მასტურბაცია ბავშვებში – რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა?


ბავშვის ზრდასთან ერთად ჩნდება კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემა მშობლებისთვის ხშირად არც ისე მარტივია. საკუთარი სხეულის მიმართ ინტერესი, მასტურბაცია, კითხვები ბავშვის გაჩენასა და სხეულის ცვლილებებზე სქესობრივი განვითარების ბუნებრივი ნაწილია. მნიშვნელოვანია, მშობელმა ამ თემებზე მშვიდად, ასაკის შესაბამისად და სანდო ინფორმაციით ისაუბროს.

ფსიქოლოგი ხათუნა ხაჟომია აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში მასტურბაცია ნორმალური მოვლენაა და მას როგორც გოგოები, ისე ბიჭები მიმართავენ. ეს შეიძლება საკუთარი სხეულის უკეთ შეცნობის ერთ-ერთი საშუალებაც იყოს.

მთავარი საკითხი თავად ქცევა კი არა, მისი გავლენაა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. თუ ის ხელს არ უშლის სწავლას, სკოლაში სიარულს, მეგობრებთან ურთიერთობასა და სხვა აქტივობებს, მშობლისთვის შეშფოთების მიზეზი, როგორც წესი, არ არსებობს. ამასთან, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი ინტიმური ქცევა პირად სივრცეს ეკუთვნის.

მნიშვნელოვანია, მშობელმა ბავშვის სხეულის მიმართ ინტერესს სირცხვილის ან დასჯის მიზეზად არ შეხედოს. მშვიდი რეაქცია და პირადი საზღვრების სწავლება ბავშვს ეხმარება, საკუთარი სხეული ჯანსაღად აღიქვას. თუ ქცევა იმდენად ხშირი ხდება, რომ ყოველდღიურ საქმიანობას აფერხებს ან ბავშვს დისკომფორტს უქმნის, უკვე ღირს სპეციალისტთან კონსულტაცია.

„როგორ ჩნდებიან ბავშვები?“

ეს კითხვა შესაძლოა საკმაოდ ადრეულ ასაკშიც გაჩნდეს. ასეთ დროს საუკეთესო მიდგომაა ბავშვისთვის სიმართლის თქმა მისი ასაკისა და განვითარების შესაბამისად. პატარა ბავშვს არ სჭირდება რთული ბიოლოგიური დეტალები, თუმცა არც ზღაპრული პასუხებია აუცილებელი.

საბავშვო ბაღის ასაკში საუბარი შეიძლება შეეხოს სხეულის ნაწილებს, ოჯახს, სიყვარულს, ჩახუტებას, პირად სივრცესა და იმას, რომ ბავშვი დედის მუცელში იზრდება. ასაკის მატებასთან ერთად ინფორმაცია ეტაპობრივად უნდა გახდეს უფრო კონკრეტული.

დაახლოებით 10–12 წლის ასაკში უკვე შესაძლებელია საუბარი მენსტრუალურ ციკლზე, კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდზე, განაყოფიერებასა და ორსულობაზე. მნიშვნელოვანია, ბავშვმა მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, რომელიც მისთვის გასაგები ენით არის მიწოდებული.

გახსოვდეთ, რომ სექსუალური განათლებაზე საუბარი ერთჯერადი არ არის. ის ბავშვის ზრდასთან ერთად ეტაპობრივად ვითარდება და მოიცავს სხეულის, ემოციების, პირადი საზღვრების, ურთიერთობებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცოდნას.

მშობლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი კი შეიძლება მარტივი იყოს – ბავშვის კითხვებს შიშითა და უხერხულობით კი არა, მშვიდად და გულწრფელად უნდა ვუპასუხოთ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 110 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
615 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
895 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
895 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
ორსართულიანი საწოლები
გაყიდვაშია
2,124 ₾

მეტი სასარგებლო სტატიები

აღმოაჩინეთ ევროპული ბრენდების 3 მსუბუქი ეტლი მოგზაურობისთვის: Peg Perego Volo, Foppapedretti Ciao და Inglesina QUID3. გაიგეთ მათი მთავარი განსხვავებები და შეარჩიეთ თქვენი შვილისთვის იდეალური მოდელი.
სამშობიარო ჩანთის ჩექლისტი მომავალი დედებისთვის. გაიგეთ, რა ნივთები უნდა მოამზადოთ ახალშობილისთვის, საკუთარი თავისა და მშობიარობის დღისთვის.
როგორ შევხვდეთ ბავშვის დაბადებას მშვიდად? სანდრა რულოვსის რჩევები ფსიქოლოგიურ მზაობაზე, სტრესის მართვასა და წყვილის ურთიერთობის ჰარმონიაზე.