როგორ ვიმგზავროთ უსაფრთხოდ ორსულობის დროს


ორსულობა ქალის ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელიც იყოფა 3 ტრიმესტრად. ორსულობისას ყოველდღიური ცხოვრება ისევ ისეთია, როგორიც ნაყოფის ჩასახვამდე იყო, თუმცა მეტ ყურადღებას მოითხოვს მომავალი დედისგან, რადგან, გარდა საკუთარი ზოგადი ჯანმრთელობისა, ახლა უკვე შვილისაზეც უნდა იზრუნოს.

თუ ორსულობა ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, თავისუფლად შეგიძლიათ იმოგზაუროთ სხვადასხვა ქვეყანაში, ისე, როგორც მანამდე. სანამ მოგზაურობა დაიწყებოდეს, აუცილებელია, რომ კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს, რათა მოგცეთ სწორი რჩევები და შეაფასოს თქვენი მდგომარეობა.

ფრენისთვის იდეალური დრო უფრო მეტად მე-2 ტრიმესტრი ითვლება, ვინაიდან პირველის დროს ქალის ორგანიზმი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე მზად; შესაძლოა აწუხებდეს გულისრევის და მომატებული დაღლილობის შეგრძნება, რის გამოც რეკომენდებულია თავის შეკავება გადაადგილებისგან. ასევე, 32-ე კვირიდან უმჯობესია მოგზაურობა გადადოთ, რათა თავიდან აირიდოთ გარკვეული რისკები, როგორებიცაა ნაადრევი მშობიარობა, გინეკოლოგიური გართულებების წარმოშობის საშიშროება.

თუ თვითმფრინავით მგზავრობა გადაწყვიტეთ, გინეკოლოგის რეკომენდაციებთან ერთად უნდა გაითვალისწინოთ რიგი ფაქტორები: ფრენამდე კარგად უნდა დაასვენოთ ორგანიზმი, საჭიროებების მიხედვით მოემზადოთ ხანგრძლივი მგზავრობისთვის და ჩაიცვათ კომფორტულად. უშუალოდ აფრენისას და დაფრენისას კი, შეძლებისდაგვარად იმოძრაოთ და მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე.

გარდა ამისა, მიზანშეწონილია, რომ მოგზაურობაში თან გქონდეთ სამედიცინო დოკუმენტები, რადგან შესაძლოა საზღვარგარეთ მოულოდნელად დაგჭირდეთ მეან-გინეკოლოგთან ვიზიტი და საჭირო მომსახურების დროულად მიღება.

დაკავშირებული პროდუქტები

ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
285 ₾
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
279 ₾
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
273 ₾
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
226 ₾
ჩანთები დედებისთვის
მარაგი ამოწურულია
226 ₾
მარაგი ამოწურულია
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
199 ₾
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
ჩანთები დედებისთვის
მარაგი ამოწურულია
226 ₾
მარაგი ამოწურულია
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.
აღმოაჩინეთ Peg Perego Veloce – იტალიური საბავშვო ტრასნფორმერი ეტლი კომპაქტური შასით, კომფორტული აკვნითა და მანქანის სავარძლით.
ბავშვის პირადი სივრცის მოწყობა ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას. გაეცანით რჩევებს უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული გარემოს შესაქმნელად.