რა უნდა იცოდეთ საბავშვო კომოდის შეძენამდე – გზამკვლევი
საბავშვო კომოდის გარეშე რთულია ბავშვის ოთახის წარმოდგენა. მისი კეთილმოწყობისას, მშობლები ხშირად პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც სთავაზობს როგორც შესანახ ადგილს, ასევე – ესთეტიკურ მიმზიდველობას. ბავშვის კომოდი ყველა აუცილებელ ნივთს იტევს და მეტად მარტივი გამოსაყენებელია.
ღამით, როცა ბავშვი ტირილით იღვიძებს და ტანსაცმლის გამოცვლა აუცილებელი ხდება, საბავშვო კომოდი გამოსაცვლელი მაგიდით ხელის ერთ გაწვდენაზეა. ეს კი იმაზე კომფორტულია, ვიდრე ჯერ ბავშვის კარადაში ქექვა და მერე ცალკე საწოლზე პამპერსის გამოცვლა.
ამ მხრივ, კომოდი დროის ეფექტურ მართვას გთავაზობთ, რათა სასურველ ამოცანას მალევე მიაღწიოთ. თქვენი შვილიც ბევრად მშვიდად იქნება და ძილის შებრუნებასაც უმალვე შეძლებს.
საუკეთესო ხარისხის საბავშვო კომოდის არჩევა გონივრულ ინვესტიციად ითვლება. კომოდს არ აქვს განსაზღვრული ასაკი და ბავშვის დაბადებიდან მის მოზარდობამდე კომფორტულად გამოიყენებთ ტანსაცმლისა თუ სხვა ნივთების შესანახად.
თუ მალე პატარას ელოდებით ან საბავშვო ავეჯის გამოცვლა გადაწყვიტეთ, ჩვენი ბლოგი მშვენიერი გზამკვლევი იქნება, რათა შეძენამდე ყველა ნიუანსი გაითვალისწინოთ.
საბავშვო კომოდის ტიპები
შვილის ოთახისთვის სილამაზისა და ფუნქციურობის მინიჭებისთვის ლაბებე ბუტიკში ორნაირ საბავშვო კომოდს აღმოაჩენთ. არჩევამდე კი უნდა განსაზღვროთ, თუ რა საჭიროებები გაქვთ დღის წესრიგში.
კომოდები გამოსაცვლელი დაფით
რაც შეეხება ბავშვის კომოდებს, რომლებიც გამოსაცვლელია დაფითაა, თქვენს ყოველდღიურობას სიმარტივის, კომფორტისა და პრაქტიკულობის შეგრძნებას შემატებს. ლაბებეში წარმოდგენილი კომოდები გამოსაცლელი მაგიდით გორგოლაჭებითაა, რაც იმას ნიშნავს, საწოლთან ახლოს განთავსებაა შესაძლებელი.
ბავშვის კომოდების ამ ტიპსაც 3-5 უჯრა აქვს და ნივთების შენახვა მარტივია. დროის გასვლასთან ერთად გამოსაცვლელ დაფას ახალი ფუნქცია ენიჭება – მოსახერხებელი თარო ხდება, სადაც ყველანაირი წვრილმანი თავს იყრის.
კომოდები გამოსაცვლელი დაფის გარეშე
ბავშვის ყოლა უკვე ნიშნავს, რომ სახლში ათასნაირი ნივთი იბუდებს და ტანსაცმლის რაოდენობა ორმაგდება. ეს სიტუაცია რომ მარტივად აღმოფხვრათ, კომოდი გამოსაცვლელი დაფის გარეშე იდეალური იქნება თქვენთვის. ასეთი კომოდი ტევადობით გამოირჩევა და ადგილის სიმცირე აღარ შეგაწუხებთ.
ალბათ, ყველა მშობელს გამოუცდია, როგორია, როცა შვილი ისე სწრაფად იზრდება, რომ ახალი ტანსაცმლის მოზომვასაც ვერ ასწრებენ. მართალია, ამ ტკბილ გულისწყვეტას ვერაფერი უშველის, მაგრამ იტალიური პრემიუმ ბრენდის Pali-ის კომოდების რამდენიმე უჯრა დახარისხების საშუალებას მოგცემთ.
საბავშვო კომოდი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ წესრიგი თქვენი შვილის ოთახში, რაც სასიამოვნო შვებაა ნებისმიერი მშობლისთვის. სხვადასხვა ტიპის ნივთებისთვის გამოყოფილი უჯრებით, თქვენს შვილს ადრეული ასაკიდანვე შეუძლია ორგანიზებულობა ისწავლოს.
ბავშვის კომოდების უპირატესობები
შესანახი სივრცე
ბავშვის კომოდებს არაერთი უპირატესობა აქვს და ოჯახურ იდილიას უფრო მყუდროს ხდის. თუმცა, კომოდის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ნივთების ორგანიზების ეფექტურობაა. ცალკეული უჯრით მოსახერხებელია ბავშვის ტანსაცმლის დახარისხება, რაც მოგვიანებით აადვილებს პოვნასაც.
უსაფრთხოება
უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია, როდესაც საქმე ბავშვთა ავეჯს ეხება. ლაბებეს საბავშვო კომოდები შექმნილია უსაფრთხოების ყველა სტანდარტის გათვალისწინებით. კომოდებს მომრგვალებული კუთხეები აქვს, რაც ბავშვის ფიზიკური დაზიანების რისკებს გამორიცხავს. როცა უსაფრთხოება დაცულია, მშობლები მშვიდად არიან, რადგან იციან, რომ მათი შვილი თამაშობს და ვითარდება უსაფრთხო გარემოში.
ზომები
სანამ უშუალოდ დიზაინის შერჩევაზე გადახვალთ, პირველი, რაც გასათვალისწინებელია, ოთახში არსებული სივრცეა. სივრცის გაზომვისას გაითვალისწინეთ სიმაღლე, სიგანე და სიღრმე, რათა ბავშვის კომოდი მოერგოს ოთახს ყოველგვარი გადატვირთულობის გარეშე. მაგალითად, Erbesi-ის Tato Bianco-ს გაბარიტული ზომებია 91x55x98.5. ამ ზომის კომოდი იდეალურად ერგება ნებისმიერი ფართობის ოთახს.
მრავალფეროვანი დიზაინი
ბავშვებისთვის განკუთვნილ კომოდებს ლაბებეს ვებგვერდზე სხვადასხვა დიზაინსა და სტილში აღმოაჩენთ. ონლაინ დათვალიერება გაგიადვილებთ ძებნის პროცესს და ისეთს იპოვით, რომელიც შეესაბამება ბავშვის ოთახის საერთო ინტერიერს.
მაგალითად, თუ კლასიკურ და დახვეწილ კომოდს ეძებთ, Gandylyan Arlando ზუსტად შეეფერება ამ კრიტერიუმებს. მასიური წიფლის ხისგან დამზადებული კომოდი ტევადი უჯრებითაა და თანამედროვე სტილსაც ერწყმის.
საბავშვო კომოდების მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ შექმნათ ოთახი, რომელიც თქვენი შვილის ხასიათს წარმოაჩენს და ორგანიზების შენარჩუნებით ჯადოსნურ ატმოსფეროს დაატრიალებს.
მასალები
გამძლეობის უზრუნველსაყოფად აირჩიეთ მყარი და ეკო-მეგობრული მასალები, როგორებიცაა მასიური ხე და მაღალი სიმკვრივის MDF-ის ფილა. ეს მასალები არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ ადვილად გასაწმენდიცაა.
უჯრის მექანიზმი
სავარაუდოდ, გეცნობათ ის მომენტი, როცა გეძინათ და უეცრად ჩუმმა ხმაურმა შეგაფხიზლათ – სწორედ ამის თავიდან ასარიდებლად, მოძებნეთ კომოდი, რომლის უჯრები გლუვი სრიალის მექანიზმით იწევა და ადვილად გამოსაყენებელი სახელურები აქვს. ეს დეტალები თქვენს შვილს გაუადვილებს თავის ნივთებზე დამოუკიდებელ წვდომას.
ბიუჯეტი
ყოველი შენაძენის წინ, ბუნებრივია, რომ ჩვენს ბიუჯეტს ვსაზღვრავთ – ზუსტად ეს გვეხმარება, რომ აღმოვაჩინოთ იმ მახასიათებლების პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება. არც კომოდებია გამონაკლისი. ლაბებეს საბავშვო კომოდები და გამოსაცვლელი დაფები ქვეკატეგორიაში ბიუჯეტის სხვადასხვა დიაპაზონში მრავალფეროვან პროდუქციას ნახავთ.
გაითვალისწინეთ, რომ მაღალხარისხიან პროდუქტში ჩადებული ინვესტიცია დაზოგავს თქვენს ბიუჯეტს გრძელვადიან პერსპექტივაში. მყარი საბავშვო კომოდი უფრო დიდ ხანს გაძლებს და ბავშვის ერთ-ერთი პირველი საკვლევი ობიექტიც გახდება.
ბავშვის ოთახისთვის შესაფერისი კომოდის არჩევა რომ გაგიმარტივეთ, ეწვიათ ლაბებე ბუტიკის ვებგვერდს, სადაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მეტად სასიამოვნო პროცესად იქცევა. არ დაგავიწყდეთ, რომ შეძენილ ნივთს 24 საათის განმავლობაში სასურველ მისამართზე მიიღებთ.