ოჯახის ზღვისპირა დღეები

შეიძლება ზაფხული სრულდება, მაგრამ მცხუნვარე მზე და ზღვის სეზონი არსად მიდის. თუ მალე ოჯახთან ერთად მიდიხართ ზღვაზე, ჩვენი მეგზური ბლოგი დაგეხმარებათ, უდარდელი და მხიარული დღეების შექმნაში.

სანამ რჩევებზე გადავალთ, სიას შემოგთავაზებთ, იმ აუცილებელი ნივთებისა, რომლებიც დაგჭირდებათ. მზისგან დამცავი საშუალებები, ქუდები, გემრიელი სასუსნავები და პლაჟის სათამაშოები – ზღვის ჩვეულ დღეებს უფრო უსაფრთხოს და ფერადს გახდის.

ბავშვებს მხოლოდ წყალი და ცურვა არ ახალისებთ, ამიტომ, მათთვის სათამაშოების თან ქონა იდეალური იქნება. ფრისბი, ქვიშის ციხესიმაგრე და პლაჟის ფრენბურთი – თამაშებია, რომლებიც გულგრილს არავის ტოვებს, არც პატარებს და არც – მშობლებს.

იმისათვის, რომ ოჯახის ყველა წევრი კომფორტულად იყოს, თან იქონიეთ პირსახოცები და პლაჟის ქოლგა, რომელიც მთელ ოჯახს დაიცავს მზის მოღიტინე სხივებისგან. ქოლგის ქვეშ კი არც ზღაპრების მოყოლაა ურიგო – ზღვის გმირებზე, ქალთევზებსა და მამაც დელფინებზე.

სანაპიროზე ყოფნისას არც ეკოლოგია უნდა დავივიწყოთ – იქონიეთ მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლები და ნაგვის ტომრები, ხოლო სასუსნავებისთვის და გრილი საჭმლისთვის კონტეინერის წაღება ყველას გაუმარტივებს საქმეს.

ზღვის სეზონი სულ რაღაც 3 თვე გრძელდება და ყველანი გაფაციცებით ველოდებით ხოლმე, როდის წავალთ და ვიჭყუმპალავებთ. ამ დასვენების დღეების აღბეჭდვა კი მთელი წლისთვის შეგვიქმნის გამოსაზოგ მოგონებებსა და ემოციებს. წყალქვეშ ან მის ზევით, სანაპიროზე ან ქვიშაში ჩაფლული ბავშვების მოცინარი სახეების დაჭერა მხოლოდ ხალისის მომტანია.

ამ რჩევებით მთელ ოჯახს შეეძლება დატკბეს ყოველი წამით სანაპიროზე. უსაფრთხოება, კომფორტი და გარემო – მთავარი პრიორიტეტებია. 

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
ზომა: 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
ზომა: 110 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
615 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
895 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 
ორსართულიანი საწოლები
გაყიდვაშია
2,124 

მეტი სასარგებლო სტატიები

სწორად შერჩეული საბავშვო ტანსაცმელი შემოდგომის ცვალებად ამინდს მარტივად ერგება. გაეცანით ფენებად ჩაცმის წესებსა და მშობლებისთვის მნიშვნელოვან უსაფრთხოების რჩევებს.
გაიგეთ, რატომ ირჩევენ მშობლები ხის სათამაშოებს პლასტმასის ნაცვლად. გაეცანით Tryco-ს განმავითარებელი ხის სათამაშოების კოლექციას.
გაიგეთ, როგორ ესაუბროთ მოზარდს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, სხეულის ცვლილებებზე, ურთიერთობებსა და უსაფრთხოებაზე მარტივად და სწორად.