რატომ არის ხატვა მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის?



ბავშვთა სამყაროში ყოველი დღე თავგადასავალს უდრის, რომელიც სავსეა თამაშით, ახალი აღმოჩენებითა და სიფერადით. ადრეულ განათლებაში არაერთი ასპექტია ჩაქსოვილი, რომელთა შორის ხატვაცაა; მხატვრობა, შეიძლება ითქვას, მისი მთლიანობის განუყოფელი ნაწილია. როცა საქმე ეხება პატარებს, ხატვის მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ ქაღალდზე შტრიხების გავლებას – ის ბევრად ფასეული აქტივობაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, უკეთ შევიცნოთ ბავშვები.

საკუთარი თავის გამოხატვა საზღვრების გარეშე

პატარების გონება სავსეა ფანტაზიითა და ემოციებით, მაგრამ, მათი ასაკიდან გამომდინარე, ხშირად არ აქვთ საკმარისად მდიდარი ლექსიკა, რათა თავიანთი აზრების სრულად გამოხატვა შეძლონ. ხელოვნების სხვადასხვა დარგი მათ აძლევს ისეთ საშუალებას, რომელშიც სიტყვები არ არის საჭირო. ფუნჯის მარტივი გასმით თავისუფლად შეუძლიათ გადმოსცენ თავიანთი გრძნობები, აზრები და ოცნებები.

სენსორული უნარების განვითარება

თითებით საღებავში გასვრიდან დაწყებული ფურცელზე ფუნჯის გლუვ სრიალამდე – ხატვა აერთიანებს ყველა სენსორულ შეგრძნებას. ეს საშუალებას აძლევს პატარებს, შეისწავლონ სხვადასხვა ტექსტურა, ფერი და თანმიმდევრულობა, ხოლო მათი სენსორული განვითარება სახალისო და ინტერაქციული გზით განავითარონ.

მოტორული უნარების განვითარება

როდესაც ბავშვები ხელში დაიჭერენ სამხატვრო მასალას და მასზე მანიპულირებას იწყებენ, რათა შექმნან ფორმები და ხაზები, ისინი აძლიერებენ თავიანთ მოტორულ უნარებს. კუნთების ეს მოძრაობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისეთ ამოცანებზე, როგორებიცაა წერა, ფეხსაცმლის თასმის შეკვრა და სხვ. ხატვა მხიარული, მაგრამ ეფექტური გზაა პატარებისთვის ამ უნარების გასაძლიერებლად.

წარმოსახვის და შემოქმედებითობის განვითარება

მხატვრობის სამყაროში არ არსებობს წესები, რაიმეს შექმნის სწორი ან არასწორი გზა. შესაბამისად, მაშინ, როცა შვილთან ხატვის აქტივობას წამოიწყებთ, მიეცით მას საშუალება, იყოს თავისუფალი,. აურიოს ფერებს, ექსპერიმენტები ჩაატაროს ფორმებზე და გამოიგონოს საკუთარი პერსონაჟები. ამდაგვარი თავისუფლება ხელს უწყობს შემოქმედებითობას და აძლიერებს გამოხატვისადმი ურყევ სიყვარულს.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
179 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
55 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
142 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
139 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
158 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
239 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
204 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
195 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
167 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
187 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
281 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
258 

მეტი სასარგებლო სტატიები

მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.
თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.