როგორ ვასწავლოთ ბავშვს სათამაშოების გაზიარება?

ბავშვებისთვის სათამაშოების გაზიარების სწავლება მეგობრობის და სიკეთის დათესვის ტოლფასია. გაზიარების უნარი კი სცილდება უბრალო თავაზიანობას, რადგან მის მიღმა კიდევ ბევრი რამაა – ის ხელს უწყობს თანაგრძნობის, გუნდურობისა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. გარკვეული ნაბიჯებით და სიყვარულით შეგიძლიათ, რომ თქვენს პატარას ასწავლოთ, როგორ გაუზიაროს საკუთარი სათამაშო სხვას.

გაზიარების უნარის განვითარება ეტაპობრივი პროცესია, რომელიც დაახლოებით 3 წლის ასაკში იწყება და გრძელდება მთელი ბავშვობის განმავლობაში.  შედარებით მოზრდილ ბავშვებსაც კი შეიძლება გაუჭირდეთ გაზიარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათთვის ძვირფას ნივთებს.

მაგალითის ჩვენება

ბავშვები საუკეთესოდ სწავლობენ მაშინ, როცა მშობლებს ადევნებენ თვალყურს. თუ თქვენი შვილი დაინახავს, როგორ აზიარებთ სითბოს, სიკეთესა თუ პირად ნივთებს, შეეცდება, რომ თვითონაც ასე მოიქცეს მეგობრებთან და ოჯახთან.

პატარა ნაბიჯები

მანამ, სანამ გაზიარების უნარ-ჩვევები ბავშვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება, საკმაო მუშაობაა საჭირო. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია, რომ ყველაფერი მომცრო ზომის ნივთების გაზიარებით დაიწყოს. თავდაპირველად სცადეთ ფერადი ფანქრების ან სათამაშო ბლოკების თხოვნა, რათა პატარასთვის არ იყოს დიდი დარტყმა და შეძლოს მარტივად გააცნობიეროს.

ვერბალური კომუნიკაცია

როდესაც პატარები აზიარებენ რაიმეს, აუცილებლად გაამხნევეთ ისინი. თქვით ისეთი რამ, რაც მათ გულებს გაათბობს; მაგალითად: „ძალიან მიხარია, რომ თამაში მოგწონთ“. სწორად შერჩეული სიტყვები და ჯანსაღი კომუნიკაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გაზიარების კონცეფციის აღქმაზე.

პრობლემების გადაჭრა

გაზიარებამ ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები. ასწავლეთ ბავშვებს, ისაუბრონ და იპოვონ გამოსავალი. დასვით კითხვები, როგორებიცაა: როგორ შეგვიძლია გავაზიაროთ ეს თოჯინა? რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყველა ბედნიერი იყოს? ერთობლივად მუშაობა ეხმარება მათ, ისწავლონ პრობლემაზე დაფიქრება, მისი გაზიარება და შემდგომ გადაჭრა.

სიკეთის გაზიარება

წაახალისეთ სიკეთე სხვების დახმარებით. მიეცით შვილს საშუალება, სხვა პატარას გადასცეს ის სათამაშოები, რომლებითაც აღარ თამაშობს. ასეთი მოქმედება ბავშვს აჩვენებს. რა სარგებელი მოაქვს გაზიარებას და როგორ შეუძლია ერთ ადამიანს მეორის გაბედნიერება, ერთი შეხედვით, წვრილმანი რაღაცებით.

გაზიარების სწავლას დრო სჭირდება. იყავით მომთმენი და მაქსიმალურად წაახალისეთ შვილი და მისი თანატოლები. სათამაშოების სხვისთვის გაზიარება ისეთი სუპერ ძალაა, რომელიც ეხმარება ბავშვებს ერთმანეთთან დამეგობრდნენ და გაავრცელონ ბედნიერების სხივები.

დაკავშირებული პროდუქტები

რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
70 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
67 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
67 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
70 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
67 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
121 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
67 

მეტი სასარგებლო სტატიები

თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.
ბავშვთა სამყაროში ყოველი დღე თავგადასავალს უდრის, რომელიც სავსეა თამაშით, ახალი აღმოჩენებითა და სიფერადით.