს გავლილი აქვს მკაცრი ჰიგიენური კონტროლი და გააჩნია ყველა საჭირო ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატები, მათ შორის ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული საერთაშორისო Eco-Tex Standard 100.
აქედან გამომდინარე, მშობლები თუ ის ადამიანები, რომლებიც საჩუქრად ეძებენ საბავშვო პროდუქციას, ირჩევენ Plitex-ს, რადგან უმაღლესი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასები და უსაფრთხო მასალები მის ნაწარმს ქმნის უკომპრომისო გადაწყვეტილებად.
Plitex-ის მატრასების მახასიათებლები
ძიების პროცესში აღმოაჩენთ, რომ არსებობს მატრასის ორი ტიპი: ორთოპედიული და ანატომიური, თუმცა რომელი გჭირდებათ თქვენ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივია – თუ გსურთ, რომ ჭკვიანური ინვესტიცია ჩადოთ მატრასის გამოყენების გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინ უნდა შეარჩიოთ ორმხრივი მოდელი.
ლაბებეს ასორტიმენტში იპოვით სხვადასხვა ზომის და ფორმის, გამოყენებული მასალების კომბინაციით დამზადებულ საბავშვო ლეიბებს. ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას მოგცემთ, რომ ყურადღებით შეარჩიოთ სასურველი მატრასი, რომელიც თქვენი შვილისთვის უზრუნველყოფს მშვიდ ძილს და ხერხემლის ჯანსაღ განვითარებას.
დაბადებიდან 10-12 თვემდე ახალშობილს მხოლოდ ორთოპედიული მატრასი სჭირდება, რომელსაც მაქსიმალურად მყარი და იდეალურად სწორი ზედაპირი აქვს. ეს რეკომენდაცია განპირობებულია ბავშვის ჯერ კიდევ რბილი ხერხემლის გამო.
მყარი მატრასი, რომლის ზედაპირი ქოქოსის და სიზალის მასალებისგანაა დამზადებული, ხელს უწყობს ხერხემლის საიმედოდ დაფიქსირებას, მის სწორ და სწრაფ ფორმირებასა და გამორიცხავს ფიზიკური ტრავმის მიღებას.
როცა ბავშვი წამოიზრდება, დასაშვები ხდება, რომ გამოიყენოთ შედარებით რბილი, ანუ ანატომიური მატრასი. ამ ტიპის საბავშვო მატრასი განკუთვნილია განვითარების შემდგომი ეტაპისთვის, როდესაც ბავშვის ხერხემალი იწყებს ჩვეული ფორმის მიღებას.
ანატომიური მატრასი იმეორებს სხეულის და ხერხემლის ფორმებს, რაც უდიდეს კომფორტს ანიჭებს პატარას. ასეთ პირობებში კი ჯანსაღი ძილის რეჟიმიც მყარდება და ბავშვიც ბევრად ენერგიულია. საბავშვო ანატომიური მატრასის ზედაპირი აუცილებლად უნდა იყოს დამზადებული ნატურალური ლატექსისგან.
Plitex მატრასების წარმოებისთვის იყენებს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ჰიპოალერგიულ მასალებს, როგორებიცაა ნატურალური ლატექსი, შემავსებელი, სიზალი, ანატომიური ლატექსი და სხვ. მატრასის შეძენისას მნიშვნელოვანია გამოყენებული მასალების ფაქტორის გათვალისწინება, რადგან მათზე დამოკიდებულია ნივთის ზოგადი ხარისხი და გამძლეობა.
ბრენდის საბავშვო მატრასების ასორტიმენტში მრავალ ვარიაციას აღმოაჩენთ – ზამბარიანს, უზამბაროს, ცალკეულად ორთოპედიულს ან ანატომიურს. ასეთი თავისუფლება არჩევანში მშობლებს მეტ დროს მოგცემთ დაფიქრებისთვის, რა საჭიროება აქვს თქვენს პატარას.
Plitex Orto Sleep პრემიუმ კლასის ორთოპედიულ-ანატომიური ზამბარიანი მატრასია, რომელიც გამოიყენება 3-იდან 10 წლის ასაკის ბავშვებში, რაც დიდი შეღავათია მშობლებისთვის, რადგან არ მოგიწევთ ხშირად მისი შეცვლა.
ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული მატრასი გარანტია იქნება იმისა, რომ მას რამდენიმე წელი გამოიყენებთ და ბავშვს შეუქმნით ისეთ გარემოს, რომელშიც ძილი თუ დასვენება ყოველთვის სასიამოვნო იქნება.
თუ გინდათ, რომ შერჩეული პროდუქტით მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ და თანაც დაზოგოთ ფინანსები, Labebe Boutique -ის ონლაინ მაღაზიაში თუ ფიზიკურ სივრცეში აუცილებლად იპოვით საბავშვო მატრასს, რომელიც შეგიმსუბუქებთ ყოველდღიურ საზრუნავებს.
ლაბებეში შოპინგი სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ – დაათვალიერეთ ბავშვის ლეიბების ნაირნაირი მოდელები, რომლებსაც ექსკლუზიურად მხოლოდ აქ აღმოაჩენთ. შეკვეთის განთავსებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, ხოლო შეძენილ ნივთს სასურველ მისამართზე 24 საათის განმავლობაში მიიღებთ.