მოსეს კალათი – მყუდრო ბუდე ახალშობილთათვის


ახალშობილის სამყაროში მოვლენა დაუვიწყარი ემოციების კორიანტელს აყენებს ოჯახში. ამის შემდეგ იწყება სრულიად ახალი ეტაპი მშობლებისთვის – მუდმივი ფიქრი და ზრუნვა პატარა პიროვნებაზე, უმთავრესი საზრუნავი კი მისთვის კომფორტისა და უსაფრთხოების შენარჩუნება ხდება.

ახალშობილთა სიმყუდროვისთვის ერთ-ერთი ძვირფასი პროდუქტი მოსეს კალათია. ისტორიულ მოტივებზე შექმნილი, ხელით ნაქსოვი, თანამედროვე სტილის ბუდე-კალათი მყუდრო და უსაფრთხო საწოლია თქვენი შვილისთვის, რომელიც სითბოს ასხივებს თქვენთვის მნიშვნელოვან დღეებში.

მოსეს კალათი საშუალებას გაძლევთ, რომ პატარა მუდმივად თქვენთან ახლოს იყოს. თავისი სიმსუბუქით და პორტატიულობით მარტივად გადაადგილდება და მისი თან წაღება ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ.

კომპაქტური საწოლი დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან – პალმის ფოთლებისგან და წნულის ეფექტი აქვს. მოსეს კალათი არა მხოლოდ ფუნქციონალურია, არამედ ესთეტიკურად სასიამოვნოცაა და ბავშვის ოთახს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. თავისი თეთრეულის კომპლექტით და აქსესუარებით შეგიძლიათ შექმნათ მყუდრო და მაამებელი გარემო შვილისთვის.

მოსეს კალათის გამოყენება რომ უფრო მეტად იოლი და მოსახერხებელი იყოს, სპეციალურად შექმნილია სადგამი, რომელიც წიფლის ხისგანაა დამზადებული და მყარ კონსტრუქციას ქმნის.

ბავშვთა თანამედროვე პროდუქციით სავსე სამყაროში, მოსეს კალათის დახვეწილი და მინიმალისტური დიზაინი შეგვახსენებს, რომ ზოგჯერ უმარტივესი გადაწყვეტილებები ყველაზე ძვირფასი ხდება.

დაკავშირებული პროდუქტები

აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.
აღმოაჩინეთ Peg Perego Veloce – იტალიური საბავშვო ტრასნფორმერი ეტლი კომპაქტური შასით, კომფორტული აკვნითა და მანქანის სავარძლით.
ბავშვის პირადი სივრცის მოწყობა ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას. გაეცანით რჩევებს უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული გარემოს შესაქმნელად.