რატომ უნდა მოვუსმინოთ ბავშვებს ყურადღებით?

ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სჭირდებათ, რომ ვინმე უსმენდეს და იზიარებდეს შინაგან მდგომარეობას. ამ მხრივ, ბავშვებს იმაზე მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვგონია. მათ ყოველთვის ახარებთ, როცა მშობელი დროს უთმობს, ყურს უგდებს და ზრუნავს მის საჭიროებებზე თუ უბრალო სურვილების ასრულებაზე.

პატარებს ყოველთვის აქვთ სალაპარაკო თემა, გასაზიარებელი ემოციები და აზრები, რის გამოც აუცილებელიც და სავალდებულოცაა ჯანსაღი ურთიერთკავშირის დამყარება შვილთან, რათა გულჩათხრობილი არ გახდეს. ერთი შეხედვით, ოჯახს შეიძლება ჰგონია, რომ საკმარის დროს უთმობს ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში, თუმცა რაიმე კონკრეტულზე საუბარს ცალკე დრო სჭირდება, რომელიც მაქსიმალურად დაიხარჯება მხოლოდ და მხოლოდ პირად საუბარზე.

მიუხედავად პატარა ასაკისა, ბავშვებსაც აწუხებთ სხვადასხვა სახის პრობლემები, მათ შორის – მენტალურიც, რომლებიც ჩვენთვის ისეთივე უცხო შეიძლება იყოს, როგორც მათთვის ჩვენია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ როცა შვილი გთხოვთ დალაპარაკებას, გადადოთ საქმეები და მთელი გულისყურით მოუსმინოთ, მისცეთ რჩევები და, საჭიროებისამებრ, დაამშვიდოთ კიდეც.

ბავშვების სურვილები, შიშები ან უბრალო აზრები განსხვავდება ერთმანეთისგან და, შესაბამისად, მშობლების მიდგომებიც ინდივიდუალურად მორგებული უნდა იყოს, რომ საუბარმა სასურველი შედეგი გამოიღოს. რაც უფრო ხშირად გექნებათ შვილთან დიალოგი და მეტ დროს დაუთმობთ, მით უფრო მშვიდი გახდება ის იმის ცოდნით, რომ მშობლისგან აქვს სრული მხარდაჭერა, სითბო და მზაობა.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
მატრასის დამცავები
მარაგი ამოწურულია
135 ₾
მარაგი ამოწურულია
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
ზომა: 110 X 80
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია

მეტი სასარგებლო სტატიები

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ოჯახი, კარიერა და პირადი ინტერესები? გაეცანით სანდრა რულოვსის რჩევებს დროის მართვისა და ცხოვრების ბალანსის შესახებ.
აღმოაჩინეთ Peg Perego Veloce – იტალიური საბავშვო ტრასნფორმერი ეტლი კომპაქტური შასით, კომფორტული აკვნითა და მანქანის სავარძლით.
ბავშვის პირადი სივრცის მოწყობა ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას. გაეცანით რჩევებს უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული გარემოს შესაქმნელად.