ბავშვთა სამყაროს ორბორბლიანი მეგობრები


ბავშვთა სამყარო დღითიდღე ფართოვდება და საინტერესო აქტივობებიც არასდროს ილევა. ყოველი ბავშვი სიახლისკენ და ონავრობისკენ მიილტვის – ერთ ადგილას გაჩერება ხომ მოსაწყენია?!

სწორედ მშობლებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ პატარების ყოველდღიურ ჟრიამულს ორბორბლიანი, ეკო-მეგობრული საოცრებებით – საბავშვო სკუტერებით და ბალანს ველოსიპედებით, რომლებიც ინოვაციური გარღვევაა ბავშვის ჯანსაღი აღზრდის მოდულში. ტრანსპორტის ეს სახეობები გათვლილია პატარების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, რომელსაც თამაშ-თამაშით აღწევენ.

უპედლო ველოსიპედი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ თქვენმა პატარამ ისწავლოს სხეულის ბალანსი და კოორდინაცია, სანამ უფრო დიდ ველოსიპედზე გადავა. უპედლო ველოსიპედით სეირნობა მოსამზადებელი ეტაპია, რა დროსაც ბავშვი თავის პირველ ნაბიჯებს დგამს – სწავლობს წონასწორობის შენარჩუნებას, დამუხრუჭებასა და საგზაო წესებს.

ველოსიპედის მსგავსად, სკუტერიც დიდ როლს თამაშობს ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარებაში. ქარისგან აწეწილი თმით და მომატებული ადრენალინით ისინი სწავლობენ საჭის მართვას და სხვადასხვა მანევრს. სკუტერი ისეთი გამოსადეგი ნივთია, რომელსაც ბავშვი ნებისმიერ სეზონზე ხელს ჩაჰკიდებს და ეზოში იშრიალებს, რაც ვარჯიშის და გართობის იდეალური ნაზავია.

ამ ორბორბლიანთა კიდევ ერთი საუკეთესო მხარე ეკოლოგიურობაა; მათი გამოყენებით თქვენი შვილი ბუნებასაც არ დააზიანებს და საათობითაც სუფთა ჰაერზე ილივლივებს.

დაკავშირებული პროდუქტები

ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
367 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
367 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
285 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
367 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
367 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
285 

მეტი სასარგებლო სტატიები

სათამაშოს არჩევის პროცესში ვიზუალური ეფექტი არ უნდა გახდეს მთავარი კრიტერიუმი. გაიგეთ, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები და როგორ ავირჩიოთ სათამაშო, რომელიც ბავშვის რეალურ განვითარებას ემსახურება
Britax Römer – მსოფლიოს ლიდერი საბავშვო უსაფრთხოების ტექნოლოგიებში. აღმოაჩინეთ Smile 5Z სამეული ეტლი, რომელიც აერთიანებს გერმანულ ხარისხს, კომფორტსა და სანდოობას. შეარჩიეთ Labebe Boutique-ში და ისარგებლეთ მარტივი ონლაინ შოპინგით მთელი საქართველოს მასშტაბით.
აღმოაჩინეთ, რატომ არის სეირნობა და ბუნებაში თამაში აუცილებელი ბავშვის განვითარებისთვის – მოტორიკის, წარმოსახვისა და ემოციური ბალანსის გაძლიერების ბუნებრივი გზა