რატომაა აუცილებელი ბავშვისთვის ბუნებაში ყოფნა

ბავშვობა ის დროა, როცა სამყაროს შესწავლა ყველა გრძნობით მიმდინარეობს: ყურებით, შეხებით და სუნთქვითაც კი. და თუ არსებობს ადგილი, რომელიც ბუნებრივად ასწავლის ბავშვებს სენსორულ აღქმას, მყარ სოციალურ ურთიერთობებსა და საკუთარ თავთან კავშირს, ეს უდავოდ ბუნებაა.

სეირნობა და თამაში ღია სივრცეებში ავითარებს ბავშვის მოტორულ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს; აძლიერებს კუნთოვან სისტემას და წონასწორობის შეგრძნებას. ბუნებრივი ზედაპირები, როგორებიცაა ბალახი, ქვები, გრუნტი – საუკეთესო სავარჯიშო სივრცეა, სადაც თითოეულ ნაბიჯს ბავშვი დამოუკიდებლობისკენ მიჰყავს.

დღეს, როცა ბავშვები გადატვირთულ გრაფიკსა და ეკრანებს შორის ცხოვრობენ, ბუნება ხსნის ფიზიკურ და ემოციურ დაძაბულობას. ერთი უბრალო სეირნობა, მზის სხივებზე  თვალის მოჭუტვა ან ტბის სიჩუმით ტკბობა საკმარისია, რომ ბავშვმა თავი თავისუფლად იგრძნოს.

ბუნება სავსეა გამოცანებით: რა ფერისაა ხე ზამთარში? საიდან ისმის ჭრიჭინების ხმა? რატომ ცვივა ფოთლები? – ეს კითხვები ბუნებრივად ბადებს ცნობისმოყვარეობას და ხელს უწყობს კრეატიული აზროვნების განვითარებას. ღია სივრცეში თამაში ავითარებს ბავშვის წარმოსახვას და პატარას შეუძლია წარმოიდგინოს, როგორ გადაიქცევა ფოთლები ჯადოსნურ თეფშებად, ლოდები და ქვები – ციხე-სიმაგრედ, მდინარე თუ ტბა – აუღებელ ბარიერად ხალხის გმირისთვის.

ბუნებასთან თანაცხოვრება ბავშვებში აყალიბებს პატივისცემას სხვა არსებების მიმართაც. ჩიტის პატარა ბუდეზე დაკვირვება ან მცენარის ზრდის დანახვა ქმნის იმ საფუძველს, რომ პატარებმა პასუხისმგებლობით მოეპყრონ გარშემო არსებულ გარემოს და ადამიანებს.

როგორ შეგიძლიათ სეირნობა ბუნებაში ოჯახის რიტუალად?

  • ჩანიშნეთ ბუნების დღეები – თუნდაც კვირაში ერთხელ;
  • მოერიდეთ მკაცრ გეგმას – მიეცით თქვენს პატარას თავისუფლება ძიებისა და აღმოჩენისთვის;
  • და, რაც მთავარია, თქვენც ითამაშეთ, რადგან ბუნებაში გასვლის სიხარულს ასაკი არ აქვს.

ბუნებაში ბავშვები არა მხოლოდ თამაშობენ, არამედ სწავლობენ, იზრდებიან და ემზადებიან იმ დიდ სამყაროსთვის, რომელიც წინ ელოდებათ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 110 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
615 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
895 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
895 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
ორსართულიანი საწოლები
გაყიდვაშია
2,124 ₾

მეტი სასარგებლო სტატიები

სამშობიარო ჩანთის ჩექლისტი მომავალი დედებისთვის. გაიგეთ, რა ნივთები უნდა მოამზადოთ ახალშობილისთვის, საკუთარი თავისა და მშობიარობის დღისთვის.
როგორ შევხვდეთ ბავშვის დაბადებას მშვიდად? სანდრა რულოვსის რჩევები ფსიქოლოგიურ მზაობაზე, სტრესის მართვასა და წყვილის ურთიერთობის ჰარმონიაზე.
ბავშვის პირადი საზღვრები ადრეული ასაკიდან ყალიბდება. გაიგეთ, როგორ ესაუბროთ შვილს უსაფრთხო შეხებაზე, საიდუმლოებზე და რატომ უნდა იყოს მისი „არა“ ყოველთვის გათვალისწინებული.