მუსიკის როლი ბავშვების განვითარებაში

ბავშვებში მუსიკა ტრანსფორმაციულ როლს ასრულებს – აყალიბებს მათ გონებას. სმენის გარდა, მუსიკა ავითარებს შემეცნებით შესაძლებლობებს, ხელს უწყობს შემოქმედებითობას და ზრდის ემოციურ ინტელექტს.

ყველაფერი იწყება მაშინ, როცა ქალი ორსულადაა და თავისთვის უსმენს მუსიკას; ამ დროს მუცლადმყოფი ნაყოფიც ყურს უგდებს ჰანგებს. ბავშვის დაბადებიდან იწყება იავნანას ან სხვა დამამშვიდებელი მუსიკის პერიოდი, რომელიც ამშვიდებს პატარებს და ძილისთვის ამზადებს. პატარების ზრდასთან ერთად, იცვლება მუსიკაც – მაშასადამე, ჟანრებიც, რომლებიც, თავის მხრივ, ბავშვებში აღძრავს სხვადასხვა ემოციას და აცნობს ამა თუ იმ კულტურის ელემენტებს.

აქტიური მუსიკალური პრაქტიკით ბავშვები აუმჯობესებენ მოტორულ უნარებს, ავითარებენ დისციპლინას და გუნდური მუშაობის უნარს. მუსიკის რიტმი ბუნებრივ საფუძველს იძლევა მეტყველების განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს კომუნიკაციის უნარის შეძენასაც. უფრო მეტიც –ბავშვებისთვის მუსიკა ხდება თავშესაფარი თვითგამოხატვისთვის.

1 წლის ასაკიდან პატარები მეტად ცნობისმოყვარეები ხდებიან, თან ამას ისიც ერთვის, რომ სიარულის სწავლასაც და სათამაშოებით თამაშსაც იწყებენ პარალელურად. მათ გონებაში ჩნდება უამრავი კითხვა და ინტერესი და იწყებენ ყველაფრის გამოკვლევას.

მუსიკალური თოჯინებით გართობა, წვეულებების მოწყობა მათთან ერთად ბავშვების საყვარელი საქმე ხდება. თოჯინები, რომლებიც ჰარმონიულ მელოდიებს გამოსცემენ, შეუდარებელი მეგობრები ხდებიან და პატარების ყოველდღიურობაში ნათელი ფერები შეაქვთ.

ასეთ ჰარმონიულ მოგზაურობაში მშობლები შვილებისთვის მოტივაციის წყარო ხდებიან. უფრო მეტი მხარდაჭერისა და წახალისებისთვის, მუსიკის ერთად მოსმენა და თამაში იდეალური ნაბიჯია უფროსების მხრიდან. 

დაკავშირებული პროდუქტები

ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
281 ₾
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

ენურეზი ბავშვებში – რა იწვევს ღამით უნებლიე შარდვას, როდის არის მდგომარეობა საყურადღებო და რა ასაკში უნდა მივმართოთ უროლოგს? გაეცანით უროლოგის, დავით ქოჩიაშვილის რეკომენდაციებს.
ეძებთ მოზარდისთვის საუკეთესო საწოლს? Labebe Boutique-ში დაგხვდებათ Interbeds-ის მრავალფეროვანი კოლექცია – ხის, უჯრებიანი, ორსართულიანი და გამორჩეული დიზაინის საწოლები.
როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.