რატომ უნდა მოვუსმინოთ ბავშვებს ყურადღებით?

ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სჭირდებათ, რომ ვინმე უსმენდეს და იზიარებდეს შინაგან მდგომარეობას. ამ მხრივ, ბავშვებს იმაზე მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვგონია. მათ ყოველთვის ახარებთ, როცა მშობელი დროს უთმობს, ყურს უგდებს და ზრუნავს მის საჭიროებებზე თუ უბრალო სურვილების ასრულებაზე.

პატარებს ყოველთვის აქვთ სალაპარაკო თემა, გასაზიარებელი ემოციები და აზრები, რის გამოც აუცილებელიც და სავალდებულოცაა ჯანსაღი ურთიერთკავშირის დამყარება შვილთან, რათა გულჩათხრობილი არ გახდეს. ერთი შეხედვით, ოჯახს შეიძლება ჰგონია, რომ საკმარის დროს უთმობს ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში, თუმცა რაიმე კონკრეტულზე საუბარს ცალკე დრო სჭირდება, რომელიც მაქსიმალურად დაიხარჯება მხოლოდ და მხოლოდ პირად საუბარზე.

მიუხედავად პატარა ასაკისა, ბავშვებსაც აწუხებთ სხვადასხვა სახის პრობლემები, მათ შორის – მენტალურიც, რომლებიც ჩვენთვის ისეთივე უცხო შეიძლება იყოს, როგორც მათთვის ჩვენია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ როცა შვილი გთხოვთ დალაპარაკებას, გადადოთ საქმეები და მთელი გულისყურით მოუსმინოთ, მისცეთ რჩევები და, საჭიროებისამებრ, დაამშვიდოთ კიდეც.

ბავშვების სურვილები, შიშები ან უბრალო აზრები განსხვავდება ერთმანეთისგან და, შესაბამისად, მშობლების მიდგომებიც ინდივიდუალურად მორგებული უნდა იყოს, რომ საუბარმა სასურველი შედეგი გამოიღოს. რაც უფრო ხშირად გექნებათ შვილთან დიალოგი და მეტ დროს დაუთმობთ, მით უფრო მშვიდი გახდება ის იმის ცოდნით, რომ მშობლისგან აქვს სრული მხარდაჭერა, სითბო და მზაობა.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
ზომა: 110 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
ზომა: 110 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
2,960 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
2,960 
საბავშვო ორეული ეტლები
წინასწარი შეკვეთით
3,315 
საბავშვო ორეული ეტლები
წინასწარი შეკვეთით
3,315 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,115 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,115 
ეტლები რევერსული სავარძლით
წინასწარი შეკვეთით
2,290 
ეტლები რევერსული სავარძლით
წინასწარი შეკვეთით
2,290 
თეთრეულის კომპლექტები
გაყიდვაშია
435 
დამცავი ბამპერები
გაყიდვაშია
255 

მეტი სასარგებლო სტატიები

ლაბებე ბუტიკის ვებგვერდზე მარტივად შეძლებთ აღმოაჩინოთ ყველა ის აუცილებელი პროდუქტი, რაც ჩვილს სჭირდება
მოზარდისთვის საწოლი უბრალოდ დასასვენებელი ადგილი არ არის. ეს ის სივრცეა, სადაც ბავშვი იზრდება, სწავლობს და განსაზღვრავს, ვინ არის იგი
თუ ახალშობილის დაბადების მოლოდინში ხართ, დროა იმაზეც იზრუნოთ, რომ სახლში იდეალური პირობები დაახვედროთ პატარას, რაშიც Labebe Boutique დაგეხმარებათ.