ბავშვთა სამყაროს ორბორბლიანი მეგობრები


ბავშვთა სამყარო დღითიდღე ფართოვდება და საინტერესო აქტივობებიც არასდროს ილევა. ყოველი ბავშვი სიახლისკენ და ონავრობისკენ მიილტვის – ერთ ადგილას გაჩერება ხომ მოსაწყენია?!

სწორედ მშობლებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ პატარების ყოველდღიურ ჟრიამულს ორბორბლიანი, ეკო-მეგობრული საოცრებებით – საბავშვო სკუტერებით და ბალანს ველოსიპედებით, რომლებიც ინოვაციური გარღვევაა ბავშვის ჯანსაღი აღზრდის მოდულში. ტრანსპორტის ეს სახეობები გათვლილია პატარების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, რომელსაც თამაშ-თამაშით აღწევენ.

უპედლო ველოსიპედი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ თქვენმა პატარამ ისწავლოს სხეულის ბალანსი და კოორდინაცია, სანამ უფრო დიდ ველოსიპედზე გადავა. უპედლო ველოსიპედით სეირნობა მოსამზადებელი ეტაპია, რა დროსაც ბავშვი თავის პირველ ნაბიჯებს დგამს – სწავლობს წონასწორობის შენარჩუნებას, დამუხრუჭებასა და საგზაო წესებს.

ველოსიპედის მსგავსად, სკუტერიც დიდ როლს თამაშობს ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარებაში. ქარისგან აწეწილი თმით და მომატებული ადრენალინით ისინი სწავლობენ საჭის მართვას და სხვადასხვა მანევრს. სკუტერი ისეთი გამოსადეგი ნივთია, რომელსაც ბავშვი ნებისმიერ სეზონზე ხელს ჩაჰკიდებს და ეზოში იშრიალებს, რაც ვარჯიშის და გართობის იდეალური ნაზავია.

ამ ორბორბლიანთა კიდევ ერთი საუკეთესო მხარე ეკოლოგიურობაა; მათი გამოყენებით თქვენი შვილი ბუნებასაც არ დააზიანებს და საათობითაც სუფთა ჰაერზე ილივლივებს.

დაკავშირებული პროდუქტები

ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
367 ₾
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

ენურეზი ბავშვებში – რა იწვევს ღამით უნებლიე შარდვას, როდის არის მდგომარეობა საყურადღებო და რა ასაკში უნდა მივმართოთ უროლოგს? გაეცანით უროლოგის, დავით ქოჩიაშვილის რეკომენდაციებს.
ეძებთ მოზარდისთვის საუკეთესო საწოლს? Labebe Boutique-ში დაგხვდებათ Interbeds-ის მრავალფეროვანი კოლექცია – ხის, უჯრებიანი, ორსართულიანი და გამორჩეული დიზაინის საწოლები.
როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.