აღმოაჩინეთ პრემიუმ კლასის საკვები სკამები Peg Perego -სგან


Labebe Boutique-ის მრავალფეროვან ასორტიმენტში შეძლებთ აღმოაჩინოთ საკვები სკამები, რომლებიც პრემიუმ კლასის ბრენდებისგანაა წარმოებული და, ამასთანავე, სერტიფიცირებული, რაც ნივთს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ბავშვები 6 თვის ასაკიდან იწყებენ სხვადასხვა საკვები პროდუქტის გასინჯვას და უმჯობესია, რომ სწორედ ამ დროს იზრუნოთ მაღალი სკამის ქონაზე.

ბავშვის მხარდაჭერა არა მხოლოდ ადამიანური რესურსით, არამედ თანამედროვე ავეჯითაც შეგიძლიათ. დღესდღეობით საბავშვო ბრენდები ქმნიან ისეთ ნაწარმს, რომელიც ამარტივებს მთელი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას. ამიტომ, როცა ინვესტიციას დებთ ნივთებში, რომლებიც თქვენმა შვილმა უნდა გამოიყენოს, ყურადღება მიაქციეთ მწარმოებელ კომპანიას, ხარისხსა და უპირატესობებს.

ამ ბლოგში აღმოაჩენთ იტალიური ბრენდის Peg Perego-ის ბავშვის საკვებ სკამებს, რომლებიც ელეგანტური დიზაინით, კონცეფციით, გამოყენებული მასალებითა და ფუნქციურობით გამოირჩევა.


Peg Perego – მსოფლიო დონის ბრენდი

Peg Perego იტალიური კომპანიაა, რომელიც 1949 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და გამოირჩევა საბავშვო ეტლებისა და საკვების სკამების დიზაინით. კომპანიამ პირველად გამოიყენა მორეზინებული ქსოვილი თავის ყველა საბავშვო პროდუქციის დასამზადებლად, რაც მანამდე შეზღუდული იყო მაღალი ღირებულების გამო. ავანგარდულობამ, დროთა განმავლობაში ბაზრის ცვლილებებისადმი ყურადღების მიქცევამ და შორსმჭვრეტელობამ შექმნა წარმატებული პრემიუმ ბრენდი, რომელიც დღეს მშობლების ფავორიტია.

იტალიური მწარმოებლის საბავშვო საკვები სკამები რამდენიმე კოლექციადაა დაყოფილი და ოჯახებს ყველა იმ საჭირო ფუნქციონალს სთავაზობს, რაც კომფორტულ და უსაფრთხო კვებასთანაა დაკავშირებული.

Prima Pappa-ის საკვები სკამი და შეზლონგი

Peg Perego Prima Pappa კომპაქტური და პრაქტიკული კოლექციაა, რომელიც გთავაზობთ საკვები სკამის მოდელებს, რომლებიც შექმნილია ჩვილების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რაც ერთდროულად უზრუნველყოფს კომფორტს როგორც მშობლებისთვის, ასევე პატარებისთვის.

Prima Pappa Follow Me-ის სკამ-მაგიდა მობილური და მარტივად გამოყენებადი პროდუქტის ნაზავია. იმ მშობლებისთვის, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ, ეს კოლექცია საუკეთესო არჩევანი იქნება, რადგან სთავაზობს გაცილებით მეტ პრაქტიკულობას, ვიდრე სტანდარტული სკამები. ეს კოლექცია ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი საკვები სკამების გაერთიანებაა Peg Perego-ის პროდუქციაში – იწონის მხოლოდ 7,6 კილოგრამს. მისი კომპაქტური დიზაინი აადვილებს მანევრირებას, განსაკუთრებით – მცირე ზომის სახლებში.

როგორც სახელიდან ჩანს, Follow Me აღჭურვილია 4 გორგოლაჭით, რაც შესამჩნევად აადვილებს მის სახლში გადაადგილებას. ბორბლები შექმნილია სამუხრუჭე, ჩამკეტი მექანიზმით, რაც მშობლებს საშუალებას აძლევს, სკამი ოთახებს შორის ძალისხმევის გარეშე გადაანაცვლონ.

საბავშვო საკვებ სკამს Peg Perego Prima Pappa Follow Me სიმაღლის 7, საზურგისა და ფეხის სადგამის 3-3 დონე აქვს, რაც სკამს მრავალმხრივს ხდის და მისი რეგულირება შეგიძლიათ სხვადასხვა სიმაღლის მაგიდასთან ან თუნდაც იატაკის დონემდე. ეს მაღალი სკამი იდეალურია კვებისთვის, ძილისთვის ან დასვენებისთვის. შეზლონგად გადაქცევის ფუნქციის წყალობით, სკამ-მაგიდის გამოყენება დაბადებიდანაც შეგიძლიათ.


Tatamia Follow Me – მულტიფუნქციური სკამ-მაგიდა

Peg Perego საბავშვო ნაწარმის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ერთ-ერთი უპირატესობაა, თუ რის გამოც ირჩევენ მშობლები იტალიურ ბრენდს. არც ჩვილის საკვები სკამებია გამონაკლისი: ლაბებეში იპოვით ერთმანეთისგან განსხვავებულ სამ კოლექციას, თუმცა სამივე მათგანი იდეალური შენაძენი იქნება, რომელსაც წლები შეუფერხებლად გამოიყენებთ.

Tatamia Follow Me მრავალფუნქციური 3-1-ში მაღალი სკამია, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ, როგორც საკვები სკამი, შეზლონგი და საქანელა. მოდელი შექმნილია ბავშვის განვითარების ეტაპებზე დაყრდნობით და შესაფერისია დაბადებიდან 3 წლამდე, რაც მას ძალიან მრავალმხრივ და გონივრულ ინვესტიციად აქცევს.

სკამს აქვს 9 რეგულირებადი სიმაღლე, ფეხის ანატომიური გამყოფი და შესანახი ჯიბე. საკვები სკამი Tatamia-ის კოლექციიდან აღჭურვილია რწევის მექანიზმით, რომლითაც მარტივად შეძლებთ ბავშვის დამშვიდებასა და დაძინებას. გარდა ამისა, 6-ბორბლიანი სკამი Stop&Go სამუხრუჭე ბლოკირების სისტემით საშუალებას გაძლევთ მარტივად გადაადგილდეთ სახლში, ისე, რომ იატაკი არ გაკაწროთ.

Tatamia Follow Me სკამი ადვილად იწმინდება, ვინაიდან დამზადებულია ეკო ტყავისგან და აქვს ორმაგი მოსახსნელი დაფა, რომლის გარეცხვაც ნებადართულია. მაღალი სკამის მნიშვნელოვანი მახასიათებლებს შორის 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედიც და ფართო, სტაბილური საყრდენიც შედის, რაც თქვენს პატარას მაქსიმალურად დაიცავს ჭამის, თამაშისა ან ძილის დროს.


Peg Perego Siesta Follow Me

Peg Perego Siesta Follow Me – მრავალფუნქციური მაღალი სკამი, რომელიც გაიზრდება თქვენს შვილთან ერთად დაბადებიდან ადრეულ ბავშვობამდე. წინა კოლექციის მოდელების მსგავსად, სიესტასაც აქვს 9 რეგულირებადი სიმაღლე. სიმაღლის მორგება განსაკუთრებული შესაძლებლობაა, რომელსაც საბავშვო სკამი გაძლევთ, რადგან ინდივიდუალურად შეგიძლიათ მიუდგეთ შვილის განვითარების ყოველ ეტაპს.

მისი ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქციაა Follow Me System, რომელიც გულისხმობს მორეზინებულ გორგოლაჭებს დამატებით Stop-and-Go დამუხრუჭების მექანიზმით. ასეთ კონცეფციის საბავშვო საკვები სკამი ნებისმიერ მშობელს გაუმარტივებს რუტინას და დასვენებისთვის უფრო მეტ დროს მისცემს.

Siesta-ის სკამ-მაგიდას, გარდა მოსახსნელი ზედაპირისა, ჭიქის დამჭერიც აქვს. ბავშვისთვის კომფორტისთვის მაქსიმალურად მორგებული გარემოს შექმნა ყოველთვის მარტივია, როცა პროდუქტს საკმარისად მდიდარი ფუნქციონალი აქვს. ამასთანავე, თუ გადატვირთული გრაფიკი გაქვთ, სკამის გასუფთავებისთვის დიდი დრო არ დაგჭირდებათ – უსაფრთხო ხსნარით და ტილოთი ზედაპირების გაწმენდას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

Peg Perego Siesta Follow Me საბავშვო საკვები სკამი დაკეცილ მდგომარეობაში პატარა ადგილს იკავებს, ამიტომ მის შენახვაზე მშობლებს არ მოეთხოვებათ დიდი ძალისხმევის დახარჯვა.


იტალიური ბრენდის პრემიუმ კლასის საბავშვო საკვები სკამი ყველა პრობლემას დაგავიწყებთ, მაგალითად: ნამცეცებს მთელ სახლში, დასვრილ ავეჯს, ოთახებში მორბენალ ბავშვს და ა.შ. მრავალფუნქციური, პორტატიული და დახვეწილი დიზაინის სკამ-მაგიდა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომელსაც მიიღებთ. ამით არა მხოლოდ შვილის საჭიროებებს დააკმაყოფილებთ, არამედ თქვენთვისაც შეიქმნით კომფორტს.

შეიძინეთ Peg Perego-ის ბავშვის სკამ-მაგიდები სახლიდან გაუსვლელად ლაბებეს ვებგვერდზე და მიიღეთ შეკვეთა 24 საათის განმავლობაში. 

დაკავშირებული პროდუქტები

საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
43 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
25 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
19 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
62 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
925 
Peg Perego Prima Pappa Follow Me Fox & Friends - საბავშვო საკვები სკამი - image 1 | Labebe
საკვები სკამები
გაყიდვაშია
625 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
695 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
625 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
975 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
975 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
955 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,325 
საკვები სკამები
წინასწარ შეკვეთით
1,325 
საკვები სკამები
წინასწარ შეკვეთით
1,325 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
43 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
25 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
19 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
62 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
925 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
625 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
695 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
625 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
975 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
975 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
955 
საკვები სკამები
წინასწარ შეკვეთით
1,325 
საკვები სკამები
წინასწარ შეკვეთით
1,325 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია ემოციების აღრევა, გაურკვევლობა და დაბნეულობა, რაც იმით აიხსნება, რომ პატარები სწორედ ადრეულ ასაკში იწყებენ ემოციურ თვითკონტროლს, შემეცნებასა და ინტელექტის განვითარებას.
მშობლები მუდმივად ცდილობენ შექმნან მხიარული გარემო შვილებისთვის, უზრუნველყონ მათი ბედნიერება და კეთილდღეობა.
ამ ბლოგში გაიგებთ სკამ-მაგიდის გამოყენების უპირატესობებს და რატომ არის აუცილებელი ის უსაფრთხო კვებისათვის