როგორ დავაინტერესოთ ბავშვი წიგნის კითხვით?

ზაფხული რომ დგება, დღეები ხანგრძლივდება, ხოლო სკოლები და ბაღები დროებით იხურება. ახალი სემესტრის დაწყებამდე კი თითქმის სრული 3 თვე აქვთ პატარებს ასათვისებელი. ბევრი თავისუფალი დრო და აქტივობა ზაფხულის პერიოდის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ბავშვებს ყველაზე მეტად უყვართ. თუ მანამდე მთელი წელი საკმარისად ვერ იცლიდნენ ჟრიამულისთვის, ახლა პირიქით, საყვარელი თამაშებისთვის და გატაცებებისთვის იმდენი დრო აქვთ, რამდენიც უნდათ.

ხშირად მასწავლებლები საზაფხულოდ საკითხავ ლიტერატურაზე რეკომენდაციებს გასცემენ, რათა ბავშვებმა არდადეგები ნაყოფიერად გაატარონ. ზაფხულში კითხვის პროცესი მოსწავლეების ნაწილისთვის არც ისეთი სასიამოვნოა, არადა ყველაფერი სწორად ამაზე უნდა ავაგოთ – ბავშვებმა წიგნის კითხვით თავისი წილი სიამოვნება უნდა მიიღონ და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაისტრესონ და კითხვა სავალდებულო აქტივობად ჩათვალონ.

როგორ დავაინტერესოთ ბავშვი წიგნის კითხვით?

როცა ვსაუბრობთ კითხვისადმი სიყვარულზე, ეს ნიშნავს, რომ ლიტერატურა ჩვენს ყოველდღიურობაში ჭარბადაა. მშობლების მხრიდან უკეთესი და გონივრული ნაბიჯია, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ ჩვილობიდან დაიწყონ, რადგან ბავშვი უფროსებისგან სწავლობს ენას და ივითარებს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს.

მაგალითის მიცემით, თუ როგორია მკითხველის დღეები არსებული მოცემულობის განვითარება შეგვიძლია. ბავშვები იმეორებენ ჩვენს ქმედებებს, ამიტომ პირადი მაგალითის ჩვენება იდეალური გამოსავალია, რომ დავაინტერესოთ პატარა ცნობისმოყვარეები და ვუბიძგოთ წიგნებისკენ.

მხოლოდ მასწავლებლის მიერ შემოთავაზებული წიგნებით ხელმძღვანელობა არ არის ეფექტური – ბავშვს, რომლის ფანტაზია უსაზღვროა და დიდი პოტენციალი აქვს, უნდა მივცეთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. როცა მოსწავლე დამოუკიდებლად ირჩევს წასაკითხ წიგნს, მას მეტი ენთუზიაზმი აქვს, რომ გადაფურცლოს და გადაეშვას მისთვის ახალ და უცხო თავგადასავალში.

ყოველ დღე 10-15 წუთის დათმობა წიგნის კითხვისთვის იმაზე მეტად საკმარისია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ბავშვს, რომელიც ახლა დგამს თავის პირველ ნაბიჯებს, არ უნდა დავსტრესოთ, რათა ეგონოს, რომ კითხვა მომაბეზრებელი და უინტერესო აქტივობაა. გასათვალისწინებელი ისიცაა, რომ ნელ-ნელა მოტივაციაც გაიზრდება და თავად ბავშვს მოუნდება, იკითხოს და გაიგოს უფრო მეტი რამ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 
მარაგი ამოწურულია
მატრასის დამცავები
მარაგი ამოწურულია
135 
ზომა: 120 X 60, 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
285 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
305 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
305 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,574 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,574 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
965 
ძუძუთი კვება
გაყიდვაშია
254 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,199 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,199 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
2,199 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვისთვის კენგურუს არჩევას რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი განსაზღვრავს. გაიგეთ, როგორ შეარჩიოთ ერგონომიკული და კომფორტული მოდელი.
გაიგეთ, როგორ ესაუბროთ მოზარდს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, სხეულის ცვლილებებზე, ურთიერთობებსა და უსაფრთხოებაზე მარტივად და სწორად.
ბავშვისთვის ბუსტერი მხოლოდ მაშინ შეარჩიეთ, როცა მისი სიმაღლე და განვითარების ეტაპი შეესაბამება. გაიგეთ, როდის არის ბუსტერი უსაფრთხო არჩევანი.