ახალშობილისთვის აუცილებელი ნივთები – რა გჭირდებათ?

ახალშობილის მოვლა განსაკუთრებულ სიფრთხილესა და მზრუნველობას მოითხოვს. შესაბამისად, მშობლებს სჭირდებათ ის ნივთები, რომლებიც პირველივე დღიდან უზრუნველყოფს ბავშვის კომფორტსა და უსაფრთხოებას. ლაბებე ბუტიკის ვებგვერდზე მარტივად შეძლებთ აღმოაჩინოთ ყველა ის აუცილებელი პროდუქტი, რაც ჩვილს სჭირდება. შოპინგი რომ უფრო სასიამოვნო იყოს, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ დაათვალიეროთ პრემიუმ კლასის პროდუქცია და შეარჩიოთ სასურველი.

მუსლინის საფენები

საბავშვო მუსლინის საფენები ახალშობილის მოვლაში შეუცვლელი ნივთია. მათი რბილი ქსოვილი და ჰაერგამტარობა იდეალურია ბავშვის ნაზ კანთან კონტაქტისთვის. მუსლინის საფენი გამოიყენება როგორც საბანი, საფენი ან ბავშვის გადასაფარებელი, რაც მას უნივერსალურ და პრაქტიკულ არჩევანად აქცევს.

ორთოპედიული მატრასი

ბავშვის ჯანმრთელი ძილი მნიშვნელოვანია მისი ზრდისა და განვითარებისთვის. ორთოპედიული მატრასი უზრუნველყოფს ზურგის სწორ პოზიციას და ხელს უწყობს მშვიდ ძილს. ბავშვის მატრასი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და დამზადებული უსაფრთხო და უმაღლესი მასალებისგან. Labebe-ის ასორტიმენტში დაგხვდებათ პრემიუმ კატეგორიის მატრასები, რომლებიც რეკომენდებულია ბავშვის დაბადებისთანავე.

პირსახოცები

ახალშობილის აბაზანის შემდეგ აუცილებელია ხარისხიანი, რბილი პირსახოცები. სასურველია, რომ ჰქონდეს წყლის შეწოვის უნარი და იყოს დამზადებული ნატურალური ბამბისგან, რაც ბავშვის სათუთ კანს დაიცავს გაღიზიანებისგან. ჩვენს ვებგვერდზე აღმოაჩენთ აბაზანის პირსახოცებს, რომლებიც შექმნილია Micro Cotton-ისგან, რომელსაც VIP-Cotton და Soft Cotton უწოდებენ განსაკუთრებული სინაზის გამო, რომელსაც ის მრავალჯერადი გამოყენებისას არ კარგავს.

წინდები

ჩვილს ფეხები მუდამ თბილად უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით სუსხიან დღეებში. უმაღლესი ხარისხის საბავშვო წინდები უზრუნველყოფს ბავშვის კომფორტს და იცავს მას სიცივისგან. ლაბებეში იპოვით როგორც ცალკეულ წინდებს, ისე კომპლექტებს – კვირის ყველა დღისთვის.

ეს მცირე ჩამონათვალი მხოლოდ დასაწყისია იმ ზრუნვისა, რაც თქვენს პატარას სჭირდება. არჩევანი გააკეთეთ ხარისხსა და ბუნებრივ მასალებზე, რათა მის სიცოცხლეს პირველივე დღიდან სითბო, უსაფრთხოება და კომფორტი შემატოთ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
ზომა: 95 X 95
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
95 ₾
ზომა: 95 X 95
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
85 ₾
ზომა: 130 X 100
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
85 ₾
ზომა: 130 X 100
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
45 ₾
ზომა: 130 X 100
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
45 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
245 ₾
საბავშვო ჩუსტები და წინდები
გაყიდვაშია
18 ₾
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
121 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
95 ₾
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
85 ₾
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
85 ₾
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
45 ₾
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
45 ₾
საბავშვო ჩუსტები და წინდები
გაყიდვაშია
18 ₾
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
121 ₾

მეტი სასარგებლო სტატიები

სამშობიარო ჩანთის ჩექლისტი მომავალი დედებისთვის. გაიგეთ, რა ნივთები უნდა მოამზადოთ ახალშობილისთვის, საკუთარი თავისა და მშობიარობის დღისთვის.
როგორ შევხვდეთ ბავშვის დაბადებას მშვიდად? სანდრა რულოვსის რჩევები ფსიქოლოგიურ მზაობაზე, სტრესის მართვასა და წყვილის ურთიერთობის ჰარმონიაზე.
ბავშვის პირადი საზღვრები ადრეული ასაკიდან ყალიბდება. გაიგეთ, როგორ ესაუბროთ შვილს უსაფრთხო შეხებაზე, საიდუმლოებზე და რატომ უნდა იყოს მისი „არა“ ყოველთვის გათვალისწინებული.