გოგორა – ქართული ბრენდი, რომელიც მონტესორის ავეჯს ქმნის
ბავშვზე მორგებულ გარემოზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ პატარაზე. საჭიროებებზე, ასაკსა და ინტერესებზე ადაპტირებულ გარემოს ბევრი უპირატესობა აქვს, რაც პირდაპირ აისახება ბავშვის ზოგად განვითარებაზე. ლაბებე ბუტიკში შეხვდებით პრემიუმ კლასის ბრენდების საბავშვო პროდუქციას, მათ შორის – ეკოლოგიურად სუფთა ავეჯსაც, რომელიც დიდ როლს თამაშობს მაშინ, როცა ვაწყობთ შვილის ოთახს.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ლაბებე და ქართული ბრენდი, გოგორა დამეგობრდნენ და ერთად თანამშრომლობენ ბავშვების უკეთესი მომავლის შექმნისთვის. გოგორა – ადგილობრივი ბრენდია, რომელიც 2021 წელს დაარსდა და ქართული ფოლკლორული თემატიკის ხის სათამაშოებსა და მონტესორის საბავშვო ავეჯს აწარმოებს. კომპანიის ღირებულებები ჰუმანიზმის, ინტელექტუალური სიღრმის, ხარისხის შეგრძნებისა და გარემოზე ორიენტაციის პრინციპებს ეფუძნება.
ამ ბლოგში სწორედ გოგორას პროდუქციას აღმოაჩენთ, რომელიც დამზადებულია ფუნქციონალურობის, ესთეტიკისა და მონტესორის ფილოსოფიის შერწყმით.
საბავშვო ავეჯი ხშირად ვიზუალზეა ორიენტირებული და ფუნქციონალურობით ჩამორჩება. გოგორა ამ მიდგომას ცვლის და ქმნის მარია მონტესორის ფილოსოფიაზე დაფუძნებულ ავეჯს, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიკურად მომხიბვლელია, არამედ პრაქტიკულიც. თითოეული ნივთი ბავშვის გაძლიერებაზეა ორიენტირებული – დამოუკიდებლობის წახალისება, კრეატიულობის განვითარება და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვიძება.
გოგორას მონტესორის ავეჯი განკუთვნილია ბავშვის პოზიტიური აღზრდით დაინტერესებული მშობლებისთვის, რათა პატარას შესთავაზონ ჯანსაღი, უსაფრთხო და განმავითარებელი ატმოსფერო, სადაც იგრძნობენ თავისუფლებას და მაქსიმალურად შეძლებენ საკუთარი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და დახვეწას. ეს ყველაფერი კი შესაძლებელია სპეციალური ავეჯით, რომელიც იქმნება ძველი, ნაცადი იდეებისა და თანამედროვე მიდგომების გაერთიანებით.
ბრენდის თითოეული ნაწარმი ქართული ხელოვნებასა და ინოვაციებზე გვიამბობს. თანამედროვე დიზაინისა და ტრადიციული ელემენტების გაერთიანებით, გოგორა იზიდავს მშობლებს არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გოგორა სწრაფად იქცა ხარისხის, შემოქმედებითისა და ზრუნვის სიმბოლოდ ბავშვთა ავეჯის არსებულ ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტები აკმაყოფილებს ევროპული დირექტივისა (2009/48/EC) და DIN EN71 სტანდარტებს. როცა ვირჩევთ შვილისთვის საუკეთესო ნივთებს, რომლებიც მან ყოველდღიურად უნდა გამოიყენოს, უსაფრთხოება მთავარ პრიორიტეტად იქცევა.
რა ხდის მონტესორის ავეჯს განსაკუთრებულს?
მონტესორის მეთოდი ფოკუსირებულია თვითმართვად სწავლაზე, პრაქტიკულ აქტივობებსა და ბავშვზე მორგებულ გარემოზე. გოგორას დიზაინები სრულად ასახავს ამ ფილოსოფიას და გვთავაზობს მაგიდებს, სკამებსა და თაროებს, რომლებიც შეესაბამება ბავშვების სიმაღლესა და საჭიროებებს, რაც ხელს უწყობს მეტ დამოუკიდებლობას.
გოგორა იყენებს ეკოლოგიურად სუფთა მასალებსა და დახვეწილ დიზაინს, რაც უზრუნველყოფს გამძლეობასა და გარემოს დაცვას. მისი პროდუქცია დამზადებულია ხარისხიანი ნედლეულისგან, რომელიც, ამასთანავე, სერტიფიცირებულია, რაც მეტად ზრდის უსაფრთხოების დაცულ ნორმებს. გოგორას თითოეულს ნივთს მომრგვალებული კუთხეები აქვს, დაფარულია არატოქსიკური საფარით და გამოირჩევა სტაბილური სტრუქტურით, რაც მშობლებს სიმშვიდეს ანიჭებს.
ქართული წარმოების მონტესორის ავეჯი ადვილად ერგება ბავშვების ზრდისა და ინტერესების ცვლილებას, რაც მონტესორის მეთოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ასპექტია.
გოგორას ავეჯი, რომელსაც ლაბებეში აღმოაჩენთ
Labebe Boutique-ის ვებგვერდზე აღმოაჩენთ გოგორას არაერთ პროდუქტს დაწყებული თაღოვანი სკამით და დამთავრებული სასწავლო კოშკით. თითოეულს თავისი დატვირთვა და მიზანი აქვს, თუმცა ყოველი მათგანი ორიენტირებულია პატარების ჯანსაღ განვითარებაზე ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.
საცოცი თაღი
ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარება ყოველთვის ადრეულ ეტაპზე იწყება და აუცილებელია, რომ მშობლებმა დროულად აუწყოთ ფეხი ამ პროცესებს და შვილს შესთავაზოთ ისეთი რამ, რაც მას დააინტერესებს, გაართობს და შეასწავლის ახალ რამეებს.
ასეთი, მაგალითად, გოგორას ასორტიმენტიდან საცოცი თაღია, რომელსაც არაერთი დანიშნულება შეიძლება გამოუძებნოს თქვენმა პატარამ 6 თვიდან 8 წლის ასაკამდე, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. იქნება ეს ფეხბურთის სათამაშოდ გადაქცეული თაღი კარად თუ უბრალო ხიდად – პროდუქტი ბავშვს დაეხმარება ფანტაზიის განვითარებაში, სხვადასხვა თამაშის მოფიქრებასა და, უბრალოდ, დროის სახალისოდ გაყვანაში.
საცოცი სამკუთხედი
პიკლერის სამკუთხედი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი პროდუქტია, რომელიც პირველად ემი პიკლერმა 1930 წელს შესთავაზა მშობლებსა და აღმზრდელებს. საცოცი სამკუთხედი იდეალურია არჩევანია, თუ ეძებთ ისეთ ავეჯს, რომელიც პატარას ფიზიკურად გააძლიერებს, ხოლო ცნობისმოყვარეობას გაუზრდის.
გოგორას საცოცი სამკუთხედი პიტერ ანგლეას მოდელის მიხედვითაა დამზადებული, რომელიც მარტივად იკეცება და გამოირჩევა მყარი კონსტრუქციით (მაქსიმალური დატვირთვა 50 კგ-ია). აღნიშნული სამკუთხედის ფიგურებიანი ჭრა ხელს უწყობს განსხვავებული ფორმების შეცნობას, რაც ავითარებს ბავშვის სენსორულ გამოცდილებას, ხოლო დაფის მხარეს კი შესაძლებელია ჩამოსრიალება.
ჩამოსასრიალებელი დაფა
თაღისა და სამკუთხედის განუყრელი მეგობარი მონტესორის ჩამოსასრიალებელი დაფაა, რომელიც ძირითადად ამ ორ პროდუქტთან ერთად გამოიყენება. დაფა უზრუნველყოფს როგორც ფიზიკურ განვითარებას, ისე – პრობლემების გადაჭრის უნარის გამომუშავებას.
გარდა ამისა, ჩამოსასრიალებელ დაფასთან ერთად თამაში ბევრად მრავალფეროვან იდეებს აჩენს პატარების გონებაში, რითა ყოველი გართობა წინაზე განსხვავებული, სასიამოვნო და ნაყოფიერი ხდება. დაფა რეკომენდებულია 10 თვიდან 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის და სრულად ფარავს მათ განვითარების ეტაპებს.
ლაბებეში იპოვით ჩამოსასრიალებელი დაფის 4 ვარიანტს განსხვავებული ზომებით. ამასთანავე, ისეთ მოდელსაც, რომელსაც ღრუბლის ფორმის საფეხურები აქვს. მონტესორის დაფის ერთ მხარეს იდეალურად დამუშავებულია სწორი ზედაპირია, რომელიც სასრიალოდ გამოიყენება, ხოლო მეორე მხარე განკუთვნილია ასაცოცებლად.
სასწავლო კოშკი
მონტესორის სასწავლო კოშკი მშობლების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია, რომელსაც გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. კოშკის სისტემატურად გამოყენება ხელს უწყობს ბავშვის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, თვითდაჯერებულობას, რაც პირდაპირ აისახება თამაშის ვარიაციებზე.
სასწავლო კოშკის გამოყენება შესაძლებელია აბაზანაში ხელ-პირის დასაბანად, სამზარეულოში, მაგიდასთან და სხვ. ეს ყველაფერი კი ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია მშობლების დახმარების გარეშე – საფეხურებიანი კოშკი ეხმარება, რომ სასურველ სიმაღლეზე აძვრეს და თავად გააკონტროლოს სიტუაცია, წარმართოს პროცესი.
ამ და სხვა მონტესორის ბავშვთა ავეჯის აღმოჩენა labebe-ის ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად. შეარჩიეთ შვილისთვის მასზე მორგებული პროდუქტი, რომელიც ბავშვობის მთელ პერიოდს გაუფერადებს, განავითარებს მის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.
გოგორას არჩევა ნიშნავს მეტს, ვიდრე ავეჯის შეძენას – გონივრული ინვესტიციის ჩადება პრემიუმ კლასის ნაწარმში უტოლდება თქვენი შვილის უკეთესი მომავლის შექმნას.