რა უნდა იცოდეთ პირველი ორსულობის შესახებ?

ქალის ცხოვრებაში ორსულობა დიდი ცვლილებების, ზრდისა და მოლოდინის რეჟიმში ყოფნის დროა. თუ ახლა პირველ შვილს ელოდებით, ვნებათაღელვა და დაბნეულობა სრულიად ბუნებრივია, რადგან გარშემო აბსოლუტურად ყველაფერი სიახლედ იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ორსულობა უნიკალურია და სავსეა ემოციებით და განსხვავებული ეტაპებით, მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელ რჩევებს გაეცნოთ და მუდმივად მიიღოთ ახალ-ახალი ცოდნა.

ტრიმესტრი

ორსულობის პერიოდი 3 ტრიმესტრად იყოფა და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. პირველი ტრიმესტრი აღნიშნავს ახალი ცხოვრების დაწყებას. ამ დროის განმავლობაში თქვენი სხეული განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს; ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი რამეები, როგორებიცაა გულისრევა, დაღლილობა და ემოციურობის გაზრდა. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ კვებას, ვიტამინებს და რეგულარულად ეწვიოთ პირად ექიმს, რათა აკონტროლოთ თქვენი და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მეორე ტრიმესტრი (13-26 კვირა) ის დროა, როდესაც მომავალი დედა განიცდის ენერგიის მოზღვავებას, ახალ შეგრძნებებსა და გამოცდილებას. ამ პერიოდში დგინდება ბავშვის სქესი და ნელ-ნელა შესამჩნევი ხდება მისი პირველი მოძრაობებიც.

27-40 კვირის პერიოდი ორსულობის ბოლო ტრიმესტრია, როცა მუცლადმყოფი ბავშვის განვითარების პროცესი აჩქარებულია და მომავალი მშობლების მხრიდან იწყება სამშობიაროსთვის მომზადების ეტაპი.

კვება და ვარჯიში

ზოგადად, ორსულობა ქალს მეტად მგრძნობიარეს ხდის ყველა ასპექტში, მათ შორის – კვებაზე და კონკრეტულ პროდუქტებზე. ექიმთან კონსულტაციის და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროა, რომ დაიცვათ დაბალანსებული კვება და მიიღოთ აუცილებელი ვიტამინები, როგორებიცაა კალციუმი, რკინა და სხვ.

მსუბუქი ვარჯიში ორსულებისთვის მხოლოდ სასარგებლოა და არაერთი უპირატესობა აქვს. მაგალითად, ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას შეუძლია, რომ შეგიმსუბუქოთ ის დისკომფორტი, რაც ფეხმძიმობას ახლავს. ამასთანავე, თქვენს სხეულს შეამზადებს მშობიარობისთვის.

შვილთან შესახვედრად მომზადება

ორსულობის პერიოდი იმის საშუალებას იძლევა, რომ ყოველ დეტალს მაქსიმალური ყურადღება დაუთმოთ. ბავშვთან შესახვედრად მომზადება იმ წამიდან იწყება, როცა წყვილი გეგმავს შვილის ყოლას. ასე რომ, მანამ, სანამ პატარას მოლოდინში ხართ, მისი ოთახის შესაქმნელად ყველაზე იდეალური დროა. საბავშვო პროდუქციის არჩევისას პრიორიტეტად უნდა განსაზღვროთ ხარისხი, ბრენდის სანდოობა და თქვენი გემოვნება.

ლაბებეს მაღაზიაში ან ვებგვერდზე შვილისთვის ნებისმიერ პროდუქტს აღმოაჩენთ – დაწყებული საბავშვო ეტლიდან დამთავრებული რბილი სათამაშოებით და მატრასით. ჩვენთან იპოვით ისეთ მსოფლიო წამყვან ბრენდებს, როგორებიცაა Inglesina, Peg Perego, FOPPAPEDRETTI, Erbesi, Ortoto, Doudou და სხვ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
მატრასის დამცავები
მარაგი ამოწურულია
135 ₾
მარაგი ამოწურულია
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
ზომა: 110 X 80
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.
აღმოაჩინეთ Peg Perego Veloce – იტალიური საბავშვო ტრასნფორმერი ეტლი კომპაქტური შასით, კომფორტული აკვნითა და მანქანის სავარძლით.
ბავშვის პირადი სივრცის მოწყობა ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას. გაეცანით რჩევებს უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული გარემოს შესაქმნელად.