5 პროდუქტი, რომლის ჩუქებაც ახალბედა მშობლისთვის შეგიძლიათ

ბავშვის დაბადება წარმოუდგენლად საოცარი და ამაღელვებელი მოვლენაა, რომელიც გარდაქმნის მშობლების ცხოვრებას. როდესაც შობა-ახალი წელი მოდის, ამ განსაკუთრებულ პერიოდში საჩუქრები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

როგორ ავირჩიოთ იდეალური საჩუქარი ახალბედა დედებისთვის და მამებისთვის – მარადიული კითხვაა, რომელზეც პასუხს ჩვენს ბლოგში აღმოაჩენთ. თუ წინა ჯერზე ბავშვების საჩუქრების იდეები განვიხილეთ, დროა, მშობლებზეც ვიზრუნეთ.

დატვირთული გრაფიკი და გადარბენებით საქმეების კეთება მშობლების ცხოვრების ყველაზე დამახასიათებელი ნაწილებია. დედებს და მამებს ხშირად უწევთ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება – ბავშვისთვის მიხედვა, მუშაობა, საჭმლის გაკეთება თუ პირადი საქმის მოგვარება. ყველაფრის ერთად კეთება ნამდვილად რთულია და ზოგისთვის წარმოუდგენელიცაა, მაგრამ მშობლის ამპლუაში ყოფნისას სიტყვა „შეუძლებელი“ ქრება.

მშობლის ჩანთა

არასტანდარტული რეჟიმის დროს, მაშინ, როდესაც მშობელი და ბავშვი ხან ერთ ადგილასაა წასასვლელი, ხანაც – მეორეგან, მშობლის ჩანთა უპირობო დახმარებას გაუწევს. პრაქტიკული, ტევადი და თანამედროვე დიზაინის ჩანთები ყველა აუცილებელ ნივთს ინახავს და დარდი აღარ გიწევთ, რომ რამე თან ვერ მიგაქვთ.

ახალშობილს რომ უამრავი პირადი ნივთი აქვს, მშობელზე უკეთესად ეს არავინ იცის. ამიტომ, ასეთი ჩანთით ყველაფერი ხელთ გექნებათ – ნებისმიერ ადგილას და დროს. Peg Perego-ს ჩანთების დამატებითი ხიბლი გამოსაცვლელი, წყალგაუმტარი ზეწარია, რომელიც ჰიგიენის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.


საქანელა - ბაუნსერები

მულტიფუნქციური ბაუნსერი ახალბედა მშობლებისთვის ნამდვილი შვება იქნება. სანამ თქვენ დაკავებული ხართ, მუსიკალური საქანელა-ბაუნსერი თქვენს შვილს დაარწევს და სასიამოვნო მელოდიებს მოასმენინებს.

თანამედროვე დროში ტექნოლოგიების დახმარებით ბავშვის განვითარება შედარებით მარტივია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ლაბებეს ასორტიმენტში იპოვით ბაუნსერებს, რომლებსაც რწევის 5 სტილი და სიჩქარის 5 ინტენსივობა აქვს, რაც სრულიად საკმარისია ყოველდღიურობაში.

Labebe Boutique-ს ვებგვერდზე საქანელა-ბაუნსერის სხვადასხვა მოდელზე ფასდაკლება შეგხვდებათ. საშობაოდ ან/და საახალწლოდ მსგავსი საჩუქარი იდეალური იქნება ყველა მშობლისთვის, რომელმაც სულ ახლახან შეაბიჯა ამ სამყაროში.

საბავშვო კენგურუები

თოთო ბავშვი თავს ყველაზე უსაფრთხოდ მაშინ გრძნობს, როცა მშობლის გულისცემა ესმის. ამისთვის კი საბავშვო კენგურუ უკონკურენტო პროდუქტია, რომლის ჩუქებაც შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის ან თქვენი მეგობრისთვის, რომელიც ახალბედა მშობელია.

კენგურუ კარგი გამოსავალია, თუ საბავშვო ეტლით გასვლას ვერ ახერხებთ. პირველ თვეებში პატარა თქვენი სახისკენ იქნება, ხოლო ზრდასთან ერთად პოზიციის შეცვლა შეგიძლიათ. Inglesina-ს საბავშვო კენგურუ წონას ოპტიმალურად ანაწილებს, ისე, რომ არც პატარა დაიღალოს და არც – მშობელი.

საბავშვო ტომრები

ახლა ის პერიოდია, როცა ოჯახები სამთო კურორტებში მიემგზავრებიან – თოვლით გადაპენტილ გარემოში, სადაც სუფთა ჰაერი ცირკულირებს; ეს უკანასკნელი კი ბავშვებისთვის რეკომენდებულია. სწორედ ამიტომ, შვილის სიცივისგან და ქარისგან დასაცავად საბავშვო თერმო ტომრები დაგჭირდებათ.

რა ამინდიც უნდა იყოს ფანჯრებს მიღმა, თერმო ტომარა ბავშვს ჩაათბუნებს და ცივ ნიავსაც არ მიაკარებს. ლაბებე ბუტიკში წარმოდგენილი ტომრები ნებისმიერ ავტოსავარძელს და საბავშვო ეტლს ერგება.

სასაჩუქრე ბარათი

თუ ფიქრობთ, რომ საჩუქრის არჩევა თავად ადრესატს მიანდოთ, შეგახსენებთ, რომ Labebe-ს სასაჩუქრე ბარათებიც აქვს. მის შეძენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, მიმღები კი დიდ ხანს იქნება ბედნიერი.

სასაჩუქრე ბარათის შეძენა 50-10,000 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი, თქვენთვის ხელსაყრელი თანხის მიხედვით. ბარათის გამოყენება შეიძლება თანხის სრულად ან ნაწილ-ნაწილ გადახდისას.

დაკავშირებული პროდუქტები

ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
285 
საბავშვო კენგურუ
გაყიდვაშია
260 
მარაგი ამოწურულია
საბავშვო კენგურუ
მარაგი ამოწურულია
260 
საბავშვო კენგურუ
გაყიდვაშია
260 
დანაზოგი 10%
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
495  445 
დანაზოგი 10%
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
495  445 
ჩანთები დედებისთვის
წინასწარ შეკვეთით
273 
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
245 
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
155 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
285 
საბავშვო კენგურუ
გაყიდვაშია
260 
Inglesina Front Denim - ბავშვის სატარებელი კენგურუ - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო კენგურუ
მარაგი ამოწურულია
260 
საბავშვო კენგურუ
გაყიდვაშია
260 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
445 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
445 
ჩანთები დედებისთვის
წინასწარ შეკვეთით
273 
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
245 
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
155 

მეტი სასარგებლო სტატიები

თუ მალე პატარას ელოდებით ან საბავშვო ავეჯის გამოცვლა გადაწყვიტეთ, ჩვენი ბლოგი მშვენიერი გზამკვლევი იქნება, რათა შეძენამდე ყველა ნიუანსი გაითვალისწინოთ.
მშობლებისთვის, რომლებიც თავიანთი პატარებისთვის საინტერესო ამბებს ეძებენ, სწორად შერჩეული საბავშვო წიგნი საოცარი შესაძლებლობაა, რომ ცნობისმოყვარეობა, წარმოსახვა და სიხარული განუვითარონ.
Labebe Boutique-ში პრემიუმ ხარისხის, მსოფლიო წამყვანი ბრენდების საწოლებს აღმოაჩენთ. ამ ბლოგში კი მათზე მოგიყვებით ყველაფერს, რაც არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ.