როგორ შევარჩიოთ ავტომანქანის სავარძელი?

მანქანით მგზავრობა ყველას გვიწევს. ასევე, ბევრ დედასაც, იმათაც კი, ვისაც ჩვილი ჰყავს. თუკი ვერ ვახერხებთ ბავშვი შინ დავტოვოთ ოჯახის წევრებთან ან ახლობლებთან, მოგვიწევს თან წავიყვანოთ.

ჩვილი მანქანაში უნდა ჩავსვათ, მაგრამ მანქანის საჯდომები უფროსებზეა გათვლილი. ბავშვისთვის ისინი არ გამოდგება. იმისთვის, რომ ჩვილი მანქანაში ჩავსვათ, იქ საბავშვო სავარძელი უნდა დავამაგროთ. ამ სტატიაში სავარძლების სახეობებს განვიხილავთ. 

ისინი, ძირითადად, განსხვავდება ბავშვის წონის მიხედვით და სამ ჯგუფად იყოფა. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სავარძლები დამოუკიდებლად არ გამოიყენება. ხშირად სავარძელი არა ერთ, არამედ, ერთდროულად ორ ჯგუფს მიეკუთვნება. ზოგიერთი ტრანსფორმერი კი ერთდროულად სამივე ჯგუფის ერგება. 

ნულ ჯგუფს მიეკუთვნება ავტო-სარწეველები მცირე ასაკისთვის, 13 კილოგრამამდე. ეს ყველაზე პატარა ზომაა და ამგვარი სარწეველები ხშირად მანქანიდან გადმოაქვთ ხოლმე. ბევრი ასეთი მოდელი შეიძლება ეტლზეც დამაგრდეს, სადაც ისინი ფიქსირდება არა მანქანის ღვედით, არამედ Isofix-ის ღვედით, რომელიც ძალიან საიმედოა და შეუძლია ბავშვი დაიჭიროს შეჯახებისას. ცნობილია, რომ ამგვარი ეტლები 70%-ით ამცირებს ბავშვთა სიკვდლიანობას ავარიების დროს. 

პირველ ჯგუფს მიეკუთვნება სავარძლები ბავშვებისთვის ერთიდან ოთხ წლამდე და გათვლილია 18 კილომდეეს სავარძლები შეიძლება რამდენიმე მხარეს გადაიწიოს და მათი კონსტრუქცია, ავტო-სარწეველასგან განსხვავებით, გულისხმობს, რომ ის მოძრაობის მხარეს მაგრდება. დამტკიცებულია, რომ ასეთი სავარძლები სიკვდილიანობას შეჯახებისას 50% -ით ამცირებს. 

მეორე ჯგუფის სავარძლებში, 25 კილომდე ბავშვებისთვისუკვე ავტომობილის ღვედები გამოიყენება და არა სავარძლების ქამრებიეს ნიშნავს, რომ იქ ბავშვი უბრალოდ ჯდება და მას ავტომობილის ღვედები იჭერს.  

მესამე ჯგუფს მიეკუთვნება ავტო-სავარძლები 36 კილომდე ბავშვებისთვისრომლებსაც ბუსტერებს უწოდებენ. ისინიც მხოლოდ იჭერს ბავშვებს, საშუალებას აძლევს მათ, უფრო მოხერხებულად დასხდნენ. დანარჩენ საქმეს ავტომობილის ღვედები ასრულებს. ასეთი საჯდომს საფენს ან ბუსტერს უწოდებენ, თუმცა გვხვდება გაუმჯობესებული მოდელები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვის დაცვას გვერდითა შეჯახებების დროს. 

საჯდომებს სამაგრებიც განსხვავებული აქვთ. ზოგიერთი მაგრდება Isofix -ით, რომელიც ყველაზე საიმედო სამაგრია. ის უსაფრთოხების მიზნით ყველაზე საიმედოდ ითვლება. მაგრამ ასეთი საჯდომების ფასი უფრო მაღალია. ზოგიერთი ავტომობილის ღვედით მაგრდება და ისინიც საკმაოდ საიმედოა. ფასით კი უფრო იაფია და თუკი სავარძელს იშვიათად იყენებთ, ეს უკანასკნელი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.  

ხუთწერტილიანი ღვედით ყველაზე ხშირად ძვირფასი უცხოური მოდელები გამოდის. ხშირად  ისინი Isofix-ის სამაგრებზეა. უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს საუკეთესო ვარიანტია, თუმცა, მისი შოვნა ძნელია და ძვირიც ღირს. თუმცა, მათში  ინვესტირება მაინც ღირს. 

ცალკე უნდა გამოვყოთ ტრანსფორმერი  სავარძლები. ისინი უნივერსალურებია და შეიძლება გავადიდოთ ბავშვის ზრდასთან ერთად მოზარდობის ასაკამდე.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
179 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
55 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,236 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,337 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,236 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,236 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,120 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,120 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,276 
საბავშვო ეტლები 2 x 1
გაყიდვაშია
3,276 

მეტი სასარგებლო სტატიები

კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.
ბავშვთა სამყაროში ყოველი დღე თავგადასავალს უდრის, რომელიც სავსეა თამაშით, ახალი აღმოჩენებითა და სიფერადით.
გაზიარების უნარის განვითარება ეტაპობრივი პროცესია, რომელიც დაახლოებით 3 წლის ასაკში იწყება და გრძელდება მთელი ბავშვობის განმავლობაში.